ხედვა

წმიდა მიტროპოლიტ ნაზარი ლეჟავას სახელობის სამტრედიის მართლმადიდებლური სკოლის ხედვა

 

  • წმიდა მიტროპოლიტ ნაზარი ლეჟავას სახელობის სამტრედიის მართმადიდებლური სკოლა არის ეფექტური, უსაფრთხო, წამახალისებელი, სულიერი გარემო, სადაც მიმდინარეობს უწყვეტი სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი;
  • განათლება არის თანაზიარი პასუხისმგებლობა მოსწავლებს, მათ ოჯახებსა და სასკოლო საზოგადოებას შორის;
  • ყველა მოსწავლე ს შეუძლია მიიღოს განათლება და კარგად ისწავლოს. სკოლა ამზადებს მოსწავლეებს იმისათვის, რომ ისინი იყვნენ წარმატებული ადამიანები;
  • სკოლა სწავლა-სწავლების პროცესის ხელშესაწყობად იყენებს უახლოეს ტექნოლოგიებს, სწავლების თანამედროვე სტრატეგიებს, მეთოდებსა და რესურსებს;
  • სკოლაში შემუშავებულია ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებისა და ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული შედეგების მისაღწევად მოსწავლეების საჭიროებებზე ორიენტირებული და სკოლის სტატუსიდან გამომდინარე საღვთისმეტყველო სწავლებასა და სულიერ აღზრდასთან თავსებადი სასკოლო-სასწავლო გეგმა, რომელიც უზრუნველყოფს მოსწავლეებისათვის იმ აუცილებელი ცოდნისა და უნარების შეძენას, რომლებიც დაეხმარებათ მათ წარმატებული მონაწილება მიიღონ კულტურის, საზოგადოებრივი, ზნეობრივი ღირებულებებისა და ტექნოლოგიების თვალსაზრისით სწრაფად ცვალებად გლობალურ პროცესებში;