დებულება

ა(ა)იპ  საქართველოს საპატრიარქოს წმინდა მიტროპოლიტ ნაზარი ლეჟავას სახელობის სამტრედიის მართლმადიდებლური  სკოლის
დებულება დანართების სახით
2021-2022 სასწავლო წელი
სკოლის ბიბლიოთეკის დებულება
 სკოლის პედსაბჭოს-დებულება
 ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურისა დებულება 
დისციპლინური საბჭოს დებულება
სახელოვნებო-სამეცნიერო წრის დებულება
მშობელთა კომიტეტის დებულება

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

2020 2021 სასწ .წლის სკოლის დებულება

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

2019-2020 სასწავლო წელი

დებულება

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ა(ა)იპ  საქართველოს საპატრიარქოს

წმიდა მიტროპოლიტ ნაზარი ლეჟავას სახელობის სამტრედიის მართლმადიდებლური  სკოლის

დებულება

განხილულია პედაგოგიურ და მმართველ საბჭოზე

2015-2016 სასწავლო წელი

თავი I – ზოგადი დებულებები

მუხლი 1. სკოლის სტატუსი

  1. წმიდა მიტროპოლიტ ნაზარი ლეჟავას სახელობის სამტრედიის მართლმადიდებლური სკოლა არის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ავტორიზებული არა სამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც „ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად ახორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობას სამივე საფეხურზე(დაწყებითი, საბაზო, საშუალო).
  2. სკოლა, როგორც არა სამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი კანონითა და ამ დებულებით დადგენილი მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და უფლებამოსილია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ;
  3. სკოლას აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიშსწორების ანგარიში ბანკში, ბეჭედი და იურიდიული პირის სხვა ატრიბუტები;
  4. სკოლას იურიდიული მისამართია: რობაქიძის ქუჩა №63, სამტრედია, საქართველო.

მუხლი 2. სკოლის დებულების მოქმედება

  1. წინამდებარე დებულება განსაზღვრავს სკოლის ძირითად ამოცანებსა და კომპეტენციის სფეროებს, სკოლის სტრუქტურას, მისი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის წესსა და უფლება-მოვალეობებს,რომელიც რეგულირდება სკოლის შინაგანაწესით და მტკიცდება მმართველ საბჭოზე.
  2. სკოლის დებულება შესასრულებლად სავალდებულოა სკოლის ყველა სტრუქტურული ერთეულის, პედაგოგის, სხვა პერსონალის, მოსწავლისა და მისი მშობლებისათვის (კანონიერი წარმომადგენელი) /მეურვისათვის/მზრუნველისათვის.

მუხლი 3. სკოლის მიზანი

1 სკოლა ვალდებულია  შეუქმნას მოსწავლეს საუკეთესო პირობები სწავლისა და შემოქმედებითი განვითარებისათვის, უზრუნველყოს თანამედროვე სტანდარტების შესატყვისი, მომავალზე ორიენტირებული განათლების მიღების შესაძლებლობა და მუდმივად იზრუნოს სასწავლო პროგრამების, სწავლის მეთოდებისა და ხარისხის გაუმჯობესებაზე;

  1. ზოგადსაგანმანათლებლო საგნების სწავლებასთან ერთად, სკოლაში უპირატესობა ენიჭება ქრისტიანული ღირებულებებისა და ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის შესწავლას.

ამასთან სკოლა ხელს უწყობს მოსწავლეებში კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების ჩამოყალიბებას, შემოქმედებითი და პრაქტიკული მუშაობის უნარ-ჩვევების განვითარებას;

  1. სკოლა მიზნად ისახავს აღზარდოს ფიზიკურად, ზნეობრივად და ინტელექტუალურად განვითარებული, გულისხმიერი და შემწყნარებელი, (კონკურენტუნარიანი ახალგაზრდობა და თავის მხრივ, ხელი შეუწყოს ქვეყანაში ჯანსაღი, თავისუფალი, ღია სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას;
  2. სკოლის დანიშნულებაა მოზარდების ინტეგრირება საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში.

თავი II – სასწავლოპროცესი

მუხლი 4. სწავლების მეთოდები და ამოცანები

  1. სკოლა სასწავლო პროცესს ახორციელებს სამივე საფეხურზე;
  2. სკოლა სასწავლო პროცესის უზრუნველსაყოფად ადგენს სასწავლო რეჟიმსა და საგაკვეთილო ცხრილს. სასკოლო სასწავლო გეგმის შედგენისას სკოლა ხელმძღვანელობს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმით;
  3. სასკოლო-სასწავლო გეგმას განიხილავს პედსაბჭო და ამტკიცებს დირექტორი.
  4. სკოლაში სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი წარიმართება მართლმადიდებლური სწავლების, მართლმადიდებლური ეკლესიის წიაღში არსებული გამოცდილების, დაწყებითი სკოლების პედაგოგიკისა და სწავლების თანამედროვე მეთოდების საფუძველზე, საქართველოს სახელმწიფოს საგანმანათლებლო მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად;
  5. სადამრიგებლო პროგრამას უძღვება კლასის დამრიგებელი;
  6. სწავლება და სააღმზრდელო მუშაობა მიმდინარეობს ქართულ ენაზე.

 

მუხლი 5. სწავლის პროცესი

  1. სწავლის პროცესი ეფუძნება პედაგოგისა და მოსწავლის ურთიერთთანამშრომლობის პრინციპებს;
  2. სწავლის პროცესი მიმდინარეობს მოსწავლის ასაკისა და ინდივიდუალური შესაძლებლობების გათვალისწინებით;
  3. სწავლის პროცესი აგებულია პედაგოგისა და მოსწავლის ურთიერთნდობასა და პატივისცემაზე. სწავლის პროცესში პრიორიტეტი ენიჭება ორივე მხარის ინტერესებისა და მათი უფლება-მოვალეობების განუხრელ დაცვას;
  4. სწავლის პროცესში განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული თემატიკაზე, რომელიც დაეხმარება მოსწავლეს მართლმადიდებლური მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში;
  5. მოსწავლეებსა და მათ მშობლებს (კანონიერი წარმომადგენელი) /მეურვეს/მზრუნველს სწავლის პროცესის მიზნებისა და ამოცანების, აგრეთვე, მათი დროში განაწილების შესახებ ინფორმაცია მიეწოდებათ სასწავლო წლის დაწყებამდე.

მუხლი 6. სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის ზედამხედველობა

  1. სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის მართლმადიდებლურ სწავლებასთან შესაბამისობას ზედამხედველობს სკოლისრექტორი, დირექტორი, დირექტორის მოადგილე აღმზრდელობით დარგში და მოძღვრები.

 

მუხლი 7. სწავლების ხანგრძლივობა, დასვენების დღეები

  1. სკოლაში დაწესებულია ხუთდღიანი სასწავლო კვირა ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
  2. სასწავლო წელი იწყება 14 სექტემბერს და სრულდება კანონით დადგენილი წესით;
  3. სასწავლო წელი დაყოფილია ორ სემესტრად (შემოდგომის სემესტრი და გაზაფხულის სემესტრი);
  4. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უქმე დღეებისა და არდადეგების გარდა, ,,სკოლა“ხელმძღვანელობს საკუთარი კალენდრით (რომელიც წარმოდგენილია დანართის სახით და ამ დებულების განუყოფელი ნაწილია).

თავი III – სკოლაში მოსწავლეთა მიღების წესი

 

 

მუხლი სკოლაში მოსწავლის მიღების პირობები

  1. სკოლის პირველ კლასში მოსწავლის მიღება ხდება გასაუბრების შედეგად;
  2. გასაუბრების შედეგად მოწმდება სასკოლო მზაობა, რომელიც გულისხმობს ბავშვის მზაობას სკოლის სპეციფიკური მოთხოვნებისადმი.

სასკოლო მზაობის ძირითადი მახასიათებლებია:

  1. ჯანმრთელობა დ აფიზიკური განვითარება;
  2. სოციალურ-ემოციური განვითარება;

გ)  სწავლისადმი მიდგომა;

   დ) მეტყველებისა და საკომუნიკაციო  უნარების განვითარება;

    ე) შემეცნებითი განვითარება და ზოგადი ცოდნა.

  1. სკოლაში მოსწავლის ჩარიცხვამდე მისი მშობელი (კანონიერი წარმომადგენელი)/მეურვე, მზრუნველი ინფორმირებული უნდა იქნეს მასზედ, რომ მათთვის შესასრულებლად სავალდებულოა სკოლის შინაგანაწესი და სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის მომწესრიგებელი სხვა სამართლებრივი აქტები.
  2. სკოლასა და მოსწავლის მშობელის (კანონიერი წარმომადგენელი) /მეურვეს, მზრუნველს შორის უნდა დაიდოს მომსახურების ხელშეკრულება წერილობითი ფორმით, რომლითაც განისაზღვრება მხარეთა ორმხრივი უფლებები და ვალდებულებები;

თავი IV – ქცევის ზოგადი წესები და დისციპლინური პასუხისმგებლობა

მუხლი 10. მოსწავლის ქცევის წესები და სწავლის პირობები

  1. მოსწავლე ვალდებულია სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას, აგრეთვე, სკოლის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში მონაწილეობის დროს დაიცვას მოსწავლის ქცევის კოდექსი.
  2. მოსწავლე უფლებამოსილია:

ა) ითხოვოს გათავისუფლება გაკვეთილებიდან, თუ გააჩნია დასაბუთებული მიზეზი (ექიმის ცნობა, მშობლის წერილი, განცხადება) ან არის შეუძლოდ,.

მუხლი 11. დისციპლინური გადაცდომა

  1. დისციპლინურ გადაცდომას წარმოადგენს:

ა) სკოლის შინაგანაწესის დარღვევა.

     ბ) მოსწავლის მიერ მოსწავლის ქცევის კოდექსთან აშკარად  შეუთავსებელი ქმედება.

     გ) ზოგად ზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ მიმართული უღირსი საქციელი .

მუხლი 12. დისციპლინური პასუხის მგებლობის ზომები

  1. სკოლის დირექტორმა, დისციპლინური გადაცდომისათვის მისი ჩამდენი პირის მიმართ შეიძლება გამოიყენოს დისციპლინური პასუხისმგებლობის შემდეგი ზომები:

ა) შენიშვნა (ერთი ყვითელი ბარათი);

ბ) გაფრთხილება (ორი ყვითელი ბარათი);

გ) საყვედური (სამი ყვითელი ბარათი) ან ერთი წითელი ბარათი;

დ) სკოლისათვის სასარგებლო შრომა (ორი ყვითელი ბარათი), რაც ნიშნავს მოსწავლის უსასყიდლო შრომას, რომლის სახეს განსაზღვრავს სკოლის დირექტორი.

            სკოლისათვის სასარგებლო შრომა, ინიშნება 5 სთ.-დან 10 სთ.-მდე ვადით, მაგრამ მისი ხანგრძლივობა არ უნდა აღმატებოდეს დღეში 1სთ.-ს.

ე) დროებით დათხოვნა სკოლიდან(ორი წითელი ბარათი), რომლის ხანგრძლივობა განისაზღვრება 5-დან10სასწავლო დღემდე.

ზ) თუკი მოსწავლის მიმართ გამოყენებული იქნება დისციპლინური პასუხისმგებლობის ზემოთჩამოთვლილი ყველაზომა, ხოლო მოსწავლე კვლავ ჩაიდენს დისციპლინურ გადაცდომას, სკოლის მხრიდან შეიძლება გამოყენებული იქნეს მოსწავლის მშობელთან (კანონიერი წარმომადგენელი)/მეურვესთან/ მზრუნველთან მომსახურების გაწევის ხელშეკრულების ვადამდე, ცალმხრივად შეწყვეტის უფლებამოსილება (მიუხედავად იმისა მოსწავლეს დისციპლინური გადაცდომის ჩადენის მომენტისათვის მოხსნილი ექნება თუ არა დისციპლინური პასუხისმგებლობა ამ დებულების მე-13 მუხლის შესაბამისად).

     ხელშეკრულების ვადამდე, ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სკოლის დირექტორი პედაგოგიური საბჭოს წარდგინებითა და ა(ა)იპ ,,წმიდა მიტროპოლიტ ნაზარი ლეჟავას სახელობის სამტრედიის მართლმადიდებლური სკოლის” რექტორთან   თანხმობით.

  1. ერთი დისციპლინური გადაცდომისათვის შეიძლება გამოყენებული იქნეს დისციპლინური პასუხისმგებლობის მხოლოდ ერთი ზომა.

მუხლი 13. დისციპლინური პასუხისმგებლობის მოხსნა

  1. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენება აღინიშნება მოსწავლის პირად საქმეში.
  2. სკოლის დირექტორს უფლება აქვს მოსწავლეს ვადამდე მოუხსნას ეს პასუხისმგებლობა, თუ მან არ ჩაიდინა ახალი გადაცდომა და თავი გამოიჩინა, როგორც კეთილსინდისიერმა მოსწავლემ.
  3. თუ მოსწავლეს ერთი წლის განმავლობაში არ შეეფარდა ახალი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, იგი მიიჩნევა დისციპლინური პასუხისმგებლობის არ მქონედ.
  4. დისციპლინური პასუხისმგებლობის ვადამდე მოხსნა ფორმდება წერილობით, ორპირად. ერთი პირი რჩება სკოლაში, მეორე პირი კი, გადაეცემა თვითონ მოსწავლეს.
  5. დისციპლინური პასუხისმგებლობის ვადამდე მოხსნა შეიტანება პირად საქმეში.

თავი V – მოსწავლის ცოდნის შეფასების წესები და პირობები

მუხლი 14. Mმოსწავლის მიერ კლასისა და საფეხურის დაძლევა

  1. კლასი დაძლეულად ჩაითვლება, თუ მოსწავლის თითოეული საგნის წლიური ქულა (დამრგვალების შემდეგ) არის 5.0 ან მეტი და მოსწავლეს მიღებული აქვს შეფასება ჩათვლის სისტემით (ჩაეთვალა/არჩაეთვალა) ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ როგორც სავალდებულო, ასევე დამატებით საგნებში;
  2. 2. დაწყებითი საფეხური დაძლეულად ჩაითვლება, თუ მოსწავლის საფეხურის საერთო ქულა (დამრგვალების შემდეგ) არის 5.0 ან მეტი და ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, დაძლეული აქვს V-VI კლასები, რაც აძლევს მას საბაზო საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლებას;
  3. 3. საბაზო საფეხური დაძლეულად ჩაითვლება, თუ მოსწავლის საფეხურის საერთო ქულა (დამრგვალების შემდეგ) არის 5.0 ან მეტი, დაძლეული აქვს საბაზო საფეხურში შემავალი ყველა კლასი, რაც აძლევს მას საბაზო განათლების ატესტატის აღების ან/და საშუალო საფეხურზე გადასვლის უფლებას;
  4. 4. საშუალო საფეხური დაძლეულად ჩაითვლება, თუ მოსწავლის საფეხურის საერთო ქულა (დამრგვალების შემდეგ) არის 5.0 ან მეტი, დაძლეული აქვს საშუალო საფეხურში შემავალი ყველა კლასი.

მუხლი 15. მოსწავლეთა ცოდნის შეფასების სისტემა და კრიტერიუმები

  1. აკადემიური მოსწრების შეფასება უნდა იყოს ხშირი და მრავალმხრივი. უნდა შეფასდეს არა მარტო ინფორმაციის ფლობა, არამედ შეძენილი უნარ-ჩვევები, აზროვნების დემონსტრირების ფორმები და სხვა. სასწავლო პროცესის წარმატებით წარმართვისათვის არ არის საკმარის იმ მოსწავლის ცოდნა შეფასდეს მხოლოდ შესრულებული შემაჯამებელი დავალებებისა და ტესტების შედეგების საფუძველზე.Mმასწავლებელი მოსწავლეს უნდა აფასებდეს დაკვირვების შედეგად დაგროვილი მონაცემების, ნამუშევრების, საქაღალდეების, პრეზენტაციების, მოსწავლისავე თვითშეფასების, ჯგუფური მუშაობის თუ სხვა ტიპის მოქმედებების მიხედვით. შეფასებისას მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს მოსწავლის საგანმანათლებლო პროცესში ჩართულობის ხარისხი. აუცილებელია მოსწავლემ წინასწარ იცოდეს, თუ რა კრიტერიუმებით ფასდება მისი სასწავლო მოქმედებები. შესაძლებელია, მასწავლებელმა შეიმუშაოს და მოსწავლეებს გააცნოს შეფასების კრიტერიუმები. მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მოსწავლეთა შესაძლებლობები და ინდივიდუალურობა. შეფასების კრიტერიუმები გამომდინარეობს  იმ მისაღწევი შედეგებიდან, რასაც მასწავლებელი ისახავს გაკვეთილის ან ერთი თემის შესწავლისას;
  2. დაბალი ნიშნით შეფასება, როგორც დისციპლინური სახდელი, არ არის გამართლებული;
  3. მოსწავლის აკადემიური მიღწევები ფასდება ათქულიანი სისტემით ხუთი დონის მიხედვით;
  4. დაწყებით საფეხურზე (I-IVკლ.) მოქმედებს განმავითარებელი შეფასება, V-XII კლასებში მოსწავლე ფასდება ათქულიანი სისტემით;
  5. საგანში სპორტი და საგზაო ნიშნები მოსწავლე ფასდება შემდეგი სისტემით: ჩაეთვალა/არ ჩაეთვალა აგრეთვე დამატებით საგნებში.

თავი VI -სკოლის სტრუქტურა და მართვა

სკოლის მართვას ანხორციელებს მმართველი საბჭო, რექტორი, ადმინისტრაცია და პედ. საბჭო ზოგადი განათლების კანონისა და სკოლის შინაგანაწესის შესაბამისად.

მმართველი საბჭო და სკოლის ადმინისტრაცია ორიენტირებულია სკოლაში სასწავლო-სააღმზრდელო  პროცესის, სასკოლო და კლასგარეშე ღონისძიებების მაღალი ხარისხით ორგანიზებაზე, რისთვისაც:

ა) ხელს უწყობს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობისა და სკოლის შინაგანაწესის დაცვას.

ბ)თანამშრომლობს სკოლის მასწავლებლებთან, მოსწავლეთა მშობლებთან და სკოლაში დასაქმებულ პერსონალთან და აწყობს მათთან ინდივიდუალურ ან ჯგუფურ შეხვედრებს.
გ) უზრუნველყოფ სასკოლო დისციპლინის დაცვას, ისეთი ხერხებით და მეთოდებით, რომელიც არ ეწინააღმდეგება მოსწავლის, მასწავლებლის, მოსწავლის მშობლის და სკოლაში დასაქმებულთა თავისუფლებისა და ღირსების დაცვის პრინციპებს.

დ) ხელს უწყობს სკოლაში უსაფრთხო, ეკოლოგიური, ორგანიზებული და კეთილგანწყობილი სასწავლო სამუშაო გარემოს შექმნას.

ე) განსაზღვრავს სკოლის განვითარების პოლიტიკას და სტრატეგიას.

ვ) ხელს უწყობს ინკლუზიური განათლების დანერგვას.

ზ) ზრუნავს სასკოლო საზოგადოებასთან ჰარმონიული, უკომფლიქტო გარემოს ფორმირებაზე.

თ) უფლებამოსილია ჩაატაროს გამოკითხვები (მოსწავლეთა, მასწავლებელთა, მშობლეთა) რომლის შდეგები გათვალისწინებული იქნება სკოლის მუშაობის დაგეგმვაში.

სკოლას აქვს ნათლად ჩამოყალიბებული მართვის სტრუქტურა. სკოლის მართვას ახორციელებს სკოლის მმართველი საბჭო და ადმინისტრაცია.

მმართველ საბჭოში  შედიან:

  • რექტორი,
  • პრორექტორი
  • დირექტორი,
  • ფინანსური დირექტორი,
  • დირექტორის მოადგილე სასწავლო-აღმზრდელობით დარგი;
  • ხარისხის მართვის მენეჯერი;
  • კოორდინატორი;
  • ხუთი პედაგოგი

სკოლის მინსტცი წევრები არიან:

  • დირექტორი;
  • ფინანსური დირექტორი;
  • დირექტორის მოადგილე სასწავლო-აღმზრდელობით დარგში;
  • დირექტორის მოადგილე სამეურნეო დარგში;
  • კოორდინატორი;
  • ხარისხის მართვის მენეჯერი;
  • ბუღალტერი.

პედაგოგიურ საბჭოს წევრები არიან:

  • დირექტორი;
  • დირექტორის მოადგილე სასწავლო-აღმზრდელობით დარგში;
  • კოორდინატორი;
  • ხარისხის მართვის მენეჯერი;
  • საინფორმაციო მენეჯერი;
  • მასწავლებლები;
  • კლასის დამრიგებლებლები;
  • ბიბლიოთეკარი.

თავი VII   – სკოლის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის წესი და უფლება-მოვალეობები

მუხლი 1. რექტორი

 

  1. სკოლის რექტორი არის საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი.
  2. სკოლის რექტორს ნიშნავს სკოლის დამფუძნებელი, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის საჭეთმპყრობელი – სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია II.
  3. სკოლის რექტორი მმართველ საბჭოსთან ერთად ხელმძღვანელობს სკოლაში ზნეობრივად, ინტელექტუალურად და ფიზიკურად განვითარებული მომავალი თაობის აღზრდას ქრისტიანული ღირებულებების შესაბამისად.
  4. რექტორი კურირებს სკოლის ბიუჯეტს და საკადრო ცვლილებებს.
  5. სკოლის რექტორი უზრუნველყოფს სკოლის, სასწავლო – აღმზრდელობითი პროცესის შესაბამისობას ქრისტიანული პედაგოგიკის საფუძვლებთან, მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებასთან და ამ მიზნით ზედამხედველობს სკოლის მმართველი ორგანოების საქმიანობას.
  6. სკოლის რექტორს უფლება აქვს სკოლის მმართველი ორგანოებისაგან გამოითხოვოს ნებისმიერი დოკუმენტაცია, შეაჩეროს სკოლის მმართველი ორგანოების გადაწყვეტილებები და მოითხოვოს ამ გადაწყვეტილებების გადასინჯვა.

 

მუხლი 2.  სკოლის პრორექტორი

  1. სკოლის სკოლის პრორექტორი  შეიძლება  იყოს  საქართველოს  სამოციქულო  მართლმადიდებელი ეკლესიის წევრი,  სასულიერო  პირი, რომელსაც  ნიშნავს სკოლის რექტორი.
  2. სკოლის პრორექტორი  პასუხისმგებელია  სკოლის  მასწავლებელთა,   მოსწავლეთა და მათი მშობლების სულიერ  მდგომარეობაზე და ვალდებულია ხელი შეუწყოს მშვიდი, სულიერი სასწავლო–სააღმზრდელო გარემოს შექმნას სკოლაში.  ის ხელმძღვანელობს  საღვთისმეტყველო სწავლებას, საქართველოს საპატრიარქოს განათლების ცენტრის მიერ მოწოდებული რეკომენდაციების და მოთხოვნების შესაბამისად ხელმძღვანელობს სჯულის პედაგოგებთან ერთად  სასწავლო პროგრამების შედგენას  საღვთისმეტყველო საგნებში.
  3. მუშაობს სკოლის რეჟიმს ძნელად შემგუებელ მოსწავლეებთან ინდივიდუალურად.
  4. თავისი ფუნქციების  განსახორციელებლად   სკოლის  პრორექტორს  უფლება  აქვს  ადმინისტრაციისაგან  გამოითხოვოს  ნებისმიერი ინფორმაცია  საჭიროებისამებრ.
  5. სკოლის პრორექტორიაბარებს  ანგარიშს  სკოლის  რექტორს  სკოლის შემადგენლობის  სულიერი  მდგომარეობის  შესახებ.

მუხლი 3. სკოლის დირექტორი

  1. ნიშნავს რექტორი და რექტორთან შეთანხმებით ახორციელებს სკოლის მართვას. იგი მუშაობას წარმართავს ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონით, სკოლის წესდებით, შინაგანაწესით და საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში;
  2. წარმოადგენს სკოლას მესამე პირთან ურთიერთობებში;
  3. რექტორთან შეთანხმების შემდეგ პედ.საბჭოს განსახილველად წარუდგენს და ამტკიცებს სკოლის შინაგანაწესს;
  4. შეიმუშავებს საშტატო განრიგს ფინანსურ დირექტორთან ერთად;
  5. შეიმუშავებს დირექტორის მოადგილესთან ერთად სასწავლო სააღმზრდელო დარგში სასკოლო-სასწავლო გეგმას და დასამტკიცებლად წარუდგენს პედაგოგიური საბჭოს;
  6. უზრუნველყოფს პედაგოგებთან ხელშეკრულებების დადებასა და შესრულებას, დებს ხელშეკრულებებს სკოლის ტექნიკურ თანამშრომლებთან;
  7. სკოლის რექტორთან შეთანხმებით უფლებამოსილია, ვადამდე შეწყვიტოს ხელშეკრულება მასწავლებელთან და სხვა დასაქმებულ პირთან ხელშეკრულების პირობების დარღვევის, სააღმზრდელო საქმიანობისათვის შეუფერებელი ქმედების ჩადენის ან კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით არაკვალიფიციურობის დადასტურებისას;
  8. უფლებამოსილია დადოს გარიგებები;
  9. განიხილავს საჩივრებს და იღებს შესაბამის ზომებს;
  10. ზედამხედველობს დაწესებულების სასწავლო-სააღმზრდელო პროცესს;
  11. სასკოლო საზოგადოებასთან ერთად განსაზღვრავს სკოლის განვითარების სტრატეგიებს (სკოლის ერთწლიანი და ექვსწლიანი სტრატეგიული გეგმა), რომლის დამტკიცება ხდება მმართველ საბჭოზე.
  12. გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს (ბრძანებებს);
  13. ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით, ასევე საქართველოს განათლების ცენტრის მოთხოვნების შესაბამისად გათვალისწინებულ სხვა საქმიანობას;
  14. უზრუნველყოფს მშობლებთან მუშაობის კოორდინაციას.
  15. ხელმძღვანელობს აღმზრდელობით პროცესს, კოორდინაციას უწევს განათლების სხვა დაწესებულებებთან საქმიან ურთიერთობას.
  16. ქმნის პირობებს მასობრივი აღმზრდელობითი შინაარსის ღონისძიებების მაღალ დონეზე ჩატარებისათვის, ხელს უწყობს მოსწავლეთა საქმიანობის მოტივაციას.
  17. სკოლის დირექტორი პერსონალურად აგებს პასუხს:
  • ეროვნული სასწავლო გეგმების, განათლების სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტების შესრულებასა და სააღმზრდელო პროცესზე;
  • სკოლაში მასწავლებლებისა და მოსწავლეებისათვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნაზე;
  1. ხელს უწყობს:
  • აღმზრდელობით მუშაობაში სასულიერო პირთა ჩართვასა და მათი  რეკომენდაციების გათვალისწინებას.
  • მოსწავლეთა შემეცნებით აქტივობის, მაღალი ზნეობის, მოქალაქეობრივი სულისკვეთებით აღზრდას;
  • სასკოლო და სკოლისგარეშე საქმიანობაში მშობელთა და საზოგადოების ჩაბმას, მათი აღმზრდელობითი პოტენციალის ამაღლებას;
  1. დირექტორის არყოფნის, მის მიერ თავისი მოვალეობათა შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში დირექტორის მოვალეობებს მისი მითითებით ან მითითების გარეშე ასრულებს დირექტორის მოადგილე სასწავლო-სააღმზრდელო დარგში.

მუხლი 4. ფინანსური დირექტორი

 

  1. სკოლის ფინანსურ დირექტორს ნიშნავს სკოლის რექტორი.
  2. სკოლის ფინანსური დირექტორი მუშაობას წარმართავს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით, სკოლის წესდებით, შინაგანაწესით და საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში.
  3. სკოლის ფინანსური დირექტორი წარმოადგენს სკოლას საფინანსო-საბანკო და შემოსავლების სამსახურის ორგანოებთან ურთიერთობის განხორციელების პროცესში.
  4. სკოლის ფინანსური დირექტორი ვალდებულია:

ითანამშრომლოს ადმინისტრაციასთან, მასწავლებლებთან, მშობლებთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირებთან და გაითვალისწინოს მათი წინადადებები სკოლის განვითარებისათვის განსახორციელებელი ღონისძიებების დაგეგმვაში.

  1. სკოლის რექტორთან ერთად სკოლის საჭიროებებიდან გამომდინარე, შეიმუშაოს სკოლის ბიუჯეტის პროექტი და შესყიდვების გეგმა. განსახილველად წარუდგინოს პედ.საბჭოს და წარუდგინოს მმართველ საბჭოს დასამტკიცებლად.
  2. განახორციელოს მიმდინარე ფინანსური საქმიანობა, აწარმოოს სკოლის საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგება და შეადგინოს ბალანსი სკოლის ბუღალტერთან ერთად.
  3. სკოლის დირექტორთან ერთად დაადგინოს თანამშრომელთა ხელფასები და უზრუნველყოს მათთან უნაღდო ანგარიშსწორება.

მუხლი 5. დირექტორის მოადგილე სასწავლო-აღმზრდელობით  დარგში

  1. დირექტორის მოადგილე სასწავლო-აღმზრდელობით დარგში პასუხისმგებელია სასწავლო–აღმზრდელობით დარგში საქართველოს განათლების კანონის გატარებაზე.
  2. სკოლის დირექტორთან ერთად ახორციელებს სკოლის პედაგოგთა საქმიანობის მართვას. ხელს უწყობს მასწავლებელებს ეროვნული და სასკოლო სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სასწავლო მიზნებისა და ამოცანების მიღწევაში.
  3. სკოლის დირექტორთან ერთად შეიმუშავებს სასკოლო სასწავლო გეგმას ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად.
  4. ამზადებს დირექტორის გადაწყვეტილებათა პროექტებს სასწავლო საქმიანობასთან დაკავშირებით, ზედამხედველობს სკოლის წესდების, შინაგანაწესის და დირექტორის გადაწყვეტილებების შესრულებას. დირექტორის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს მის მოვალეობას.
  5. ახორციელებს სკოლის შინაგანაწესის, მოსწავლისა და მასწავლებლის ქცევის კოდექსის შესრულების მონიტორინგს.
  6. ახორციელებს სასკოლო სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნების, საგნობრივი ჯგუფების, კათედრების, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული და გაუთვალისწინებელი საგანმანათლებლო მომსახურების მონიტორინგს.
  7. ახორციელებს სასკოლო, კათედრის, წრის და სადამრიგებლო ჟურნალების მონიტორინგს.
  8. ადგენს საგაკვეთილო ცხრილს, ბადე ცხრილს.
  9. ადგენს მასწავლებელთა მორიგეობის ცხრილს.
  10. ადგენს ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას სსსმ მოსწავლეთათვის და კურირებს მის მუშაობას.
  11. დირექტორთან შეთანხმებით ადგენს მასწავლებელთა კვირეულ საათობრივ დატვირთვას.
  12. უზრუნველყოფს საგაკვეთილო პროცესის დაუბრკოლებლად წარმართვას, საჭიროების შემთხვევაში ახდენს მასწავლებლის შეცვლას, აკონტროლებს გაკვეთილის დროულად დაწყება-დამთავრებას.
  13. მეთვალყურეობს სწავლისა და სწავლების ხარისხის ამაღლებასა და ახორციელებს მათ კონტროლს.
  14. კურირებს კათედრების მუშაობას.
  15. ატარებს სასწავლო პროცესის მონიტორინგს და შედეგების ანალიზს წარუდგენს პედ.საბჭოს
  16. . აჯამებს სემესტრულ და წლიურ სტატისტიკურ შედეგებს და დასამტკიცებლად წარუდგენს პედაგოგიურ საბჭოს.
  17. უზრუნველყოფს საგნობრივი ოლიმპიადების, კონფერენციების და სასწავლო შემოქმედებითი ღონისძიებების ორგანიზებას.
  18. სკოლის კოორდინატორთან ერთად ხელმძღვანელობას უწევს კლასგარეშე წრეების, ჯგუფების და ა.შ. მუშაობას.
  19. დირექტორთან ერთად უზრუნველყოფს მასწავლებელთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად ღონისძიებების გატარებას.
  20. გეგმავს და წარმართავს მოსწავლეთა აღზრდის ღონისძიებებს, ეხმარება კლასის, წრის ხელმძღვანელებს აღმზრდელობითი მუშაობის სწორად დაგეგმვასა და განხორციელებაში, ქმნის აღმზრდელობითი მუშაობის მთლიან სისტემას.
  21. ხელს უწყობს ინტერესთა მიხედვით მოსწავლეთა სხვადასხვა ჯგუფებში გაერთიანებას და მათი მუშაობის წარმართვას.

 

მუხლი 6.   დირექტორის მოადგილე სამეურნეო დარგში

  1. დირექტორის მოადგილე სამეურნეო დარგში მუშაობას წარმართავს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით, სკოლის შინაგანაწესითა და წესდებით და საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში.
  2. ატარებს სკოლაში შექმნილ კომისიასთან ერთად სკოლის ქონების ინვენტარიზაციას წელიწადში ერთხელ.
  3. ხელმძღვანელობს და კონტროლს უწევს სკოლის ტექნიკური პერსონალის მუშაობას.
  4. პასუხისმგებელია სკოლის შენობისა და კუთვნილი ტერიტორიის მოვლა-პატრონობაზე.
  5. პასუხისმგებელია სკოლის მატერიალური ფასეულობების მოვლა-პატრონობაზე.
  6. ვალდებულია უზრუნველყოს სკოლა სასწავლო პროცესის განმავლობაში არსებული მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით.
  7. უზრუნველყოფს და კონტროლს უწევს სკოლის შენობაში, ეზოსა და მიმდებარე ტერიტორიებზე სანიტარული ნორმების დაცვას.
  8. პასუხისმგებელია სკოლაში ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების დაცვაზე.
  9. პასუხისმგებელია წყლის და ელექტროენერგიის შეუფერხებელ მიწოდებაზე
  10. კონტროლს უწევს დარაჯებისა და დამლაგებლების მუშაობას.

მუხლი 7.  სკოლის კოორდინატორი

  1. სკოლის კოორდინატორს ევალება:
  2. სასკოლო და კლასგარეშე მუშაობის ორგანიზაცია.
  3. კულტურულ-მასობრივი და სპორტულ-ტურისტული ღონისძიებების ორგანიზება.
  4. მასწავლებელთა და მოსწავლეთა მორიგეობის ორგანიზება.
  5. მოსწავლეთა ორგანიზება სკოლის სასწავლო-შემოქმედებით წრეებში აქტიური მონაწილებისათვის.
  6. საქველმოქმედო აქციებსა და შემოქმედებით ღონისძიებებში მონაწილეობის ორგანიზაცია.
  7. მოსწავლეთა შემოქმედებითი გაერთიანებების ფორმირებისათვის ხელშეწყობა.
  8. პედაგოგთათვის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენის მოწყობაში ხელშეწყობა.
  9. წიგნის, თეატრის, კინოს კვირეულების გამართვა და საინტერესო შეხვედრების მოწყობა ხელოვნების, ლიტერატურის, სპორტის წარმომადგენლებთან.
  10. სკოლაში არსებული წრეების, კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა.
  11. სკოლის სასადილოში მასწავლებელთა და მოსწავლეთა მორიგეობის ორგანიზება.

 

 

მუხლი 8. ხარისხის მართვის მენეჯერის ფუნქციები

  1. ხელმძღვანელობს კათედრების მუშაობას სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლებისა და   სასწავლო-საგაკვეთილო  პროცესის მაღალორგანიზებულად  წარმართვის საქმეში;
  2. 2. უზრუნველყოფს ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მაქსიმალურად გამოყენებას სასწავლო პროცესში;
  3. ორგანიზებას უკეთებს ტრენინგ–გაკვეთილების ჩატარებას პედაგოგთათვის გაკვეთილების ხარისხის, შეფასებისა და თვითშეფასების საკითხებზე;
  4. პასუხისმგებელია შეფასების სისტემის შემუშავებაზე და მის დანერგვაზე სასწავლო პროცესში;
  5. ეხმარება პედაგოგებს გაკვეთილების იმგვარად დაგეგმვასა და ჩატარებაში, რომ საგანმანათლებლო პროცესის ცენტრში იყოს თითოეული მოსწავლე და მიღწეული შედეგი. მთავრი ორიენტირი     გახდეს      მოსწავლეთა    უნარ-ჩვევებისა    და    დამოკიდებულებების   განვითარება  და ცოდნის ხარისხი;
  6. პასუხისმგებელია საგაკვეთილო გეგმების შედგენასა და კათედრებსა და წრეებზე ყოველგვარი დოკუმენტაციის   დამუშავება-წარმოებაზე.
  7. აწარმოებს სასკოლო და კათედრის ჟურნალების მონიტორიგს.

მუხლი 9. პედაგოგიური საბჭო

  1. პედაგოგიური საბჭო არის სკოლის მასწავლებელთა თვითმმართველობის ორგანო, რომელშიც შედის ყველა პედაგოგი და რომელიც იხილავს და ამტკიცებს სასწავლო-სააღმზრდელო საკითხებს;
  2. პედაგოგიურ საბჭოს ხელმძღვანელობს სკოლის დირექტორი, რომელიც ორგანიზებას უწევს და იწვევს საბჭოს სხდომებს, რომელსაც წარმართავს პედ.საბჭოს თავმჯდომარე და ასახავს ოქმის სახით მდივანი.
  3. პედ. საბჭოში ყველა პედაგოგი სარგებლობს თანაბარი ხმის უფლებით.
  4. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი.
  5. გადაწყვეტილება მიიღება ხმების უმრავლესობით, არანაკლებ საერთო ხმების მესამედისა.
  6. პედაგოგიური საბჭოს სხდომები მოიწვევა სასწავლო წლის განმავლობაში 5-6-ჯერმაინც.  პედაგოგიური საბჭოს  რიგგარეშე სხდომა მოიწვევა  დირექტორის  ან  პედაგოგიური  საბჭოს  ინიციატივით;
  7. საბჭოს სხდომის დღის წესრიგი, სხდომაზე დამსწრეთა ვინაობა, კენჭისყრის შედეგები და მიღებული გადაწყვეტილება ფორმდება პედ. საბჭოს სხდომის ოქმით.
  8. პედ. საბჭო ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, დირექტორის მონაწილეობით, ამტკიცებს სასკოლო-სასწავლო გეგმას.
  9. შეიმუშავებს რეკომენდაციებს სკოლის სასწავლო სააღმზრდელო და მეთოდურ საქმიანობასთან დაკავშირებით;
  10. ამტკიცებსმოსწავლეთა ტესტირებისა და გამოცდების დანიშვნისა და ჩატარების წესებს;

11.უფლებამოსილია აირჩიოს სახელმძღვანელოები განათლების სამინისტროს მიერ რეკომენდირებულ სახელმძღვანელოებს შორის კათედრის წევრებთან შეთანხმებით;

  1. განიხილავს სკოლაში წამოჭრილ პრობლემურ საკითხებსა და საჩივრებს

13.შეფასებას აძლევს პედაგოგთა და მოსწავლეთა მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას;

  1. პედ.საბჭოს გადაწყვეტილების შეცვლა ან კორექტირება შეუძლია მხოლოდ მმართველ საბჭოს.

მუხლი 10.სკოლის ფინანსები

  1. სკოლის მიმდინარე ხარჯების დაფინანსება ხორციელდება საქართველოს საპატრიარქოს ბიუჯეტით გათვალისწინებული ნორმებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფოს მიერ ვაუჩერის სახით.
  2. 2. სკოლას უფლება აქვს, მოიზიდოს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა ფინანსური სახსრები, მათ შორის, მიიღოს შემოსავალი ეკონომიკური საქმიანობით, თუ ეს საქმიანობა არ ახდენს მავნე ზეგავლენას მოსწავლეთა ფიზიკურ და ზნეობრივ განვითარებაზე. მიღებული სახსრები, კანონმდებლობის შესაბამისად, ხმარდება მხოლოდ სკოლის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას.
  3. 3. სკოლის ყველა შემოსავალი და ხარჯი აისახება მის ბიუჯეტში, რომელსაც ამტკიცებს სკოლის მმართველი საბჭო.
  4. ბუღალტერი:
  • ფინანსურ დირექტორთან ერთად წლის დასაწყისში სკოლის მოთხოვნებიდან გამომდინარე შეიმუშავებს სკოლის საფინანსო-სამეურნეო პროგრამებს, რომელსაც უთანხმებს პედ.საბჭოსა და მმართველ საბჭოს.
  • ფინანსურ დირექტორთან ერთად უზრუნველყოფს სკოლის ყველა სახის საკუთრების აგრეთვე იჯარით არსებული ქონების ექსპლუატაციისა და შენახვის წესების დაცვას.
  1. ფინანსური დირექტორი თანხებს განკარგავს დამტკიცებული სკოლის ბიუჯეტის მიხედვით.
  2. ფინანსური დირექტორი უფლებამოსილია გადაუდებელი აუცილებლობისას, გადაანაცვლოს ბიუჯეტის ერთი მუხლის სახსრების არაუმეტეს 10%-ისა მეორე მუხლში. ამ ცვლილებამ არ უნდა გამოიწვიოს მასწავლებელთა ხელფასების შემცირება.
  3. სკოლის ექვსი თვისა და წლიურ ბალანსს ამოწმებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი და ასევე საპატრიარქოსთან არსებული საფინანსო ეკონომიკური დეპარტამენტი.

მუხლი 11.   მოსწავლის, მშობლისა და მასწავლებლის

ძირითადი უფლებები და თავისუფლებები

  1. სააღმზრდელო-სასწავლო პროცესში მონაწილეებად ითვლებიან: მოსწავლე, მასწავლებელი, კლასის დამრიგებელი, მშობელი და დირექცია.
  2. სააღმზრდელო-სასწავლო პროცესში მონაწილეთა უფლება-მოვალეობანი რეგულირდება სკოლის წესდებით, სკოლის შინაგანაწესით, შრომითი ხელშეკრულებით და მშობელსა და ადმინისტრაციას შორის დადებული ხელშეკრულებით.
  3. სკოლას უფლება აქვს:
  • სასკოლო დროს ან სკოლის ტერიტორიაზე არადისკრიმინაციულ საფუძველზე შეზღუდოს გარეშე პირთა უფლებები და თავისუფლებები.
  • მოსთხოვოს მასწავლებელს, მოსწავლეს და მშობელს დაიცვან ქრისტიანული კანონები (ჩაცმულობა, წირვა-ლოცვაზე დასწრება და ა.შ)
  1. მოსწავლის, მშობლის და მასწავლებლის უფლებებისა და თავისუფლებების ნებისმიერი შეზღუდვა უნდა იყოს გონივრული, პროპორციული, მინიმალური და განხორციელდეს მხოლოდ დადგენილი წესის საფუძველზე, ეთიკური ნორმების სრული დაცვით.
  2. დაუშვებელია, მოსწავლის აკადემიური შეფასება განპირობებული იყოს მისი დისციპლინით.