შინაგანაწესი

ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა მიტროპოლიტ ნაზარი ლეჟავას სახელობის სამტრედიის მართლმადიდებლური სკოლის  შინაგანაწესი

2021-2022 სასწავლო წელი
შინაგანაწესი 2021-2022-სასწავლო წელი
სამსახურებრივი ინსტრუქციები
სამსახურებრივი-ინსტრუქციები 2021-2022 სასწ. წელი
სკოლის პედსაბჭოს დებულება
სკოლის პედსაბჭოს-დებულება 2021-2022 სასწ. წელი
სკოლის ბიბლიოთეკის დებულება
სკოლის ბიბლიოთეკის დებულება 2021-2022 სასწ. წელი
საქმის წარმოების ერთიანი წესი
 საქმის წარმოების ერთიანი წესები 2021-2022 სასწ. წელი
ხრისხის უზრუნველყოფის სამსახურის დებულება
ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის დებულება  2021-2022სასწავლო წელი
სახელოვნებო სამეცნიერო წრის დებულება
 სახელოვნებო-სამეცნიერო წრის დებულება 2021-2022 სასწ. წელი
დისციპლინური საბჭოს დებულება
დისციპლინური საბჭოს დებულება 2021-2022 სასწ. წელი
მშობელთა კომიტეტის დებულება
მშობელთა კომიტეტის დებულება 2021-2022 სასწ. წელი
                 
ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს

წმიდა მიტროპოლიტ ნაზარი ლეჟავას სახელობის სამტრედიის მართლმადიდებლური სკოლის  შინაგანაწესი

2020-2021 სასწავლო წელი

 2020 2021 სასწ. წლის შინაგანაწესი

ს ა რ ჩ ე ვ ი:

N თავი / მუხლი დასახელება გვერდი
  თავი 1. მართლმადიდებლური სკოლის სტატუსი 4
  თავი 2. სკოლის ხედვა, მისია, მიზანი: 5
  თავი 3.  სკოლის მართვა 7
  მუხლი 1. მმართველი საბჭო 7
  მუხლი 2. ადმინისტრაცია 7
  მუხლი 3. პედაგოგიური საბჭო 8
  თავი 4. თანამდებობრივი უფლება – მოვალეობანი 9
  მუხლი 1. რექტორი 9
  მუხლი 2.  სკოლის პრორექტორი 10
  მუხლი 3. სკოლის დირექტორი 11
  მუხლი 4. ფინანსური დირექტორი 13
  მუხლი 5. დირექტორის მოადგილე სასწავლო-აღმზრდელობით  დარგში 14
  მუხლი 6.   დირექტორის მოადგილე სამეურნეო დარგში 15
  მუხლი 7.  სკოლის ორგანიზატორი 16
  მუხლი 8. ხარისხის მართვის მენეჯერის ფუნქციები 17
  მუხლი 9. პედაგოგიური საბჭო 18
  მუხლი 10. სკოლის ფინანსები ( ბუღალტერი) 19
  მუხლი 11.   მოსწავლის, მშობლისა და მასწავლებლის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები 20
  მუხლი 12. მოსწავლე 21
  მუხლი  12. 1. დისციპლინური დევნა 22
  მუხლი 12.  2. მოსწავლის დისციპლინური გადაცდომა და პასუხისმგებლობის სახეები 23
  მუხლი 12. 3. მოსწავლის მიერ დისციპლინური გადაცდომა და პასუხისმგებლობის სახეები 24
  მუხლი 12. 4. სახდელის დაკისრება ერთზე მეტი გადაცდომის ჩადენის დროს 27
  მუხლი 12. 5 მოსწავლეთა მიმართ დისციპლინური წარმოების წესი 27
  უხლი 13.   მშობელი 30
  მუხლი 14. მასწავლებელი 31
  მუხლი 15. კათედრები 34
  მუხლი 16. კლასის დამრიგებელი 37
  მუხლი 17 ისტ.მენეჯერი 40
  მუხლი 18.  საქმის მწარმოებელი 41
  მუხლი 19.  ბიბლიოთეკარი 42
  მუხლი 20. დამლაგებელი 43
  მუხლი 21. დაცვის სამსახური, დარაჯი. 44
  მუხლი 22. შრომის დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო. უსაფრთხოების ზოგადი წესები 45
  მუხლი 23.  სკოლის მუშაობის რეჟიმი 46
  მუხლი 24. სკოლაში მომუშავე პირთა მიღება-დათხოვნის წესი: 47
  მუხლი 25. სამსახურეობრივ საკითხებზე შესაბამისი დოკუმენტების, თანამშრომელთათვის გაცნობის წესი 50
  მუხლი 26 ხელფასის გაცემის დრო და ადგილი 50
  მუხლი 27 სამსახურში გამოუცხადებლობის შეტყობინების წესი 50
  მუხლი 28. დასვენება, შვებულება, მივლინება. 51
  მუხლი 29. დოკუმენტაციის ნუსხა 52
  მუხლი 30. შრომის შინაგანაწესის დამტკიცების, გაცნობისა და მასში 52
N დანართები დასახელება გვერდი
    ცვლილებების შეტანის წესები შინაგანაწესის შედგენისას გამოყენებულია შემდეგი საკანონმდებლო აქტები: 53
1   პირადი საქმეში საჭირო დოკუმენტების ნუსხა (დანართი 1.) 54
2   კათედრის პორტფოლიოს აუცილებელი დოკუმენტაციის ჩამონათვალი (დანართი 2). 55
3   დამრიგებლის პორტფოლიოს აუცილებელი დოკუმენტაციის ჩამონათვალი (დანართი 3). 56
4   მასწავლებლის პორტფოლიოს აუცილებელი დოკუმენტაციის ჩამონათვალი(დანართი 4). 57

 თავი 1.

 მართლმადიდებლური სკოლის სტატუსი

 წმიდა მიტროპოლიტ ნაზარი ლეჟავას სახელობის სამტრედიის მართლმადიდებლური სკოლა არის საქართველოს მართლმადიდებლური ავტოკეფალური ეკლესიის მიერ დაფუძნებული, არაკომერციული არასამეწარმეო იურიდიული პირი, რომელიც ზოგადი განათლების შესახებ კანონის შესაბამისად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და საქართველოს საპატრიარქოს განათლების ცენტრთან ერთად ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას და უზრუნველყოფს ზოგადი განათლების მიღებას დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურზე ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით.

შინაგანაწესის შემუშავებისას ვეყრდნობით: ბავშვთა უფლებათა დაცვის დეკლარაციას, მოსწავლეთა ქცევის კოდექსს, მასწავლებლის ეთიკის კოდექსს, სკოლის წესდებას, კონსტიტუციას, შრომის კანონთა კოდექსს.

თავი 2.

სკოლის ხედვა, მისია, მიზანი:

წმიდა მიტროპოლიტ ნაზარი ლეჟავას სახელობის სამტრედიის მართლმადიდებლური სკოლის ხედვა:

  • წმიდა მიტროპოლიტ ნაზარი ლეჟავას სახელობის სამტრედიის მართმადიდებლური სკოლა არის ეფექტური, უსაფრთხო, წამახალისებელი, სულიერი გარემო, სადაც მიმდინარეობს უწყვეტი სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი;
  • განათლება არის თანაზიარი პასუხისმგებლობა მოსწავლებს, მათ ოჯახებსა და სასკოლო საზოგადოებას შორის;
  • ყველა მოსწავლეს შეუძლია მიიღოს განათლება და კარგად ისწავლოს. სკოლა ამზადებს მოსწავლეებს იმისათვის, რომ ისინი იყვნენ წარმატებული ადამიანები;
  • სკოლა სწავლა-სწავლების პროცესის ხელშესაწყობად იყენებს უახლეს ტექნოლოგიებს, სწავლების თანამედროვე სტრატეგიებს, მეთოდებსა და რესურსებს;
  • სკოლაში შემუშავებულია ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებისა და ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული შედეგების მისაღწევად მოსწავლეების საჭიროებებზე ორიენტირებული და სკოლის სტატუსიდან გამომდინარე საღვთისმეტყველო სწავლებასა და სულიერ აღზრდასთან თავსებადი სასკოლო-სასწავლო გეგმა, რომელიც უზრუნველყოფს მოსწავლეებისათვის იმ აუცილებელი ცოდნისა და უნარების შეძენას, რომლებიც დაეხმარებათ მათ წარმატებული მონაწილება მიიღონ კულტურის, საზოგადოებრივი, ზნეობრივი ღირებულებებისა და ტექნოლოგიების თვალსაზრისით სწრაფად ცვალებად გლობალურ პროცესებში;

სკოლის მისიაა:   აღზარდოს მართმადიდებლური, დემოკრატიული ღირებულებების მატარებელი მომავალი თაობა, რომელიც არის ზნეობრივი, განათლებული, მიმტევებელი, იცავს ქვეყნის ტრადიციებს, კულტურულ, სულიერ და მატერიალურ ღირებულებებს, რომელიც შეძლებს საზოგადოებაში სწორ ორიენტაციას.

სკოლა ახორციელებს სასწავლო–სააღმზრდელო პროცესის წარმართვას ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, რომლის ცენტრში დგას თითოეული მოსწავლე და ყველაფერი კეთდება მისი ნიჭისა და შესაძლებლობების მაქსიმალური გამოვლენისათვის და განათლების ხარისხის გაუმჯობესებისათვის.

სკოლა მისიის განსახორციელებლად ნერგავს თანამედროვე სასწავლო ტექნოლოგიებს,  აწყობს სასწავლო–სამეცნიერო და შემოქმედებით ღონისძიებებს, დისპუტებს, კონფერენციებს, მოლოცვებს, ლაშქრობებს, საქართველოს ისტორიულ–გეოგრაფიულ მოკვლევებს.

სკოლის მიზანია :

მოზარდის სულიერი, გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევების განვითარება, ზნეობრივი და ეკლესიური ნორმებით ცხოვრება, აუცილებელი ცოდნით უზრუნველყოფა, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, მოსწავლეთა ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება, კულტურულ და მატერიალურ ფასეულობათა პატივისცემა, მოსწავლის მიერ ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოსა და გარემოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში ხელშეწყობა.

შრომის მაღალნაყოფიერების, ინიციატივების, მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარების, დადებითი ფსიქოლოგიური კლიმატისა და კოლექტივის ერთიანობისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა.

პედაგოგთა მუშაობის გაზომვის ობიექტური, სანდო და კოლეგიალური შეფასების მეთოდების დანერგვა.

თავი 3.

სკოლის მართვა

სკოლის მართვას ახორციელებს:

მმართველი საბჭო, რექტორი, პრორექტორი, ადმინისტრაცია,  პედ.საბჭო, ზოგადი განათლების კანონისა და სკოლის მისიის შესაბამისად.

მმართველი საბჭო და სკოლის ადმინისტრაცია ორიენტირებულია სკოლაში სასწავლო-სააღმზრდელო  პროცესის, სასკოლო და კლასგარეშე ღონისძიებების მაღალი ხარისხით ორგანიზებაზე, რისთვისაც:
ა) ხელს უწყობს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობისა და სკოლის შინაგანაწესის დაცვას.

ბ) თანამშრომლობს სკოლის მასწავლებლებთან, მოსწავლეთა მშობლებთან და სკოლაში დასაქმებულ პერსონალთან და აწყობს მათთან ინდივიდუალურ ან ჯგუფურ შეხვედრებს.
გ) უზრუნველყოფს სასკოლო დისციპლინის დაცვას, ისეთი ხერხებით და მეთოდებით, რომელიც არ ეწინააღმდეგება მოსწავლის, მასწავლებლის, მოსწავლის მშობლის და სკოლაში დასაქმებულთა თავისუფლებისა და ღირსების დაცვის პრინციპებს.

დ) ხელს უწყობს სკოლაში უსაფრთხო, ეკოლოგიური, ორგანიზებული და კეთილგანწყობილი სასწავლო სამუშაო გარემოს შექმნას.

ე) განსაზღვრავს სკოლის განვითარების პოლიტიკას და სტრატეგიას.

ვ) ხელს უწყობს ინკლუზიური განათლების დანერგვას.

ზ) ზრუნავს სასკოლო საზოგადოებასთან ჰარმონიული, უკონფლიქტო გარემოს ფორმირებაზე.

თ) უფლებამოსილია ჩაატაროს გამოკითხვები (მოსწავლეთა, მასწავლებელთა, მშობლეთა), რომლის შედეგები გათვალისწინებული იქნება სკოლის მუშაობის დაგეგმვაში.

  მუხლი 1. მმართველი საბჭო

სკოლას აქვს ნათლად ჩამოყალიბებული მართვის სტრუქტურა. სკოლის მართვას ახორციელებს სკოლის მმართველი საბჭო და ადმინისტრაცია.

მმართველ საბჭოში  შედიან:

  • რექტორი,
  • პრორექტორი
  • დირექტორი,
  • ფინანსური დირექტორი,
  • დირექტორის მოადგილე სასწავლო-აღმზრდელობით დარგი;
  • კოორდინატორი;
  • 5 პედაგოგი;

 მუხლი 2. ადმინისტრაცია

სკოლის მინსტცი წევრები არიან:

  • დირექტორი;
  • ფინანსური დირექტორი;
  • დირექტორის მოადგილე სასწავლო-აღმზრდელობით დარგში;
  • დირექტორის მოადგილე სამეურნეო დარგში;
  • კოორდინატორი;
  • ხარისხის მართვის მენეჯერი;
  • ბუღალტერი;
  • საინფორმაციო მენეჯერი
  • ტექნიკური მენეჯერი
  • ბიბლიოთეკარი
  • საქმისმწარმოებელი

მუხლი 3. პედაგოგიური საბჭო

პედაგოგიურ საბჭოს წევრები არიან:

  • დირექტორი;
  • დირექტორის მოადგილე სასწავლო-აღმზრდელობით დარგში;
  • კოორდინატორი;
  • ხარისხის მართვის მენეჯერი;
  • საინფორმაციო მენეჯერი;
  • ბიბლიოთეკარი;
  • მასწავლებლები;
  • კლასის დამრიგებლებლები;
  • წრის ხელმძღვანელები.

თავი 4.

 თანამდებობრივი უფლება – მოვალეობანი

 მუხლი 1. რექტორი

 სკოლის რექტორი არის საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი.

  1. სკოლის რექტორს ნიშნავს სკოლის დამფუძნებელი, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის საჭეთმპყრობელი – სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია II.
  2. სკოლის რექტორი მმართველ საბჭოსთან ერთად ხელმძღვანელობს სკოლაში ზნეობრივად, ინტელექტუალურად და ფიზიკურად განვითარებული მომავალი თაობის აღზრდას ქრისტიანული ღირებულებების შესაბამისად.
  3. რექტორი კურირებს სკოლის ბიუჯეტს და საკადრო ცვლილებებს.
  4. სკოლის რექტორი უზრუნველყოფს სკოლის, სასწავლო – აღმზრდელობითი პროცესის შესაბამისობას ქრისტიანული პედაგოგიკის საფუძვლებთან, მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებასთან და ამ მიზნით ზედამხედველობს სკოლის მმართველი ორგანოების საქმიანობას.
  5. სკოლის რექტორს უფლება აქვს სკოლის მმართველი ორგანოებისაგან გამოითხოვოს ნებისმიერი დოკუმენტაცია, შეაჩეროს სკოლის მმართველი ორგანოების გადაწყვეტილებები და მოითხოვოს ამ გადაწყვეტილებების გადასინჯვა.

 მუხლი 2.  სკოლის პრორექტორი

 სკოლის პრორექტორი შეიძლება  იყოს  საქართველოს  სამოციქულო  მართლმადიდებელი ეკლესიის წევრი,  სასულიერო  პირი, რომელსაც  ნიშნავს სკოლის რექტორი.

  1. სკოლის პრორექტორი  პასუხისმგებელია  სკოლის  მასწავლებელთა,   მოსწავლეთა და მათი მშობლების სულიერ  მდგომარეობაზე და ვალდებულია ხელი შეუწყოს მშვიდი, სულიერი სასწავლო–სააღმზრდელო გარემოს შექმნას სკოლაში.  ის ხელმძღვანელობს  საღვთისმეტყველო სწავლებას, საქართველოს საპატრიარქოს განათლების ცენტრის მიერ მოწოდებული რეკომენდაციების და მოთხოვნების შესაბამისად ხელმძღვანელობს სჯულის პედაგოგებთან ერთად  სასწავლო პროგრამების შედგენას  საღვთისმეტყველო საგნებში.
  2. მუშაობს სკოლის რეჟიმს ძნელად შემგუებელ მოსწავლეებთან ინდივიდუალურად.
  3. თავისი ფუნქციების  განსახორციელებლად   სკოლის  პრორექტორს  უფლება  აქვს  ადმინისტრაციისაგან  გამოითხოვოს  ნებისმიერი ინფორმაცია  საჭიროებისამებრ.
  4. სკოლის პრორექტორიაბარებს  ანგარიშს  სკოლის  რექტორს  სკოლის შემადგენლობის  სულიერი  მდგომარეობის  შესახებ.

   მუხლი 3. სკოლის დირექტორი

  1. სკოლის დირექტორს ნიშნავს რექტორი და რექტორთან შეთანხმებით ახორციელებს სკოლის მართვას. იგი მუშაობას წარმართავს ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონით, სკოლის წესდებით, შინაგანაწესით და საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში;
  2. წარმოადგენს სკოლას მესამე პირთან ურთიერთობებში;
  3. რექტორთან შეთანხმების შემდეგ პედ.საბჭოს განსახილველად წარუდგენს და ამტკიცებს სკოლის შინაგანაწესს;
  4. შეიმუშავებს საშტატო განრიგს ფინანსურ დირექტორთან ერთად;
  5. შეიმუშავებს დირექტორის მოადგილესთან ერთად სასწავლო სააღმზრდელო დარგში სასკოლო-სასწავლო გეგმას და დასამტკიცებლად წარუდგენს პედაგოგიური საბჭოს;
  6. უზრუნველყოფს პედაგოგებთან ხელშეკრულებების დადებასა და შესრულებას, დებს ხელშეკრულებებს სკოლის ტექნიკურ თანამშრომლებთან;
  7. სკოლის რექტორთან შეთანხმებით უფლებამოსილია, ვადამდე შეწყვიტოს ხელშეკრულება მასწავლებელთან და სხვა დასაქმებულ პირთან ხელშეკრულების პირობების დარღვევის, სააღმზრდელო საქმიანობისათვის შეუფერებელი ქმედების ჩადენის ან კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით არაკვალიფიციურობის დადასტურებისას;
  8. უფლებამოსილია დადოს გარიგებები;
  9. განიხილავს საჩივრებს და იღებს შესაბამის ზომებს;
  10. ზედამხედველობს დაწესებულების სასწავლო-სააღმზრდელო პროცესს;
  11. სასკოლო საზოგადოებასთან ერთად განსაზღვრავს სკოლის განვითარების სტრატეგიებს (სკოლის ერთწლიანი და ექვსწლიანი სტრატეგიული გეგმა), რომლის დამტკიცება ხდება მმართველ საბჭოზე.
  12. გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს (ბრძანებებს);
  13. ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით, ასევე საქართველოს განათლების ცენტრის მოთხოვნების შესაბამისად გათვალისწინებულ სხვა საქმიანობას;
  14. უზრუნველყოფს მშობლებთან მუშაობის კოორდინაციას.
  15. ხელმძღვანელობს აღმზრდელობით პროცესს, კოორდინაციას უწევს განათლების სხვა დაწესებულებებთან საქმიან ურთიერთობას.
  16. ქმნის პირობებს მასობრივი აღმზრდელობითი შინაარსის ღონისძიებების მაღალ დონეზე ჩატარებისათვის, ხელს უწყობს მოსწავლეთა საქმიანობის მოტივაციას.
  17. სკოლის დირექტორი პერსონალურად აგებს პასუხს:
  • ეროვნული სასწავლო გეგმების, განათლების სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტების შესრულებასა და სააღმზრდელო პროცესზე;
  • სკოლაში მასწავლებლებისა და მოსწავლეებისათვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნაზე;
  1. ხელს უწყობს:
  • აღმზრდელობით მუშაობაში სასულიერო პირთა ჩართვასა და მათი რეკომენდაციების გათვალისწინებას.
  • მოსწავლეთა შემეცნებით აქტივობის, მაღალი ზნეობის, მოქალაქეობრივი სულისკვეთებით აღზრდას;
  • სასკოლო და სკოლისგარეშე საქმიანობაში მშობელთა და საზოგადოების ჩაბმას, მათი აღმზრდელობითი პოტენციალის ამაღლებას;
  1. დირექტორის არყოფნის, მის მიერ თავისი მოვალეობათა შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში დირექტორის მოვალეობებს მისი მითითებით ან მითითების გარეშე ასრულებს დირექტორის მოადგილე სასწავლო-სააღმზრდელო დარგში.

  მუხლი 4. ფინანსური დირექტორი

  1. სკოლის ფინანსურ დირექტორს ნიშნავს სკოლის რექტორი.
  2. სკოლის ფინანსური დირექტორი მუშაობას წარმართავს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით, სკოლის წესდებით, შინაგანაწესით და საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში.
  3. სკოლის ფინანსური დირექტორი წარმოადგენს სკოლას საფინანსო-საბანკო და შემოსავლების სამსახურის ორგანოებთან ურთიერთობის განხორციელების პროცესში.
  4. სკოლის ფინანსური დირექტორი ვალდებულია:
  • ითანამშრომლოს ადმინისტრაციასთან, მასწავლებლებთან, მშობლებთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირებთან და გაითვალისწინოს მათი წინადადებები სკოლის განვითარებისათვის განსახორციელებელი ღონისძიებების დაგეგმვაში.
  1. სკოლის რექტორთან ერთად სკოლის საჭიროებებიდან გამომდინარე, შეიმუშაოს სკოლის ბიუჯეტის პროექტი და შესყიდვების გეგმა. განსახილველად წარუდგინოს პედ.საბჭოს და წარუდგინოს მმართველ საბჭოს დასამტკიცებლად.
  2. განახორციელოს მიმდინარე ფინანსური საქმიანობა, აწარმოოს სკოლის საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგება და შეადგინოს ბალანსი სკოლის ბუღალტერთან ერთად.
  3. სკოლის დირექტორთან ერთად დაადგინოს თანამშრომელთა ხელფასები და უზრუნველყოს მათთან უნაღდო ანგარიშსწორება.

მუხლი 5. დირექტორის მოადგილე სასწავლო-აღმზრდელობით  დარგში

  1. დირექტორის მოადგილე სასწავლო-აღმზრდელობით დარგში პასუხისმგებელია სასწავლო–აღმზრდელობით დარგში საქართველოს განათლების კანონის გატარებაზე.
  2. სკოლის დირექტორთან ერთად ახორციელებს სკოლის პედაგოგთა საქმიანობის მართვას. ხელს უწყობს მასწავლებელებს ეროვნული და სასკოლო სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სასწავლო მიზნებისა და ამოცანების მიღწევაში.
  3. სკოლის დირექტორთან ერთად შეიმუშავებს სასკოლო სასწავლო გეგმას ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად.
  4. ამზადებს დირექტორის გადაწყვეტილებათა პროექტებს სასწავლო საქმიანობასთან დაკავშირებით, ზედამხედველობს სკოლის წესდების, შინაგანაწესის და დირექტორის გადაწყვეტილებების შესრულებას. დირექტორის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს მის მოვალეობას.
  5. ახორციელებს სკოლის შინაგანაწესის, მოსწავლისა და მასწავლებლის ქცევის კოდექსის შესრულების მონიტორინგს.
  6. ახორციელებს სასკოლო სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნების, საგნობრივი ჯგუფების, კათედრების, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული და გაუთვალისწინებელი საგანმანათლებლო მომსახურების მონიტორინგს.
  7. ახორციელებს სასკოლო, კათედრის, წრის და სადამრიგებლო ჟურნალების მონიტორინგს.
  8. ადგენს საგაკვეთილო ცხრილს, ბადე ცხრილს.
  9. ადგენს მასწავლებელთა მორიგეობის ცხრილს.
  10. ადგენს ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას სსსმ მოსწავლეთათვის და კურირებს მის მუშაობას.
  11. დირექტორთან შეთანხმებით ადგენს მასწავლებელთა კვირეულ საათობრივ დატვირთვას.
  12. უზრუნველყოფს საგაკვეთილო პროცესის დაუბრკოლებლად წარმართვას, საჭიროების შემთხვევაში ახდენს მასწავლებლის შეცვლას, აკონტროლებს გაკვეთილის დროულად დაწყება-დამთავრებას.
  13. მეთვალყურეობს სწავლისა და სწავლების ხარისხის ამაღლებასა და ახორციელებს მათ კონტროლს.
  14. კურირებს კათედრების მუშაობას.
  15. ატარებს სასწავლო პროცესის მონიტორინგს და შედეგების ანალიზს წარუდგენს პედ.საბჭოს
  16. . აჯამებს სემესტრულ და წლიურ სტატისტიკურ შედეგებს და დასამტკიცებლად წარუდგენს პედაგოგიურ საბჭოს.
  17. უზრუნველყოფს საგნობრივი ოლიმპიადების, კონფერენციების და სასწავლო შემოქმედებითი ღონისძიებების ორგანიზებას.
  18. სკოლის კოორდინატორთან ერთად ხელმძღვანელობას უწევს კლასგარეშე წრეების, ჯგუფების და ა.შ. მუშაობას.
  19. დირექტორთან ერთად უზრუნველყოფს მასწავლებელთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად ღონისძიებების გატარებას.
  20. გეგმავს და წარმართავს მოსწავლეთა აღზრდის ღონისძიებებს, ეხმარება კლასის, წრის ხელმძღვანელებს აღმზრდელობითი მუშაობის სწორად დაგეგმვასა და განხორციელებაში, ქმნის აღმზრდელობითი მუშაობის მთლიან სისტემას.
  21. ხელს უწყობს ინტერესთა მიხედვით მოსწავლეთა სხვადასხვა ჯგუფებში გაერთიანებას და მათი მუშაობის წარმართვას.

მუხლი 6.   დირექტორის მოადგილე სამეურნეო დარგში

  1. დირექტორის მოადგილე სამეურნეო დარგში მუშაობას წარმართავს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით, სკოლის შინაგანაწესითა და წესდებით და საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში.
  2. ატარებს სკოლაში შექმნილ კომისიასთან ერთად სკოლის ქონების ინვენტარიზაციას წელიწადში ერთხელ.
  3. ხელმძღვანელობს და კონტროლს უწევს სკოლის ტექნიკური პერსონალის მუშაობას.
  4. პასუხისმგებელია სკოლის შენობისა და კუთვნილი ტერიტორიის მოვლა-პატრონობაზე.
  5. პასუხისმგებელია სკოლის მატერიალური ფასეულობების მოვლა-პატრონობაზე.
  6. ვალდებულია უზრუნველყოს სკოლა სასწავლო პროცესის განმავლობაში არსებული მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით.
  7. უზრუნველყოფს და კონტროლს უწევს სკოლის შენობაში, ეზოსა და მიმდებარე ტერიტორიებზე სანიტარული ნორმების დაცვას.
  8. პასუხისმგებელია სკოლაში ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების დაცვაზე.
  9. პასუხისმგებელია წყლის და ელექტროენერგიის შეუფერხებელ მიწოდებაზე
  10. კონტროლს უწევს დარაჯებისა და დამლაგებლების მუშაობას.

მუხლი 7.  სკოლის კოორდინატორი

სკოლის კოორდინატორს ევალება:

  1. მასწავლებელთა და მოსწავლეთა მორიგეობის ორგანიზება და კონტროლი.
  2. სასკოლო და კლასგარეშე მუშაობის ორგანიზაცია.
  3. კულტურულ-მასობრივი და სპორტულ-ტურისტული ღონისძიებების ორგანიზება.
  4. მოსწავლეთა ორგანიზება სკოლის სასწავლო-შემოქმედებით წრეებში აქტიური მონაწილებისათვის.
  5. საქველმოქმედო აქციებსა და შემოქმედებით ღონისძიებებში მონაწილეობის ორგანიზაცია.
  6. მოსწავლეთა შემოქმედებითი გაერთიანებების ფორმირებისათვის ხელშეწყობა.
  7. პედაგოგთათვის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენის მოწყობაში ხელშეწყობა.
  8. წიგნის, თეატრის, კინოს კვირეულების გამართვა და საინტერესო შეხვედრების მოწყობა ხელოვნების, ლიტერატურის, სპორტის წარმომადგენლებთან.
  9. სკოლაში არსებული წრეების, კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა.
  10. სკოლის სოციალურ ქცელში სიახლეების (საინფორმაციო, ფოტო და ვიდეო მასალა) განთავსების ორგანიზება და მისი კონტროლი.
  11. სკოლის რადიოფიცირების აპარატის გამოყენება საჭიროებისამებრ.

   მუხლი 8. ხარისხის მართვის მენეჯერის ფუნქციები

  1. ხელმძღვანელობს კათედრების მუშაობას სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლებისა და   სასწავლო-საგაკვეთილო  პროცესის მაღალორგანიზებულად  წარმართვის საქმეში;
  2. 2. უზრუნველყოფს ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მაქსიმალურად გამოყენებას სასწავლო პროცესში;
  3. დახმარებას უწევს თანამედროვე მეთოდების გამოყენებით გაკვეთილების ჩატარებას პედაგოგთათვის გაკვეთილების ხარისხის, შეფასებისა და თვითშეფასების საკითხებზე;
  4. პასუხისმგებელია შეფასების სისტემის შემუშავებაზე და მის დანერგვაზე სასწავლო პროცესში;
  5. ეხმარება პედაგოგებს გაკვეთილების იმგვარად დაგეგმვასა და ჩატარებაში, რომ საგანმანათლებლო პროცესის ცენტრში იყოს თითოეული მოსწავლე და მიღწეული შედეგი. მთავრი ორიენტირი     გახდეს      მოსწავლეთა    უნარ-ჩვევებისა    და    დამოკიდებულებების   განვითარება  და ცოდნის ხარისხი;
  6. პასუხისმგებელია საგაკვეთილო გეგმების შედგენასა და კათედრებსა და წრეებზე ყოველგვარი დოკუმენტაციის   დამუშავება-წარმოებაზე.
  7. აწარმოებს სასკოლო და კათედრის ჟურნალების მონიტორიგს.

 მუხლი 9. პედაგოგიური საბჭო

  1. პედაგოგიური საბჭო არის სკოლის მასწავლებელთა თვითმმართველობის ორგანო, რომელშიც შედის ყველა პედაგოგი და რომელიც იხილავს და ამტკიცებს სასწავლო-სააღმზრდელო საკითხებს;
  2. პედაგოგიურ საბჭოს ხელმძღვანელობს სკოლის დირექტორი, რომელიც ორგანიზებას უწევს და იწვევს საბჭოს სხდომებს, რომელსაც წარმართავს პედ.საბჭოს თავმჯდომარე და ასახავს ოქმის სახით მდივანი.
  3. პედ. საბჭოში ყველა წევრი სარგებლობს თანაბარი ხმის უფლებით.
  4. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ორი მესამედი.
  5. გადაწყვეტილება მიიღება ხმების უმრავლესობით, არანაკლებ საერთო ხმების ნახევარზე მეტისა.
  6. პედაგოგიური საბჭოს სხდომები მოიწვევა სასწავლო წლის განმავლობაში 5-6-ჯერმაინც.  პედაგოგიური საბჭოს  რიგგარეშე სხდომა მოიწვევა  დირექტორის  ან  პედაგოგიური  საბჭოს  ინიციატივით;
  7. საბჭოს სხდომის დღის წესრიგი, სხდომაზე დამსწრეთა ვინაობა, კენჭისყრის შედეგები და მიღებული გადაწყვეტილება ფორმდება პედ. საბჭოს სხდომის ოქმით.
  8. პედ. საბჭო ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, დირექტორის მონაწილეობით, ამტკიცებს სასკოლო-სასწავლო გეგმას.
  9. შეიმუშავებს რეკომენდაციებს სკოლის სასწავლო სააღმზრდელო და მეთოდურ საქმიანობასთან დაკავშირებით;
  10. ამტკიცებსმოსწავლეთა ტესტირებისა და გამოცდების დანიშვნისა და ჩატარების წესებს;

11.უფლებამოსილია აირჩიოს სახელმძღვანელოები განათლების სამინისტროს მიერ რეკომენდირებულ სახელმძღვანელოებს შორის კათედრის წევრებთან შეთანხმებით;

  1. განიხილავს სკოლაში წამოჭრილ პრობლემურ საკითხებსა და საჩივრებს

13.შეფასებას აძლევს პედაგოგთა და მოსწავლეთა მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას;

  1. პედ.საბჭოს გადაწყვეტილების შეცვლა ან კორექტირება შეუძლია მხოლოდ მმართველ საბჭოს.

მუხლი 10.სკოლის ფინანსები

  1. სკოლის მიმდინარე ხარჯების დაფინანსება ხორციელდება საქართველოს საპატრიარქოს ბიუჯეტით გათვალისწინებული ნორმებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფოს მიერ ვაუჩერის სახით.
  2. 2. სკოლას უფლება აქვს, მოიზიდოს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა ფინანსური სახსრები, მათ შორის, მიიღოს შემოსავალი ეკონომიკური საქმიანობით, თუ ეს საქმიანობა არ ახდენს მავნე ზეგავლენას მოსწავლეთა ფიზიკურ და ზნეობრივ განვითარებაზე. მიღებული სახსრები, კანონმდებლობის შესაბამისად, ხმარდება მხოლოდ სკოლის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას.
  3. 3. სკოლის ყველა შემოსავალი და ხარჯი აისახება მის ბიუჯეტში, რომელსაც ამტკიცებს სკოლის მმართველი საბჭო.
  4. ბუღალტერი:
  • ფინანსურ დირექტორთან ერთად წლის დასაწყისში სკოლის მოთხოვნებიდან გამომდინარე შეიმუშავებს სკოლის საფინანსო-სამეურნეო პროგრამებს, რომელსაც უთანხმებს პედ.საბჭოსა და მმართველ საბჭოს.
  • ფინანსურ დირექტორთან ერთად უზრუნველყოფს სკოლის ყველა სახის საკუთრების აგრეთვე იჯარით არსებული ქონების ექსპლუატაციისა და შენახვის წესების დაცვას.
  1. ფინანსური დირექტორი თანხებს განკარგავს დამტკიცებული სკოლის ბიუჯეტის მიხედვით.
  2. ფინანსური დირექტორი უფლებამოსილია გადაუდებელი აუცილებლობისას, გადაანაცვლოს ბიუჯეტის ერთი მუხლის სახსრების არაუმეტეს 10%-ისა მეორე მუხლში. ამ ცვლილებამ არ უნდა გამოიწვიოს მასწავლებელთა ხელფასების შემცირება.
  3. სკოლის ექვსი თვისა და წლიურ ბალანსს ამოწმებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი და ასევე საპატრიარქოსთან არსებული საფინანსო ეკონომიკური დეპარტამენტი.

  1. სკოლის ბუღალტერს ევალება:
  • საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო ეკონომიური საქმიანობა.
  • შეადგინოს სახელფასო ფონდი და ხარჯთაღრიცხვა, ასევე ბალანსი, რომელსაც ფინანსურ დირექტორთან ერთად წარუდგინოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამონისტროს შესაბამის ტერიტორიული ორგანოს და საპატრიარქოს საფინანსო ეკონომიკურ დეპარტამენტს.
  • აწარმოოს ანგარიშსწორება ბანკთან, დროულად უზრუნველყოს ხელფასების გამოწერა და საგადასახადო ორგანოებში დროული ანგარიშსწორება. სკოლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოვლა-პატრონობაზე ზედამხედველობა და შემოწირული თანხების მიზნობრივი ხარჯვა.
  • ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯების დროული ათვისება.
  • მატერიალურ პასუხისმგებელ პირთან ერთად სკოლის მომარაგება საჭირო დგამ-ავეჯით და ინვენტარ-მოწყობილობით.
  • ინვენტარიზაციის დროულად ჩატარება და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება.
  • კლასის ხელმძღვანელებსა და კაბინეტის გამგეებზე სკოლის ინვენტარის მიღება-ჩაბარების დალუქული წიგნის წარმოება.

მუხლი 11.   მოსწავლის, მშობლისა და მასწავლებლის

ძირითადი უფლებები და თავისუფლებები

  1. სააღმზრდელო-სასწავლო პროცესში მონაწილეებად ითვლებიან: მოსწავლე, მასწავლებელი, კლასის დამრიგებელი, მშობელი და დირექცია.
  2. სააღმზრდელო-სასწავლო პროცესში მონაწილეთა უფლება-მოვალეობანი რეგულირდება სკოლის წესდებით, სკოლის შინაგანაწესით, შრომითი ხელშეკრულებით და მშობელსა და ადმინისტრაციას შორის დადებული ხელშეკრულებით.
  3. სკოლას უფლება აქვს:
  • სასკოლო დროს ან სკოლის ტერიტორიაზე არადისკრიმინაციულ საფუძველზე შეზღუდოს გარეშე პირთა უფლებები და თავისუფლებები.
  • მოსთხოვოს მასწავლებელს, მოსწავლეს და მშობელს დაიცვან ქრისტიანული კანონები (ჩაცმულობა, წირვა-ლოცვაზე დასწრება და ა.შ)
  1. მოსწავლის, მშობლის და მასწავლებლის უფლებებისა და თავისუფლებების ნებისმიერი შეზღუდვა უნდა იყოს გონივრული, პროპორციული, მინიმალური და განხორციელდეს მხოლოდ დადგენილი წესის საფუძველზე, ეთიკური ნორმების სრული დაცვით.
  2. დაუშვებელია, მოსწავლის აკადემიური შეფასება განპირობებული იყოს მისი დისციპლინით.

მუხლი 12. მოსწავლე

  1. მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლე უნდა იყოს სამოციქულო ეკლესიის წევრი, ჰყავდეს მოძღვარი, იყოს აღმსარებელ-მაზიარებელი.
  2. მოსწავლე ვალდებულია:

ა)   დაემორჩილოს სკოლის შინაგანაწესს.

ბ)   დაიცვას სკოლის რეჟიმი (არ დაიგვიანოს გაკვეთილზე, უმიზეზოდ არ გააცდინოს, არ გაიპაროს სკოლიდან. გაკვეთილის გაცდენის შემთხვევაში წარმოადგინოს სა-თანადო საბუთი).

გ)   გაუფრთხილდეს საკუთარ და სასკოლო ინვენტარს. სასკოლო ინვენტარის დაზიანების შემთხვევაში აანაზღაუროს (ნატურით ან მისი ღირებულების ოდენობით)

დ) არ გამოიყენოს სხვის მიმართ სიტყვიერი, ფიზიკური ან რაიმე სახის ძალადობა, იყოს გულისხმიერი და ყურადღებიანი თავისზე სუსტის მიმართ.

ე)   აამოქმედოს მთელი თავისი გონებრივი შესაძლებლობები ცოდნის დასაუფლებ-ლად, სისტემატურად ზრუნავდეს საკუთარი ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობების განსავითარებლად.

ვ)   იზრუნოს მეგობრებთან და მასწავლებლებთან ერთად შექმნას მეცნიერებათა სა-ფუძვლების დასაუფლებლად სასურველი და შესაფერისი გარემო.

ზ)  იყოს პატივისმცემელი და შემწყნარებელი ყველას მიმართ.

თ)  არ შელახოს სკოლის ავტორიტეტი და იზრუნოს მისი ამაღლებისათვის.

ი) გამოცხადდეს სკოლაში უნიფორმით.

  1. მოსწავლეს უფლება აქვს:

ა)   მონაწილეობა მიიღოს შემოქმედებით კონფერენციებსა, ოლიმპიადებსა და წრეობრივ მუშაობაში, სკოლის მოსწავლეთა მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში.

ბ)   ისარგებლოს სკოლის საკლასო ოთახებითა და კაბინეტებით – ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდით და სხვა სასწავლო ბაზებით.

გ)   სემესტრული შეფასებით უკმაყოფილების შემთხვევაში შესაბამის საგანში სპეცი-ალურ კომისიას ჩააბაროს გამოცდა.

დ)             წლის განმავლობაში მოსწავლეს შეუძლია გადასვლა სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში დადგენილი წესით.

  1. სკოლაში ჩაირიცხებიან ბავშვები გასაუბრების საფუძველზე. სკოლაში ჩარიცხვის საწყისი ასაკი შეესაბამება განათლების სამინისტროს მიერ დადგენილ მოთხოვნებს.
  2. დაწყებითი სკოლის პირველ კლასში ჩარიცხვისას იხსნება მოსწავლეთა პირადი საქმე. პირველ კლასში შემსვლელმა მოსწავლემ უნდა წარმოადგინოს:

ა)   მშობლის განცხადება;

ბ)   2 ფოტოსურათი;

გ)   დაბადების მოწმობის დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი;

დ) ცნობა ჯანმრთელობის შესახებ (ფორმა 26);

ე) მშობლების პირადობის მოწმობების ასლები.

  1. დასაშვებია მოსწავლის მიღება სხვა სკოლიდან. მობილობა ხდება მშობლის განცხადების საფუძველზე. მოსწავლე ვალდებულია, წარმოადგინოს აკადემიური მოსწრების დამადასტურებელი დოკუმენტი და პირადი საქმე. მოსწავლეს შეიძლება უარი ეთქვას ჩარიცხვაზე, თუ სკოლას მეტი მოსწავლის მიღება არ შეუძლია, ან მასთან გასაუბრების შემდეგ გაირკვა, რომ იგი არ შეესაბამება სკოლის მოთხოვნებს.
  2. სკოლის მოსწავლეთა შეფასება ხდება ათბალიანი სისტემით:

ა)   დაწყებით საფეხურზე I-IV კლ. ასევე V და VI კლასებში საშინაო დავალების კომპონენტში შეფასება განმავითარებელია. სადაც თითოეულ მოსწავლეზე კლასის დამრიგებელი წერს შემაჯამებელ კომენტარს გარკვეული ფორმის სახით, სადაც დაახასიათებს მოსწავლის წარმატებებსა და მისცემს რჩევებს საკუთარი შესაძლებლობების უკეთ გამოჩენისათვის.

ბ)   VI-XII კლასებში მოქმედებს ნიშნის დაწერის 10 ქულიანი სისტემა 5 დონის მიხედვით:  9,10 – მაღალი; 7,8 – საშუალოზე მაღალი; 5,6 – საშუალო;  3,4 – საშუალოზე დაბალი; 1,2 – დაბალი;

გ)   V კლასის პირველ სემესტრში, V და VI კლასის „საშინაო“კომპონენტში მოსწავლე ფასდება მხოლოდ განმავითარებელი შეფასებით.

დ) Vკლასის მე-2 სემესტრში, VI კლასში, VII – XII კლასებში, მოსწავლე ფასდება სისტემით: ჩაეთვალა / არ ჩაეთვალა, საგნებში: საგზაო ნიშნები და მოძრაობის უსაფრთხოება,  სპორტში და არჩევით საგნებში.

  1. მოსწავლე წლის განმავლობაში ფასდება შემდეგი ნიშნებით:

ა) საგნის მიმდინარე და შემაჯამებელი ნიშნები – საშინაო, საკლასო და შემაჯამებელი კომპონენტის  ნიშნები, რომლებსაც მოსწავლე იღებს სემესტრის განმავლობაში;

ბ) საგნის სემესტრული ნიშანი – საგანში მიღებული შეფასება თითოეულ სემესტრში (სემესტრული გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში გამოითვლება მისი გათვალისწინებით ;

გ) საგნის წლიური ნიშანი – სემესტრული ნიშნებიდან გამომდინარე შეფასება საგანში.

დ) საერთო წლიური ნიშანი – საგნების წლიური ნიშნებიდან გამომდინარე შეფასება;

 ე) საფეხურის საერთო ნიშანი – ზოგადი განათლების რომელიმე საფეხურის (დაწყებითი, საბაზო, საშუალო) საერთო შეფასება.

  1. 10. კლასიდან კლასში და საფეხურიდან საფეხურზე გადასვლის უფლება ექნება იმ მოსწავლეს, რომელიც წარმატებით დაამთავრებს კლასს ან საფეხურს, რომელსაც კლასის დამთავრების ან საფეხურის საბოლოო ქულა ექნება დამრგვალებული 5,0 და 5,0 -ზე მეტი.
  2. 11. მოსწავლის კლასიდან კლასში გადაყვანა მოხდება დადებითი წლიური ქულების საფუძველზე.

ა) მოსწავლე, რომელსაც სამ საგანში წლიური ნიშანი ექნება 5,0 ქულაზე ნაკლები, რჩება იმავე კლასში.

ბ)  მოსწავლე, რომელსაც ერთ ან ორ საგანში ექნება უარყოფითი შეფასება (5 ქულაზე ნაკლები) აბარებს საშემოდგომო გამოცდას.

გ) მოსწავლე, რომელიც თუნდაც ერთ საგანში ვერ ჩააბარებს საშემოდგომო გამოცდას, რჩება იმავე კლასში.

მუხლი  12. 1.  დისციპლინური დევნა

  1. დისციპლინური დევნა არის სკოლის მიერ ჩატარებულ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელთა მიზანია ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის გამოვლენა.
  2. სასკოლო დისციპლინა დაცული უნდა იქნეს იმ მეთოდების მეშვეობით, რომლებიც ეფუძნება თავისუფლებისა და ღირსების პატივისცემას.
  3. დისციპლინური დევნა და სახდელი უნდა იყოს გონივრული, დასაბუთებული და პროპორციული. დისციპლინური სახდელის დაკისრებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის შინაარსი, სიმძიმის ხარისხი და შედეგი, რაც პირდაპირ მიზეზობრივ კავშირშია ჩადენილ დისციპლინურ გადაცდომასთან.
  4. დისციპლინური დევნა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ შინაგანაწესით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, ჯეროვანი და სამართლიანი პროცედურით. დაუშვებელია ისეთი დისციპლინური სახდელის გამოყენება, რომელიც ლახავს პირის პატივსა და ღირსებას.
  5. დისციპლინური დევნისას სკოლა ვალდებულია განუმარტოს პირს მის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის არსი.
  6. ერთი დისციპლინური გადაცდომისათვის შეიძლება დაკისრებულ იქნეს დისციპლინური სახდელის მხოლოდ ერთი სახე.
  7. 7. დაუშვებელია სკოლის მიერ დისციპლინური სახდელის დაკისრება იმ ქმედებისთვის, რომელიც პირმა ჩაიდინა სასკოლო დროისგან თავისუფალ დროს ან სკოლის ტერიტორიის გარეთ, გარდა იმ ქმედებისა, რომელიც პირდაპირ ან ირიბად ზიანს აყენებს სკოლის ან/და მოსწავლის ინტერესებს.

მუხლი 12. 2. მოსწავლის დისციპლინური გადაცდომა და პასუხისმგებლობის სახეები

  1. მოსწავლის დისციპლინურ გადაცდომად ითვლება:

ა) გაკვეთილზე არაერთგზის დაგვიანება;

ბ) გაკვეთილის ჩაშლა ან ჩაშლის მცდელობა;

გ) გაკვეთილის თვითნებურად მიტოვება;

დ) სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონით ან/და ნებისმიერი სხვა სახის ტექნიკური საშუალებით არასასწავლო მიზნით სარგებლობა;

ე) სკოლისათვის მატერიალური/ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების შექმნა;

ვ) მოსწავლის მიერ შინაგანაწესით დადგენილი ჩაცმულობის წესის დაუცველად სკოლის ტერიტორიაზე გამოცხადება, გარდა სკოლის მიერ წინასწარ განსაზღვრულ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღების მიზნით გამოცხადებისა;

ზ) მოსწავლის/სკოლაში დასაქმებულის/მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის/სკოლის ტერიტორიაზე შემოსული გარეშე პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა;

თ) მოსწავლის/სკოლაში დასაქმებულის/მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის/სკოლის ტერიტორიაზე შემოსული გარეშე პირის ფიზიკური შეურაცხყოფა;

ი) სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლის გამოცხადება შემდეგი ნივთებით:

ი.ა) თამბაქოს ნაწარმი/ელექტრონული სიგარეტი;

ი.ბ) ალკოჰოლური საშუალებები;

ი.გ) ნარკოტიკული საშუალებები და ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისათვის საჭირო ნივთები;

ი.დ) ფსიქოტროპული საშუალებები, ექიმის შესაბამისი ნებართვის გარეშე;

ი.ე) ასაფეთქებელი და მომწამვლავი ნივთიერებები;

ი.ვ) ნებისმიერი სახის იარაღი, კასტეტი ან ბასრი ნივთი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ

იქნეს იარაღად;

ი.ზ) სანთებელა ან ასანთი;

ი.თ) აზარტული თამაშის საშუალებები;

ი.ი) უხამსობის ამსახველი ნივთები/საშუალებები;

ი.კ) ელექტროშოკური მოწყობილობა;

ი.ლ) ნებისმიერი სხვა ნივთი, რომელიც შეიძლება საფრთხეს უქმნიდეს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

კ) მოსწავლის დისკრიმინაცია;

ლ) მოსწავლის ან/და სკოლაში დასაქმებული პირის  პირად ცხოვრებაში ჩარევა;

მ) ფულის ან სხვა ნივთების გამოძალვა;

ნ) მოსწავლის მიერ წინამდებარე პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ნივთის/ნივთების გამოყენება;

ო)  სკოლაში დასაქმებული პირების კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობა;

პ) სკოლის ტერიტორიაზე სხვისი ნივთის უნებართვოდ აღება, დაკარგვა ან/და დაზიანება;

ჟ) სკოლის უსაფრთხოების წესების დარღვევა, რომელმაც ზიანი გამოიწვია;

რ) მოსწავლეთა ქცევის კოდექსის დარღვევა;

ს) მოსწავლის ან/და სკოლაში დასაქმებული პირის  მიმართ ფსიქოლოგიური ზეწოლა;

ტ) სკოლის დოკუმენტაციის ხელყოფა;

უ) სკოლის საქმიანობისთვის განკუთვნილი კომპიუტერული მონაცემის მიღება ან/და კომპიუტერული სისტემის უნებართვოდ ან სკოლის ინტერესების საწინააღმდეგოდ გამოყენება;

ფ) არაფხიზელ მდგომარეობაში სკოლაში გამოცხადება;

ქ) მოსწავლისთვის შეუფერებელი სხვა ქმედების ჩადენა.

  1. დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის მოსწავლის მიმართ გამოიყენება შემდეგი დისციპლინური პასუხისმგებლობის სახე:

ა) შენიშვნა;

ბ) გაფრთხილება;

გ) მკაცრი გაფრთხილება;

დ) საყვედური;

ე) სასტიკი საყვედური;

ვ) სკოლიდან დროებით დათხოვნა;

ზ) სკოლისათვის სასარგებლო საქმიანობის დაკისრება;

თ) მოსწავლის სკოლიდან გარიცხვა (საშუალო საფეხურზე).

მუხლი 12.3. მოსწავლის მიერ დისციპლინური გადაცდომა და პასუხისმგებლობის სახეები

  1. დისციპლინური სახდელის სახით შენიშვნა შესაძლოა გამოყენებულ იქნეს შემდეგ შემთხვევებში:

ა) გაკვეთილზე ზედიზედ არაერთგზის დაგვიანება;

ბ) საგაკვეთილო პროცესის დროს მობილური ტელეფონით ან/და ნებისმიერი სხვა სახის ტექნიკური საშუალებით არასასწავლო მიზნით სარგებლობა;

გ) მოსწავლის მიერ სკოლის შინაგანაწესით დადგენილი ჩაცმულობის წესის (სამოსი, იერსახე და სხვა) დაუცველად სკოლის ტერიტორიაზე გამოცხადება. გამონაკლისი დაიშვება სკოლის მიერ წინასწარ განსაზღვრულ ღონისძიებებში  მონაწილეობისას.

დ) სკოლის ტერიტორიაზე სხვისი ნივთის უნებართვოდ აღება;

ე) სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლის გამოცხადება შემდეგი ნივთებით:

ე.ა) თამბაქოს ნაწარმი/ელექტრონული სიგარეტი;

ე.ბ) სანთებელა ან ასანთი;

ე.გ) აზარტული თამაშის საშუალებები;

  1. დისციპლინური სახდელის სახით გაფრთხილება შესაძლოა გამოყენებულ იქნეს შემდეგ შემთხვევებში:

ა) ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის განმეორებით ჩადენისას, თუ მოსწავლის მიმართ უკვე გამოყენებულია დისციპლინური პასუხისმგებლობის წინა ზომა (შენიშვნა) ან შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის სისტემატურად ჩადენისას, რის გამოც მიზანშეწონილია მის მიმართ დისციპლინური სახდელის სახით გაფრთხილების გამოყენება დისციპლინური პასუხისმგებლობის წინა ზომის გამოყენების გარეშე;

ბ) გაკვეთილის ჩაშლა ან ჩაშლის მცდელობა;

გ) გაკვეთილის თვითნებურად მიტოვება;

დ) სკოლისათვის მატერიალური/ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების შექმნა;

ე) სკოლაში დასაქმებული პირების კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობა;

ვ) მოსწავლის სიტყვიერი შეურაცხყოფა;

ზ) სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლის გამოცხადება შემდეგი ნივთებით:

ზ.ა) ალკოჰოლური საშუალებები;

ზ.ბ) უხამსობის ამსახველი ნივთები/საშუალებები.

თ) არაფხიზელ მდგომარეობაში სკოლაში გამოცხადება.

  1. დისციპლინური სახდელის სახით მკაცრი გაფრთხილება შესაძლოა გამოყენებულ იქნეს შემდეგ შემთხვევებში:

ა) ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის განმეორებით ჩადენისას, თუ მოსწავლის მიმართ უკვე გამოყენებულია დისციპლინური პასუხისმგებლობის წინა ზომა (გაფრთხილება) ან შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის სისტემატურად ჩადენისას, რის გამოც მიზანშეწონილია მის მიმართ დისციპლინური სახდელის სახით მკაცრი გაფრთხილების გამოყენება დისციპლინური პასუხისმგებლობის წინა ზომის გამოყენების გარეშე;

ბ) სკოლის უსაფრთხოების წესების დარღვევა, რომელმაც ზიანი გამოიწვია;

გ) მოსწავლის ფიზიკური შეურაცხყოფა;

დ) მოსწავლის დისკრიმინაცია;

ე) მოსწავლის ან/და სკოლაში დასაქმებული პირის  პირად ცხოვრებაში ჩარევა;

ვ) სკოლის დოკუმენტაციის ხელყოფა;

ზ) სკოლის ტერიტორიაზე სხვისი ნივთის დაკარგვა ან/და დაზიანება.

  1. დისციპლინური სახდელის სახით საყვედური შესაძლოა გამოყენებულ იქნეს შემდეგ შემთხვევებში:

ა) ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის განმეორებით ჩადენისას, თუ მოსწავლის მიმართ უკვე გამოყენებულია დისციპლინური პასუხისმგებლობის წინა ზომა (მკაცრი გაფრთხილება) ან შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის სისტემატურად ჩადენისას, რის გამოც მიზანშეწონილია მის მიმართ დისციპლინური სახდელის სახით საყვედურის გამოყენება დისციპლინური პასუხისმგებლობის წინა ზომის გამოყენების გარეშე;

ბ) მოსწავლის ან/და სკოლაში დასაქმებული პირის მიმართ ფსიქოლოგიური ზეწოლა;

გ) სკოლის საქმიანობისთვის განკუთვნილი კომპიუტერული მონაცემის მიღება ან/და კომპიუტერული სისტემის უნებართვოდ ან სკოლის ინტერესების საწინააღმდეგოდ გამოყენება;

დ) მოსწავლის მიერ სკოლის ტერიტორიაზე ალკოჰოლური საშუალებების გამოყენება;

ე) სკოლის ტერიტორიაზე ექიმის შესაბამისი ნებართვის გარეშე, ფსიქოტროპული საშუალებებით მოსწავლის გამოცხადება.

  1. დისციპლინური სახდელის სახით სასტიკი საყვედური შესაძლოა გამოყენებულ იქნეს შემდეგ შემთხვევებში:

ა) ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის განმეორებით ჩადენისას, თუ მოსწავლის მიმართ უკვე გამოყენებულია დისციპლინური პასუხისმგებლობის წინა ზომა (საყვედური) ან შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის სისტემატურად ჩადენისას, რის გამოც მიზანშეწონილია მის მიმართ დისციპლინური სახდელის სახით სასტიკი საყვედურის გამოყენება დისციპლინური პასუხისმგებლობის წინა ზომის გამოყენების გარეშე;

ბ) სკოლაში დასაქმებულის/მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის/სკოლის ტერიტორიაზე შემოსული გარეშე პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა;

გ) სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლის გამოცხადება შემდეგი ნივთებით:

გ.ა) ნებისმიერი სახის იარაღი, კასტეტი ან ბასრი ნივთი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ

იქნეს იარაღად;

გ.ბ) ელექტროშოკური მოწყობილობა;

გ.გ) ნებისმიერი სხვა ნივთი, რომელიც შეიძლება საფრთხეს უქმნიდეს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

  1. დისციპლინური სახდელის სახით სკოლიდან დათხოვნა, დროებით, 5 სასწავლო დღემდე სკოლის დირექტორის მიერ შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემდეგ შემთხვევებში:

ა) ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის განმეორებით ჩადენისას, თუ მოსწავლის მიმართ უკვე გამოყენებულია დისციპლინური პასუხისმგებლობის წინა ზომა (სასტიკი საყვედური) ან შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის სისტემატურად ჩადენისას, რის გამოც მიზანშეწონილია მის მიმართ დისციპლინური სახდელის სახით სასტიკი საყვედურის გამოყენება დისციპლინური პასუხისმგებლობის წინა ზომის გამოყენების გარეშე;

ბ) სკოლაში დასაქმებულის/მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის/სკოლის ტერიტორიაზე შემოსული გარეშე პირის ფიზიკური შეურაცხყოფა;

გ) მოსწავლის მიერ სკოლის ტერიტორიაზე ექიმის შესაბამისი ნებართვის გარეშე ფსიქოტროპული საშუალებების გამოყენება;

დ) სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლის გამოცხადება შემდეგი ნივთებით:

დ.ა) ნარკოტიკული საშუალებები;

დ.ბ) ასაფეთქებელი და მომწამლავი ნივთიერებები.

  1. დისციპლინური სახდელის სახით სკოლიდან დათხოვნა, დროებით, 5-დან 10 სასწავლო დღემდე დისციპლინური კომიტეტის მიერ შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემდეგ შემთხვევებში:

ა) ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის განმეორებით ჩადენისას, თუ მოსწავლის მიმართ უკვე გამოყენებულია დისციპლინური პასუხისმგებლობის წინა ზომა (სკოლიდან დროებით დათხოვნა – 5 სასწავლო დღემდე) ან შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის სისტემატურად ჩადენისას, რის გამოც მიზანშეწონილია მის მიმართ დისციპლინური სახდელის სახით სასტიკი საყვედურის გამოყენება დისციპლინური პასუხისმგებლობის წინა ზომის გამოყენების გარეშე;

ბ) ფულის ან სხვა ნივთების გამოძალვა;

გ) მოსწავლის მიერ სკოლის ტერიტორიაზე შემდეგი ნივთების გამოყენება:

გ.ა) ნებისმიერი სახის იარაღი, კასტეტი ან ბასრი ნივთი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ

იქნეს იარაღად;

გ.ბ) ელექტროშოკური მოწყობილობა;

გ.გ) ნარკოტიკული საშუალებები;

გ.დ) ნებისმიერი სხვა ნივთი, რომელიც შეიძლება საფრთხეს უქმნიდეს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

8.მოსწავლის სკოლიდანდროებით დათხოვნის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მის მშობელს.

სკოლა ვალდებულია მოსწავლე  სკოლიდან დროებით დათხოვნის შემთხვევაში თავისი მზრუნველობის ქვეშ ჰყავდეს.

  1. მოსწავლისთვის შეუფერებელი სხვა ქმედების ჩადენის ან მოსწავლეთა ქცევის კოდექსის დარღვევის შემთხვევაში მოსწავლეს შინაგანაწესის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი დისციპლინური სახდელი დაეკისრება კონკრეტული შემთხვევის სიმძიმის გათვალისწინებით.
  2. 10. წინამდებარე შინაგანაწესის მე-16 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში, დისციპლინური სახდელის სახით, სასარგებლო საქმიანობის დაკისრება შეიძლება გამოყენებულ იქნეს, თუ სკოლა მიიჩნევს, რომ სასარგებლო საქმიანობის დაკისრებით მეტად არის შესაძლებელი მოსწავლის დისციპლინის გაუმჯობესება და განმეორებით დისციპლინური გადაცდომის ჩადენის პრევენცია.
  3. 11. დისციპლინური სახდელის სახით, საშუალო საფეხურზე მოსწავლის სკოლიდან გარიცხვა, სკოლის დისციპლინური კომიტეტის მიერ შეიძლება გამოყენებულ იქნეს:
    მოსწავლის მიერ შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის ჩადენისას, თუ მის მიმართ გამოყენებულია დისციპლინური პასუხისმგებლობის წინა ზომა (სკოლიდან დროებით დათხოვნა 5-დან 10 სასწავლო დღემდე) ან პირდაპირ, დისციპლინური პასუხისმგებლობის წინა ზომების გამოყენების გარეშე, თუ მოსწავლის მიერ ჩადენილი ქმედება განზრახ არსებით ზიანს აყენებს სკოლის ინტერესებს, თუ საფრთხე ექმნება სხვა მისწავლი ან სკოლაში დასაქმებული პირის ჯანმრთელობას ან/და უსაფრთხოებას.
  4. 12. ამ მუხლის პირველი-მეშვიდე პუნქტებით დადგენილი წესის გაუთვალისწინებლად, მოსწავლეს შესაძლებელია დაეკისროს ამავე შინაგანაწესის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი დისციპლინური სახდელები კონკრეტული შემთხვევის ხასიათის, მოსწავლისა და სკოლის ინტერესებიდან გამომდინარე.
  5. დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის მოსწავლის მიმართ სკოლიდან დროებით დათხოვნის ან სკოლიდან გარიცხვის (საშუალო საფეხურზე) გამოყენების შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე სკოლამ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს.

მუხლი 12.4. სახდელის დაკისრება ერთზე მეტი გადაცდომის ჩადენის დროს

გადაცდომათა ერთობლიობის დროს, სკოლაში დასაქმებულ პირს/მოსწავლეს დაეკისრება უფრო მძიმე გადაცდომისთვის გათვალისწინებული სახდელი. გადაცდომათა ერთობლიობა გულისხმობს რამდენიმე გადაცდომის ჩადენას, რომლებიც გამოვლენილია, მაგრამ ჯერ არ მომხდარა მასზე დისციპლინური სახდელის დაკისრება.

მუხლი 12.5. მოსწავლეთა მიმართ დისციპლინური წარმოების წესი

  1. მოსწავლეთა მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყების საფუძველი შეიძლება იყოს:

ა) მოსწავლის, მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის, დამრიგებლის, სკოლაში დასაქმებული სხვა პირის, მოსწავლეთა თვითმართველობის, აგრეთვე, იმ პირის წერილობითი მიმართვა ან ინფორმაცია, რომლის სამსახურებრივ მოვალეობასაც წარმოადგენს სკოლაში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფა;

ბ) დისციპლინური გადაცდომის ფაქტის აღმოჩენა ან სხვა გარემოება, რომელიც ეჭვს იწვევს, რომ ადგილი აქვს მოსწავლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტს, მათ შორის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია, მოსწავლის მიერ ისეთი ქმედების ჩადენის შესახებ, რომელიც შეიძლება დისციპლინურ გადაცდომად ჩაითვალოს.

  1. დაუშვებელია სკოლის მიერ მოსწავლის დისციპლინური დევნა იმ ქმედებისთვის, რომელიც მან სკოლის ტერიტორიის გარეთ ჩაიდინა.
  2. წინამდებარე შინაგანაწესის მე-16 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დისციპლინურ გადაცდომებს განიხილავს სკოლის დირექტორი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დისციპლინური სახდელის 5-დან 10 დღემდე დათხოვნის დაკისრების გამო, კონკრეტული დისციპლინური გადაცდომა განსახილველად უნდა გადაეცეს დისციპლინურ კომიტეტს.
  3. 4. წინამდებარე შინაგანაწესის მე-16 მუხლის მე–2 პუნქტის „ვ“ (5-დან 10 დღემდე ვადით) და ,,თ“ (გარიცხვა) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელების გამოყენებაზე გადაწყვეტილებას იღებს დისციპლინური კომიტეტი ფარული კენჭისყრით. შინაგანაწესის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ი.გ”, ,,ი.ვ“, ,,ი.კ“ და ,,ი.ლ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ნივთის/ნივთების სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლის მიერ გამოყენებისა ან/და ამავე პუნქტის „მ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევებს განიხილავს დისციპლინური კომიტეტი.
  4. 5. დაუშვებელია დაწყებით და საბაზო საფეხურზე მოსწავლის სკოლიდან გარიცხვა.
  5. 6. მოსწავლის მიმართ დისციპლინური სახდელის გამოყენების, აგრეთვე დისციპლინური დევნის დაწყების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მის მშობელს ან/და კანონიერ წარმომადგენელს. მოსწავლეს უფლება აქვს მასთან დაკავშირებული საკითხის გადაწყვეტისას მშობელთან ან/და კანონიერ წარმომადგენელთან ერთად წარდგეს.
  6. დისციპლინური სახდელის დადებამდე მოსწავლეს, მისი მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის თანდასწრებით, უნდა ჩამოერთვას წერილობითი ახსნა-განმარტება. თუ მხარე უარს ამბობს ახსნა-განმარტების მიცემაზე ან შეუძლებელია მისი ჩამორთმევა, შედგება აქტი, რომელსაც ხელს მოაწერენ დამსწრე პირები.
  7. 8. მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი ფორმით გაცხადებული უარი მოსწავლისათვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევის თაობაზე, არ საჭიროებს ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული აქტის შედგენას.
  8. 9. საგაკვეთილო პროცესის ჩაშლის ან ჩაშლის მცდელობის შემთხვევაში, მოსწავლის გაკვეთილიდან გაძევების უფლება აქვს მასწავლებელს. ასეთ შემთხვევაში მასწავლებელი იძახებს სკოლის უფლებამოსილ პირს/სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელს და მოსწავლეს მათი თანხლებით ატოვებინებს საგაკვეთილო პროცესს.
  9. 10. უფლებამოსილი პირი/სკოლის ადმინისტრაცია ფაქტის შესახებ ინფორმაციას აწვდის მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს და უზრუნველყოფს მის აღრიცხვას.
  10. 11. გაკვეთილის დასრულებამდე/მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მოსვლამდე მოსწავლე უნდა იმყოფებოდეს უფლებამოსილი  პირის/სკოლის  ადმინისტრაციის  მეთვალყურეობის ქვეშ.
  11. 12. სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლის, მასწავლებლის, სკოლაში დასაქმებული სხვა პირების კანონიერი მოთხოვნისადმი მოსწავლის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში უფლებამოსილი პირი/სკოლის ადმინისტრაცია ვალდებულია აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს.
  12. 13. მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის სკოლაში გამოცხადებამდე უფლებამოსილი პირი/სკოლის ადმინისტრაცია ვალდებულია მოსწავლე არ დატოვოს უმეთვალყურეოდ.
  13. 14. იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლე სკოლის შენობას დატოვებს მოსწავლის მშობლის/ კანონიერი წარმომადგენლის სკოლაში გამოცხადებამდე, მანდატური/უფლებამოსილი პირი/სკოლის ადმინისტრაცია ვალდებულია აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინოს მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია მოსწავლის ადგილსამყოფლის დადგენა ან/და მოსწავლესთან დაკავშირება, უფლებამოსილი პირი/სკოლის ადმინისტრაცია დაუყოვნებლივ ატყობინებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ – „112“-ს;
  14. 15. მოსწავლისთვის სკოლისათვის სასარგებლო საქმიანობის დაკისრებისას უნდა განისაზღვროს: სასარგებლო საქმიანობის შინაარსი; მისი განხორციელების წესი და პირობები; სასარგებლო საქმიანობის განხორციელების ადგილი სკოლის ტერიტორიის ფარგლებში; მისი ხანგრძლივობა, რომელიც დაწყებითი საფეხურის მოსწავლისათვის არ უნდა აღემატებოდეს დღეში 1 საათს, საბაზო საფეხურის მოსწავლისათვის – დღეში 2 საათს და საშუალო საფეხურის მოსწავლისათვის – დღეში 3 საათს; უფლებამოსილი პირის ვინაობა, რომელიც უშუალო ზედამხედველობას გაუწევს მოსწავლის მიერ სკოლისათვის სასარგებლო საქმიანობის განხორციელებას. სკოლისათვის სასარგებლო საქმიანობა მოსწავლეს შეიძლება დაეკისროს მშობლის თანხმობით.
  15. სკოლა ვალდებულია, მოსწავლისათვის სასარგებლო საქმიანობის დაკისრებისას გაითვალისწინოს მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობა, სასარგებლო საქმიანობის რისკები და სასარგებლო საქმიანობის მიზნები.
  16. 17. სკოლა ვალდებულია მიიღოს ზომები, რათა დისციპლინურმა სახდელმა არ გამოიწვიოს მოსწავლის არსებითი ჩამორჩენა სასწავლო პროცესისგან.
  17. 18. მოსწავლისთვის დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილება ფორმდება სკოლის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
  18. 19. მოსწავლეს დისციპლინური სახდელი ვადაზე ადრე შეიძლება მოეხსნას თუ 1 თვის ვადაში:

ა) მან არ ჩაიდინა ახალი გადაცდომა;

ბ) გამოირჩევა სანიმუშო ქცევით;

გ) აქვს გარკვეული მიღწევები.

  1. დისციპლინური სახდელის ვადაზე ადრე მოხსნის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სკოლის დირექტორი. გადაწყვეტილება ფორმდება სკოლის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
  2. 21. მოსწავლის მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყება არ შეიძლება გადაცდომის ჩადენის დღიდან 3 (სამი) თვის გასვლის შემდეგ.
  3. 22. მოსწავლის დისციპლინური სახდელის მოქმედების ვადაა 3 თვე. თუ მოსწავლემ სახდელის დაკისრებიდან 3 თვის ვადაში არ ჩაიდინა ახალი დისციპლინური გადაცდომა, რისთვისაც არ დაკისრებია ახალი დისციპლინური სახდელი, იგი ითვლება დისციპლინური სახდელის არ მქონედ.
  4. დისციპლინური სახდელის დაკისრების ან არდაკისრების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა გადაცდომის თაობაზე ინფორმაციის მიღებიდან არაუგვიანეს 1 (ერთი) თვისა.
  5. თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენისათვის აუცილებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად კანონმდებლობით გათვალისწინებულზე მეტი ვადა, ამ შემთხვევაში შესაძლებელია ადმინისტრაციული წარმოების გაზრდა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს წარმოების დაწყებიდან 3 თვეს.
  6. მოსწავლის მიმართ დისციპლინური წარმოება მიმდინარეობს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 30 დეკემბრის №167/ნ ბრძანებით დამტკიცებული მასწავლებელთა დისციპლინური წარმოების წესის შესაბამისად.
  7. კონკრეტული მოსწავლის მიმართ დისციპლინური წარმოება შეწყდება თუ დადგინდა, რომ დისციპლინური გადაცდომა ჩადენილია მოსწავლის არაბრალეული ქმედებით.

მუხლი 13.  მშობელი

  1. 1. მშობელი ვალდებულია:

ა)   დაემორჩილოს სკოლის შინაგანაწესს.

ბ)   იყოს ეკლესიური და ხელი შეუწყოს შვილის ეკლესიური ნორმებით ცხოვრებას.

გ) დაემოეჩილოს სკოლის სასწავლო რეჟიმს (უზრუნველყოს შვილის დროულად გამოცხადება სკოლაში, არ გააცდენინოს შვილს უმიზეზოდ გაკვეთილები, გაცდენის შემთხვევაში წარმოადგინოს საბუთი, უზრუნველყოს შვილის გამოცხადება სკოლაში შესაფერისი ჩაცმულობით, საჭირო სასწავლო ნივთებით)

დ) არ დაუშვას საკუთარი შვილის ზნეობრივი ნორმიდან გადაცდომა.

ე) დაიცვას და გაუფრთხილდეს სკოლის ინვენტარსა და ქონებას. დაზიანების შემთხვევაში მშობელს მოეთხოვება კომპესაცია ანაზღაურებით (ნატურით ან ღირებულების შესაბამისი თანხის შეტანით სკოლის ანგარიშზე)

ვ) შესაძლებლობის მიხედვით, კანონის ფარგლებში, მატერიალურად დაეხმაროს სკოლას.

ზ) პატივისცემით მოეპყრას მასწავლებელს, სკოლის სხვა პერსონალს, შვილის სხვა მეგობრებს, ადმინისტრაციასთან შეუთანხმებლად არ ჩაერიოს კლასის კონფლიქტურ სიტუაციაში.

თ)  ჩაუნერგოს შვილს ეკლესიის, სკოლის, სამშობლოს პატივისცემა.

ი) დაუშვებელია ზოგადზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ ან სკოლის დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი (ბრალეული ქმედება) სკოლის შიგნით და მის გარეთ.

კ) მშობელი აქტიურად მონაწილეობს სკოლის ცხოვრებაში, რითაც მასწავლებელ-თან ერთად იღებს პასუხისმგებლობას საკუთარ შვილზე.

ლ)მშობელი ვალდებულია სკოლაში გამოცხადდეს შესაბამისი ჩაცმულობით (დაუშვებელია ქალი – შარვლით და მოკლე კაბით, მამაკაცი – შორტით)

მუხლი 14. მასწავლებელი

1 მართლმადიდებლური სკოლის მასწავლებელი უნდა იყოს საქართველოს ეკლესიის წევრი, ჰყავდეს მოძღვარი, აღმსარებელ–მაზიარებელი, ქრისტიანულად განათლებული.

2 მასწავლებელი ვალდებულია:       

ა) დაიცვას სკოლის შინაგანაწესი.

გ) სკოლაში გამოცხადდეს დროულად.

დ) სკოლის დირექციასთან წინასწარი შეთანხმების გარეშე არ დაუშვას სამსახურში დაგვიანებისა და გამოუცხადებლობის შემთხვევები;

ე) სამუშაო საათების საპატიო მიზეზით გაცდენის შემთხვევაში წინასწარ აცნობოს სკოლის ადმინისტრაციას.

ვ) გაცდენილი საათები საპატიოდ ჩაითვლება სკოლის დირექტორის შესაბამისი რეზოლუციის შემდეგ.

  1. მასწავლებელი ვალდებულია ყოველი გაკვეთილისთვის მოვიდეს მომზადებული:

ა) სისტემატურად იმაღლებდეს პროფესიულ დონეს.

ბ) საგნის სწავლება კავშირში უნდა იყოს საღვთო სჯულის სწავლებასთან.

გ) გაკვეთილებს ატარებდეს თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით.

დ) სწავლის პროცესში ნერგავდეს სწავლებისა და სწავლის ახალ მეთოდებს.

ე) ეფექტურად იყენებდეს ტექნიკურ საშუალებებს, თვალსაჩინო და დიდაქტიკურ მასალებს, რითაც უზრუნველყოფს მოსწავლეთა ცოდნის ეფექტურ ამაღლებას.

  1. მასწავლებელი ვალდებულია იყოს კომუნიკაბელური, ტაქტიანი მოსწავლეებთან, მშობლებთან ურთიერთობაში – ზომიერი.

ა) არ მიაყენოს მორალური და ფიზიკური შეურაცყოფა მოსწავლეს.

ბ) საკუთარ გამოცდილებას უზიარებდეს კოლეგებს.

  1. სამუშაო დროის განმავლობაში კეთილსინდისიერად განახორციელოს თავისი სამსახურეობრივი უფლება-მოვალეობანი.
  2. მოსწავლის უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვისას გონივრულ ვადაში განუმარტოს შეზღუდვის საფუძველი.

7 აღზარდოს განათლებული ახალგაზრდობა დემოკრატიული საზოგადოებისათვის პატრიოტული სულისკვეთებით, მაღალი ზნეობითა და კეთილი ნებით.

  1. აღჭურვოს მოსწავლე იმ ცოდნით, განათლებით, დამოუკიდებელი მუშაობის უნარ-ჩვევებით, რაც საჭიროა როგორც სწავლის გასაგრძელებლად, ასევე დემოკრატიულ საქართველოში საზოგადოებრივად სასარგებლო საქმიანობაში პრაქტიკული მოღვაწეობისათვის.
  2. მასწავლებელი ვალდებულია, მოსწავლეს, რომელსაც მიეცა საშემოდგომო გამოცდა, შვებულებაში გასვლამდე შეუდგინოს დამატებითი მეცადინეობების განრიგი.
  3. ხელი შეუწყოს მოსწავლეთა ინტელექტუალური და ფიზიკური ძალების ჰარმონიულ განვითარებას, მოზარდის ცოდნის დონის ამაღლებას.
  4. გაეცნოს ახალ ტექნოლოგიებს, ფსიქოლოგიურ და სოციოლოგიურ კონცეფციებს ბავშვისა და მოზარდის შესახებ.
  5. დაიცვას პედაგოგიური ეთიკის ნორმები და დირექციასთან დადებული კონტრაქტის ყველა მოთხოვნა.
  6. მაღალ დონეზე მოემზადოს ყოველი გაკვეთილისათვის, მოამზადოს მოსწავლეები კონფერენციებისა და ოლიმპიადებისათვის, იცავდეს სკოლის შინაგანაწესს, სასწავლო და შრომით დისციპლინას, უფრთხილდებოდეს სასკოლო ინვენტარსა და ტექნიკურ საშუალებებს, სახელმძღვანელოსა და წიგნად ფონდს.
  7. დირექციისა და პედსაბჭოს წინაშე წარმოადგინოს ანგარიში მოსწავლეთა სწავლებისა და აღზრდისათვის გაწეული მუშაობის ხარისხზე, მოსწავლეთა ცოდნის შეფასების ობიექტურობაზე. მოახდინოს შემაჯამებელი სამუშაოს ანალიზი და სემესტრის ბოლოს წარუდგინოს საერთო ანალიზი კათედრას.
  8. სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის სრულყოფის მიზნით ზრუნავდეს მოსწავლეთა მშობლების პედაგოგიზაციისა და აღმზრდელობითი მუშაობის ხარისხის ამაღლებისათვის.
  9. მოსწავლის შეფასება უნდა იყოს ხშირი და მრავალმხრივი. უნდა შეფასდეს არა მარტო ინფორმაციის ფლობა, არამედ უნარ-ჩვევები, აზროვნების დემონსტრაციის ფორმები. მასწავლებელი აგრეთვე უნდა აფასებდეს მოსწავლის დაკვირვების შედეგად დაგროვილი მონაცემების, ნამუშევრების, პრეზენტაციების, მოსწავლის თვითშეფასების, ჯგუფური მუშაობის, საგაკვეთილო პროცესში ჩართულობის (გაკვეთილის აქტიურობა, დავალების შესრულების ხარისხი, შემოქმედობითობა) და სხვ. ტიპის აქტივობების მიხედვით.
  10. სამსახურიდან წასვლის შემთხვევაში ერთი თვით ადრე გააფრთხილოს ადმინისტრაცია.
  11. მასწავლებელს ეკრძალება:

ა) თავისი შეხედულებისამებრ გაკვეთილების ცხრილისა და მუშაობის გრაფიკის შეცვლა,

ბ) გაკვეთილების უმიზეზოდ გაცდენა,

გ) გაკვეთილებისა და მათ შორის დაწესებული შესვენებების ხანგრძლივობის გადიდება ან შემცირება,

დ) მოსწავლეთა გაკვეთილებიდან გაშვება უმეთვალყუროდ,

ე) სკოლის ტერიტორიაზე თამბაქოს მოწევა,

  1. უზრუნველყოს:
  • მოზარდის გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევების განვითარება და სხვა სახის ინდივიდუალური თავისებურებების გამოვლენა.
  • ეკოლოგიური ცოდნა-ჩვევების ჩანერგვა, უმნიშვნელოვანესი ზნეობრივი ღირებულებების ჩამოყალიბება, გაუღვივოს მოქალაქეობრივი თვითშეგნება, შრომის სიყ-ვარული.
  • მოსწავლის ცოდნის სამართლიანი შეფასება.
  • მოსწავლის ჯანმრთელობის, სიცოცხლისა და საკუთრებისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნა გაკვეთილზე.
  • მოსწავლეებს შორის შემწყნარებლობისა და ურთიერთპატივისცემის დამკვიდრება.
  1. პედაგოგის სავალდებულო დოკუმენტაცია, რომლის წარმოება ევალება მასწავლებელს ერთი სასწავლო წლის მუშაობის ფარგლებში:
  2. მასწავლებლის პორტფოლიო (საქაღალდე);
  3. სასკოლო ჟურნალის ყოველდღიური წარმოება მისი ინსტრუქციის შესაბამისად;
  4. შემაჯამებელი დავალებების ნაკრები თითოეული კლასებისთვის – შესრულებული სამუშაოები.
  5. კათედრასთან პარტნიორობის ამსახველი აქტივობების აღწერა და მიღებული შედეგების ანალიზი – კათედრის საქაღალდისთვის (ტესტები, მეთოდური თემები, პროფესიული რეკომენდაციები და სხვა).
  6. სხვა მნიშვნელოვანი სასკოლო რესურსების ბაზა, რომელიც სჭირდება მასწავლებელს საგაკვეთილო და კლასგარეშე მუშაობის ეფექტურად ჩატარებისათვის (ბიბლიოთეკა, კომპიუტერული კაბინეტი, ლაბორატორია, დარბაზი და სხვა);
  7. მონიტორინგების შედეგების ანალიზი.
  8. საჭიროების შემთხვევაში ვალდებულია შექმნას ტესტები (ადმინისტრაციის ტესტირებისათვის, ექსტერნის გამოცდებისთვის, გამოსაშვები გამოცდებისთვის, კონკურსებისა და ოლიმპიადებისათვის და სხვა)
  9. 22. დისციპლინარული სახდელები

შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების არშესრულების დროს გამოიყენება შემდეგი დისციპლინარული სახდელები:

სიტყვიერი გაფრთხილება;

წერილობითი გაფრთხილება;

წერილობითი საყვედური;

სასტიკი საყვედური;

ფინანსური სახდელი;

  1. წახალისების ფორმები

შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების ხარისხიანად და ეფექტურად შესრულებისათვის გამოიყენება შემდეგი წახალისების ფორმა:

მადლობა;

სიგელი;

ფასიანი საჩუქარი;

პრემია;

სტიპენდია;

 მუხლი 15.

კათედრები

  1. 1. წმ.მიტროპოლიტ ნაზარი ლეჟავას სახელობის სამტრედიის მართლმადიდებლურ სკოლაში ფუნქციონირებს 7 კათედრა:

1) ქართული ენისა და ლიტრატურის კათედრა

2) ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების (მათემატიკა, ინფორმატიკა, ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა. ისტ);

3) ენების კათედრა,  (ინგლისური ენა, რუსული ენა);

4) საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრა (ისტორია, გეოგრაფია, სამოქალაქო განათლება, სამოქალაქო უსაფრთხოება, საგზ.ნიშნები და უსაფრთხოება);

5) დაწყებითი სწავლების კათედრა ;

6) შრომითი და ესთეთიკური აღზრდის კათედრა (მუსიკა/გალობა, ხელოვნება, სპორტი)

7) საღთისმეტყველო სწავლების კათედრა;

  1. 2. Iთავი.   კათედრის ზოგადი დებულება

1.1. კათედრა თავის საქმიანობას წარმართავს ზოგადი განათლების შესახებ კანონის, ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების, ეროვნული სასწავლო გეგმის, ააიპ საქ.საპ. წმიდა მიტროპოლიტ ნაზარი ლეჟავას სახელობის სამტრედიის მართლმადიდებლური სკოლის წესდების, სკოლის ”კოდექსის” (მიზნების), შინაგანაწესისა და ამ დებულების შესაბამისად.

1.2. მოქმედების არეალი

წმიდა მიტროპოლიტ ნაზარი ლეჟავას სახელობის სამტრედიის მართლმადიდებლური სკოლა

II თავი.   კათედრის დებულების დამტკიცება

2.1. კათედრის დებულებას შეიმუშავებენ კათედრის წევრები თავმჯდომარესთან ერთად, ათანხმებენ დირექციასთან და ამტკიცებს პედაგოგიური საბჭო სხდომაზე.

2.2. აღნიშნული დებულება ძალაშია პედაგოგიური საბჭოს სხდომაზე დამტკიცებისთანავე.

III თავი.   კათედრის მიზნები და ამოცანები

 3.1. კათედრის მისია.

კათედრა ზრუნავს მასწავლებელთა სულიერი, ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობების განვითარებაზე ინოვაციური პედაგოგიური მიდგომების დანერგვის გზით.

 3.2. კონკრეტული მიზნები და ამოცანები

  • სახელმძღვანელოების ეფექტურად შერჩევა;
  • მოსწავლის განვითარებაზე ორიენტირებული საგნობრივი პროგრამებისა და შეფასების სისტემის შექმნა და დანერგვა;
  • ზრუნვა მოსწავლეთა საგნობრივ წრეებში, სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციებსა და ოლიმპიადებში მოსწავლეთა მონაწილეობისათვის.
  • პედაგოგთა პროფესიული განვითარება;
  • კვლევითი საქმიანობის ეფექტური დაგეგმვა და განხორციელება;
  • პედაგოგთა საქმიანობის მონიტორინგი და შეფასება;
  • პედაგოგთა შორის ურთიერთთანამშრომლობის განვითარება.

IV თავი.   კათედრის წევრობა

 4.1. კათედრა აერთიანებს ამ საგნის ყველა პედაგოგს. ისინი თანასწორობის საფუძველზე მონაწილეობენ კათედრის სხდომებზე.

 4.2. კათედრა იკრიბება სემესტრში ორჯერ მაინც;

 4.3. რიგგარეშე კათედრის სხდომა ჩატარდება:

ა) საჭიროების შემთხვევაში კათედრის თავმჯდომარის ან კათედრის წევრების 1/3- ის მოთხოვნისთანავე;

ბ) წევრები კათედრის რიგგარეშე სხდომის შესახებ გაფრთხილებული უნდა იყვნენ სამი სამუშაო დღით ადრე მაინც, განსახილველი საკითხების მითითებით;

გ) სხდომის მოწვევის უზრუნველყოფა ევალება კათედრის თავმჯდომარეს.

4.4. კათედრის წევრების უფლება-მოვალეობები

კათედრის წევრს უფლება აქვს:

ა) აირჩიოს და არჩეულ იქნეს კათედრის თავმჯდომარედ:

ბ) კათედრის სხდომაზე გადაწყვეტილებების მიღებისას ისარგებლოს ერთი ხმის უფლებით;

გ) შევიდეს ინიციატივებით სხდომაზე და განხილვაზე დააყენოს მისთვის საინტერესო საკითხი;

დ) მონაწილეობა მიიღოს საათების გადანაწილებაში;

ე) მონაწილეობა მიიღოს კათედრის სტრატეგიული გეგმის შემუშავებაში;

კათედრის წევრი მოვალეა:

ა) დაესწროს კათერდის სხდომებს (თუ არ არსებობს გაცდენის ობიექტური მიზეზი);

ბ) მონაწილეობა მიიღოს სახელმძღვანელოების შერჩევაში;

გ) იზრუნოს კათედრის ეფექტურად ფუნქციონირებისათვის და ჯეროვნად შეასრულოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებები;

დ) დანერგოს თანამედროვე მეთოდები და მიდგომები;

ე) იზრუნოს საკუთარი და კათედრის წევრების პროფესიულ განვითარებაზე;

V თავი.   კათედრის თავმჯდომარე

 5.1. არჩევის წესი

ა)  კათედრის  თავმჯდომარეს  ერთი  წლის  ვადით  ირჩევენ  კათედრის  წევრები,  სასწავლო წლის  დასაწყისში ფარული ან ღია   კენჭისყრით;
ბ) საგნობრივი კათედრის თითოეული წევრი როტაციის პრინციპით ხდება კათედრის თავმჯდომარე. ერთი და იმავე პირის მეორედ არჩევა შესაძლებელია მხოლოდ მას  შემდეგ, რაც საგნობრივი ჯგუფის თითოეული წევრი ერთხელ მაინც იქნება თავმჯდომარე;

გ) კათედრის თავმჯდომარის წარდგენის უფლება აქვს მხოლოდ კათედრის წევრებს;

 5.2. ფუნქცია-მოვალეობები:

კათედრის თავმჯდომარე:

ა) უძღვება კათედრის სხდომებს და ხელმოწერით ამტკიცებს სხდომის ოქმებს;

ბ) კათედრის წევრებთან ერთად უზრუნველყოფს წლის სტრატეგიული გეგმის მომზადებას;

გ) ამზადებს შუალედურ და საბოლოო ანგარიშებს წელიწადში ორჯერ მაინც გაწეული საქმიანობის შესახებ პედაგოგიურ საბჭოს სხდომაზე წარსადგენად;

დ) კათედრის მიმდინარე საქმიანობის შესახებ ინფორმაციას აწვდის ნებისმიერ დაინტერესებულ პირს სასკოლო საზოგადოებიდან;

ე) მოვალეა უზრუნველყოს კათედრის სხდომების ორგანიზება და დროულად ჩატარება;

ვ) უზრუნველყოფს კათედრის სტრატეგიული გეგმის შესრულებას და გაწეული საქმიანობის მონიტორინგს;

ზ) უზრუნველყოფს კათედრის ეფექტურად ფუნქციონირებასა და განვითარებისათვის სხვადასხვა ღონისძიებების (ლექცია, სემინარები, სამოდელო გაკვეთილები და სხვა) ჩატარებას;

თ) კოორდინირებას უწევს კათედრის მუშაობას და უზრუნველყოფს ფუნქციების ეფექტურად განაწილებას კათედრის წევრებს შორის;

ი) წარუდგენს წინადადებებსა და რეკომენდაციებს (პედაგოგთა რეიტინგის, წახალისების მექანიზმების, ექსპერტთა მოწვევის, ტრენინგებისა და სხვა ღონისძიებათა შესახებ) სკოლის ადმინისტრაციასა და პედაგოგიურ საბჭოს;

VI თავი.   კათედრის სხდომა

გადაწყვეტილებები:

6.1. კათედრა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება თუ:

ა) კათედრის სხდომას ესწრება კათედრის საერთო წევრთა 2/3.

ბ) კათედრის სხდომა გადაწყვეტილებებს იღებს დამსწრეთა ხმების უმრავლესობით:

გ) ხმების თანაბარი რაოდენობით გაყოფის შემთხვევაში კათედრის თავმჯდომარის ხმა არის გადამწყვეტი;

6.2. სხდომის ჩატარება

თუ კათედრაზე გაერთიანებულია ხუთზე მეტი წევრი, კათედრის თავმჯდომარე ირჩევს და ნიშნავს მოადგილეს.

ა) მოადგილე უფლებამოსილია თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევში განახორციელოს თავმჯდომარის უფლებამოსილება (მოიწვიოს სხდომა, წარუძღვეს მას და ა.შ.)

ბ) თუ კათედრაზე გაერთიანებულია ხუთი ან ნაკლები წევრი კათედრის თავმჯდომარის მოადგილე არ აირჩევა. სხდომა უფლებამოსილია მხოლოდ კათედრის თავმჯდომარის უფლებამოსილებით;

მუხლი 16.კლასის დამრიგებელი

1 კლასის დამრიგებელი არის აღმზრდელობითი მუშაობის ორგანიზატორი და მოსწავლეთა დამრიგებელი, რომელიც აირჩევა ერთი სასწავლო წლის ვადით. მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა კლასში მეგობრული, შრომისუნარიანი კოლექტივის ჩა-მოყალიბება.

2 კლასის დამრიგებელი სკოლაში ცხადდება არაუგვიანეს 8სთ. 40წთ-ისა და რჩება სკოლაში სამუშაო საათების დამთავრებამდე.

3 კლასის ხელმძღვანელს ევალება:

ა) საკლასო ჟურნალის მოვლა-შენახვა, საკლასო ოთახში არსებული ინვენტარის მოვლა-პატრონობა, შესვენების პერიოდში თავის სადამრიგებლო კლასში დისციპლინის დაცვა.

ბ) იმავე დღეს აცნობოს მშობელს მოსწავლის მიერ გაკვეთილზე არგამოცხადების ან დაგვიანების შესახებ.

გ) მოსწავლეთა ყოველმხრივი შესწავლა, მათი მიდრეკილებების, მოთხოვნილებებისა და ინტერესების გამოვლენა, კლასის აქტივის შექმნა და მისი მეშვეობით აღსაზრდელთა ორიენტირება საფუძვლიანი ცოდნის მიღებისა და საზოგადოებრივად სა-სარგებლო საქმიანობაზე.

დ) ,,სკოლის შინაგანაწესის” მოსწავლეთათვის გაცნობა და განმარტება იმ მიზნით, რომ მათ ეს წესები გაატარონ ცხოვრებაში, გადაიქცეს ისინი ყოველდღიური ქცევის ნორმებად; მოსწავლეებში თავისი კლასის, მთლიანად სასწავლო დაწესებულების ღირსების დაცვისადმი პასუხისმგებლობის აღზრდა;

ე) ყოველდღიური თვალყურის დევნება მოსწავლეთა აკადემიურ წარმატებებზე, ქცევაზე, თავისუფალი დროის გამოყენებაზე, იმაზე, რომ არც ერთი ბავშვი არ იყოს დაუსაქმე-ბელი;

ვ) მოსწავლეთა ოჯახური პირობების შესწავლა და მისი გათვალისწინება მუშაობაში;

თ) საჭიროების მიხედვით მოცემულ კლასში მომუშავე პედაგოგთა მცირე თათბირის ჩატარება, სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის რეგულირების, მოსწავლეებისადმი ერთიანი პედაგოგიური მოთხოვნების განსაზღვრისა და კონკრეტული ზომების მიღების, სასწავლო და საზოგადოებრივ საქმიანობაში მათთვის დახმარების მიზნით;

ი) გაკვეთილებზე მოსწავლეების სტაბილური დასწრების უზრუნველყოფა, კლასში და სასწავლო დაწესებულებაში მშობელთა მორიგეობის ორგანიზაცია და თვალყურის დევნება მის შესრულებაზე; მოსწავლეთა მეშვეობით საკლასო ოთახების და კაბინეტების სათანადო ესთეტიკური გაფორმება, სანიტარულ-ჰიგიენური პირობების დაცვა, სასკოლო ინვენტარის გაფრთხილება, მოსწავლეთა იერსახის მოწესრიგება.

კ) მოსწავლეთა საკლასო კრებების პერიოდულად ჩატარება კლასის საქმიანობის ანალიზისა და გაუმჯობესების მიზნით;

ლ) კლასგარეშე და სკოლისგარეშე სასწავლო-აღმზრდელობითი ღონისძიებების ორგანიზება და ჩატარება;

მ) სკოლის ადმინისტრაციასთან ერთად ე.წ რთული ქცევის მქონე მოსწავლეებსა და  პედაგოგიურად ხელმიშვებულ მოსწავლეებსა და მათ მშობლებთან ინდივიდუალური მუშაობა;

ნ) სათანადო ზომების მიღება მოსწავლეთა წახალისებისა, საჭიროების შემთხვევაში-დასჯისათვის;

ო) მოსწავლეთა პირადი საქმეების, კლასის დამრიგებლის პორტფოლიოს წარმოება, სათანადო ცვლილებების დროულად შეტანა;

პ) სასწავლო წლის ყოველ სემესტრში ადგენს თავისი კლასის აღმზრდელობითი მუშაობის გეგმას, რომლის შინაარსი განისაზღვრება სასწავლო დაწესებულების საერთო ამოცანებით, მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურებებით, სასკოლო ცხოვრების მიმდინარე მოთხოვნებითა და სხვა;

ჟ) წლიური გეგმის საფუძველზე კლასის ხელ-ლი ადგენს აღმზრდელობითი მუშაობის გეგმას, მასში შეაქვს კონკრეტული, გულდასმით მოფიქრებული საკითხები, მონაწილეთა და ჩატარების ზუსტი თარიღის მითითებით, აკეთებს ჩატარებული ღონისძიებების ანალიზს;

რ) კლასის ხელ-ლი პერიოდულად აბარებს ანგარიშს პედ. საბჭოს სასწავლო წლის განმავლობაში მოსწავლეთა აკადემიური წარმატებების, მეცადინეობებზე დას-წრების, ყოფაქცევისა და კლასგარეშე და სკოლისგარეშე მუშაობის შესახებ;

ს) აკეთებს მოხსენებას სასწავლო დაწესებულებების კლასის ხელ-თა სხდომაზე, აგრეთვე მშობელთა კრებებზე;

ტ) კლ. ხელ-ლს უფლება აქვს, საჭიროების მიხედვით ჩაატაროს კრება (თათბირი) მისი სადამრიგებლო კლასის მასწავლებლებთან, მოსწავლეებთან, მშობლებთან სწავლებისა და აღზრდის საკითხებზე;

უ) მიიღოს მონაწილეობა პედ. საბჭოს სხდომაზე ნებისმიერი საკითხის განხილვაში, რომელიც ეხება მოსწავლეთა აღზრდას, კლასის ხელ-ლის მუშაობას; უფლება აქვს თავისი მოსაზრებანი გააცნოს პედ. საბჭოს სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის გაუმჯობესების შესახებ;

ფ) წარუდგინოს სასწავლო დაწესებულების ხელმძღვანელობას წინადადებები სწავლასა და შრომაში მოსწავლეთა წარმატებების, საზოგადოებრივ საქმიანობაში აქტიური მო-ნაწილეობის თაობაზე, მათი წახალისების ან სწავლებისადმი არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულების, ყოფაქცევის წესების დარღვევის, არასაპატიო მიზეზით გაკვეთილების გაცდენის შესახებ, დისციპლინური სასჯელის თაობაზე;

ქ) განსაკუთრებულ შემთხვევაში მოიწვიოს მოსწავლეთა მშობლები მათი შვილების აღზრდის საკითხების ერთობლივად გადაწყვეტისათვის;

4 კლასის მშობელთა კრებას იწვევს კლასის დამრიგებელი. უფრო ფართო წარმომადგენლობით მშობელთა კრებას იწვევს დირექტორი, პედ-საბჭო.

5 კლასის მშობელთა კრება მოიწვევა სასწავლო წლის დაწყებიდან ერთი კვირის ვადაში, სემესტრის დამთავრებიდან ერთი კვირის ვადაში და სასწავლო წლის დამთავრებიდან ერთი კვირის ვადაში. ოპერატიულ საკითხთა გადასაწყვეტად შეიძლება, მოწვეულ იქნეს რიგგარეშე კრება. რიგგარეშე კრების მოწვევის საკითხს კლასის დამრიგებელი უთანხმებს სკოლის დირექტორს;

6 კლასის კრებაზე შეიძლება, მოწვეულ იქნეს ნებისმიერი საგნის მასწავლებელი და სკოლის ადმინისტრაციის წევრები. მოწვევისას ისინი ვალდებული არიან დაესწრონ კრებას.

7 დამრიგებლის სავალდებულო დოკუმენტაცია:

  1. სასკოლო ჟურნალზე მონიტორინგი და კონტროლი;
  2. სადამრიგებლო ჟურნალი – დემოგრაფიული მონაცემები, სადამრიგებლო პროგრამა, კლასის საათის თემატიკა და ანალიზი, მშობლეთა კრებების ოქმები, მონიტორინგის შედეგების ანალიზი და სხვა);
  3. კითხვარები მოსწავლეთა და მშობელთათვის;
  4. უბის წიგნაკი – მოსწავლეთა დასწრება–დაგვიანების ყოველდღიური აღრიცხვა, კომენტარები თითოეულ მოსწავლეზე, მშობელთა შეხვედრების ემოცია და სხვა);
  5. სემესტრული და წლიური ანგარიშები;
  6. ექსკურსიების დაგეგმვისა და ჩატარების განრიგი და ანგარიში;
  7. კლასგარეშე ღონისძიებების ჩატარების განრიგი და ანგარიში;
  8. მონიტორინგის შედეგების ანალიზი – ადმინისტრაციის მონიტორინგი, საკუთარი (მასწავლებელებთან და მშობლებთან ინფორმაციის გაცვლა, მოსწავლის სულიერი და აკადემიური დონის ამაღლების მიზნით);
  9. პრობლემურ მოსწავლეზე დაკვირვების ჩანაწერები (პრობლემა და ჩატარებული ღონისძიებები);
  10. მოსწავლეთა განცხადებების და ცნობები.
  11. მოსწავლეთა გაკვეთილებზე დასწრების ჩანაწერები.
  12.  ჩატარებული ღონისძიებების ამსახველი მასალა (ფოტო, ვიდეო ან აუდიო), ტექსტური ინფორმაცია ასეთის არსებობის შესახებ;

მუხლი 17.  ისტ.მენეჯერი

  1. ინფო-ტექნოლოგიების განხრით სიახლეების შემოტანა-დანერგვის უზრუნველყოფა.
  2. მოსწავლეებისა და მასწავლებლების სრული კომპიუტერული გადამზადება შესაბამისი ტრენინგებისა და შეხვედრების ჩატარებით.
  3. ჟურნალებისა და სხვა ტიპის ელექტრონული პროდუქციის წარმოების უზრუნველყოფა კომპიუტერული სასწავლო ცენტრის შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა.
  4. უზრუნველყოფს სასკოლო ღონისძიებების ინიცირებასა და ჩატარებას ინფო-ტექნოლოგიების საფუძველზე.
  5. უზრუნველყოფს შიდასასკოლო პროექტების, კონკურსებისა და სხვა ტიპის აქტივობების კომპიუტერის გამოყენებით განხორციელებას.
  6. თანამშრომლობს სხვადასხვა სასწავლო თუ არასასწავლო დაწესებულებებთან კონკურსების, ღონისძიებების ჩატარების მიზნით.
  7. აწყობს შეხვედრებს , პრეზენტაციებს.
  8. კათედრებისათვის შესაბამისი საიტების კატალოგის შედგენა (საგაკვეთილო პროცესის ხელშეწყობის მიზნით).
  9. სამინისტროსა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოცხადებული პროექტების განხორციელება, მოსწავლეთა და მასწავლებელთა აქტიური ჩართვა.
  10. პასუხისმგებელია კომპიუტერული სასწავლო კაბინეტის მოვლა–პატრონობაზე.
  11. ყველა მასწავლებლის მონაცემთა კომპიუტერული ბაზის შექმნა.
  12. აწარმოებს მოსწავლეთა მოძრაობის ელექტრონულ ვერსიას.
  13. მთელი სკოლის საჭიროების მიხედვით მონაცემთა ელექტრონული ვერსიის წარმოება
  14. მასწავლებლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის შედგენა-წარმოება.
  15. ინტეგრირებული გაკვეთილების ჩატარების უზრუნველყოფა.

მუხლი 18.  საქმის მწარმოებელი

  1. ხელმძღვანელობს კანცელარიის საქმიანობას.
  2. პასუხისმგებელია მოსწავლეთა პირადი საქმეების წარმოება-შენახვაზე.
  3. პასუხისმგებელია სკოლის მთელი კოლექტივის პირადი საქმეების წარმოება-შენახვაზე.
  4. აწარმოებს და კონტროლს უწევს შემოსული და გასული კორესპონდენციების ჟურნალს.
  5. აწარმოებს და კონტროლს უწევს ანბანური წიგნის წარმოებას;
  6. 6. პასუხისმგებელია დირექტორის მიერ გამოცემული ბრძანების გაცნობაზე დაინტერესებულ პირთათვის.

მუხლი 19.  ბიბლიოთეკარი

  1. ბიბლიოთეკარი მუშაობას წარმართავს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით, სკოლის შინაგანაწესითა და წესდებით და საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში.
  2. ზრუნავს ბიბლიოთეკაში მოსწავლეთა მაქსიმალური ჩართულობისათვის, როგორც ინდივიდუალურად, ისე ჯგუფურად.
  3. ხელს უწყობს ბიბლიოთეკაში წიგნადი ფონდის გაზრდას და მისი საგანმანათლებლო მიზნებისათვის გამოყენებას.
  4. სასწავლო წლის დასაწყისში ადგენს სამუშაო გეგმას და დასამტკიცებლად წარუდგენს დირექტორს.
  5. ბიბლიოთეკარი პასუხისმგებელია:
    წიგნადი ფონდის დაცვაზე, შენახვაზე, მოვლა-პატრონობასა და ელექრონული კატალოგით უზრუნველყოფაზე;
  6. ბიბლიოთეკის მომხმარებელთათვის ხელსაყრელი პირობების შექმნაზე, მათი შმდგომი განვითარებისათვის;
  7. ბიბლიოთეკის კომპიუტერიზაციის საფუძველზე საბიბლიოთეკო მუშაობაში უახლესი ტექნოლოგიის დანერგვა-განვითარებაზე.
  8. წიგნადი ფონდის პერიოდულ შესწავლას, შემოწმებას, დაზიანებულის განახლებას;
  9. კითხვის კულტურის დონის ამაღლებისათვის ზრუნვას;
  10. სკოლის კოორდინატორთან ერთად კლასგარეშე და სკოლისგარეშე ღონისძიებების ორგანიზებასა და ჩატარებას თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
  11. დადგენილი წესით ატარებს ბიბლიოთეკის ინვენტარიზაციას და აღრიცხავს ბიბლიოთეკის სასკოლო ქონებას;
  12. პასუხისმგებელია მათ კანონიერად გამოყენებაზე;
  13. გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშს აბარებს პედ.საბჭოს წელიწადში ერთხელ.

მუხლი 20. დამლაგებელი

  1. დამლაგებელი ვალდებულია სამუშაო ადგილზე გამოცხადდეს გრაფიკის შესაბამისად.
  2. დაალაგოს გაპიროვნებული ტერიტორია,
  3. სასწავლო პროცესისა და დასვენების პერიოდში უზრუნველყოს სისუფთავის დაცვა.
  4. სამუშაო ადგილი დატოვოს სკოლის დასუფთავების შემდეგ.
  5. არ დაუშვას მორიგეობის გაცდენა.
  6. დამლაგებელთა მუშაობას კონტროლს უწევს დირექტორის მოადგილე სამეურნეო დარგში.

 მუხლი 21. დაცვის სამსახური, დარაჯი.

  1. სკოლის დარაჯი ვალდებულია დაიცვა შინაგანაწესი.
  2. ის პასუხისმგებელია უსაფრთოების წესების დაცვაზე;
  3. ახორციელებს მეთვალყურეობას სკოლაში წესრიგისა და დისციპლინის დაცვაზე;
  4. თანამშრომლობს სკოლაში დასაქმებულ პირებთან და ითვალისწინებს მათ წინადადებებს საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით;
  5. ახორციელებს სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლეთა, მშობელთა და დასაქმებულთა მოსვლა-წასვლის ზედამხედველობას;
  6. დარაჯის მუშაობის გრაფიკს ადგენს დირექტორის მოადგილე სამეურნეო დარგში.

უხლი 22. შრომის დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო

უსაფრთხოების ზოგადი წესები

1 თანამშრომლებს შორის უსაფრთხო, ნორმალური სანიტარულ-ჰიგიენური პირობების შექმნა.

2 სკოლა, თანახმად ტიპური შრომის შინაგანაწესისა, ვალდებულია, გაატაროს ქმედითი ღონისძიებები შრომის უსაფრთხოების პირობებისათვის, ჩაატაროს უბედური შემთხვევების თავიდან აცილების ღონისძიებები.

3 ყველა მომსახურე ვალდებულია, დაიცვას ხანძარსაწინააღმდეგო წესები, სწორი ორგანიზაცია გაუკეთოს აალებადი მასალების შენახვას.

4 ყველა მუშაკს უნდა შეეძლოს სწრაფად და სწორად მოიყვანოს მოქმედებაში ხელის ცეცხლმქრობი და დაიცვას გამოყენების სიფრთხილე, ასევე იცოდეს მისი მოვალეობა ხანძრის შემთხვევაში და ევაკუაციის ფორმა.

5 მომსახურე ვალდებულია სამსახურის დამთავრების შემდგომ გამოთიშოს ელექტროქსელიდან ყველა ელექტრო მოწყობილობა (სანათი, ელ. ქურა, კონდიციონერი, კომპიუტერი და სხვა)

მუხლი 23.  სკოლის მუშაობის რეჟიმი

სკოლაში სასწავლო წელი იწყება 14 სექტემბრეს.

სწავლის ხანგრძლივობა განისაზღვრება 2 სემესტრით.

არდადეგები გათვალისწინებულია სკოლის მიერ შემუშავებული სასწავლო კალენდრის მიხედვით, რომელშიც გათვალისწინებულია ძირითადი რელიგიური დღესასწაულები.

I სემესტრი _ იწყება 14 სექტემბერს და მთავრდება 30 დეკემბერს;

II სემესტრი _ იწყება 15 იანვარს და მთავრდება 15 ივნისს

სასწავლო პროცესი წარიმართება შემდეგი დღის რეჟიმით:

გაკვ დაწყება დამთავრება შესვენება
I 9 00 9 45 10 წთ
II 9 55 10 40 5 წთ
III 10 45 11 30 5 წთ
IV 11 35 12 20 5 წთ
V 12 25 13 20 30 წთ
VI 13 50 14 35 5 წთ
VII 14 40 15 35  5 წთ
VIII 15 40 16 25

I კლასში სასწავლო პროცესი წარიმართება შემდეგი დღის რეჟიმით:

გაკვ დაწყება დამთავრება შესვენება
I 9 00 9 35 15 წთ
II 9 50 10 25 15 წთ
III 10 40 11 15 15 წთ
IV 11 30 12 05 15 წთ
V 12 20 12 55

II კლასში სასწავლო პროცესი წარიმართება შემდეგი დღის რეჟიმით:

გაკვ დაწყება დამთავრება შესვენება
I 9 00 9 40 10 წთ
II 9 50 10 30 10 წთ
III 10 40 11 20 10 წთ
IV 11 30 12 10 10 წთ
V 12 20 13 00

სამუშაო კვირა განისაზღვრება 5 დღით. საჭიროების შემთხვევაში, დირექტორის ბრძანების საფუძველზე შეიძლება გამოვიყენოთ შაბათი დღე.

ღონისძიებები, კონკურსები და შეჯიბრებები, დამატებითი მეცადინეობები ტარდება გაკვეთილების შემდეგ ან შაბათ-კვირას.

მუხლი 24. სკოლაში მომუშავე პირთა მიღება-დათხოვნის წესი:

4.1 სკოლის რექტორთან შეთანხმებით, მასწავლებელთა და არაპედაგოგ თანამშრომელთა შტატები და რაოდენობა, ადმინისტრაციის წევრთა შტატები და რაოდენობა განისაზღვრება განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებული ნორმატივებით, ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში სკოლაში მოსწავლეთა რაოდენობის მიხედვით.

4.2 მუშაკი შრომის უფლების რეალიზებას ახდენს სკოლაში შრომითი ხელშეკრულების დადებით.

4.3 მოქალაქე (მისაღები პირი) ვალდებულია, სამუშაოზე მიღებისას საჯარო სკოლის დირექციას წარუდგინოს შემდეგი საბუთები:

  • კადრების აღრიცხვის ფურცელი, ავტობიოგრაფია ან CV;
  • პირადობის მოწმობის ქსეროასლი;
  • განათლების დამადასტურებელი საბუთი;

4.4 მუშაკთა მიღება ხორციელდება კონკურსის წესით, კონკურსის პირობებს და შინაარსს ადგენს ადმინისტრაცია რექტორთან შეთანხმებით. მუშაკი სამსახურში მიღებულად ჩაითვლება, როცა რექტორის თანხმობით გაფორმდება ორმხრივი ხელშეკრულება, ხელმოწერის დადასტურებით, სადაც მითითებული იქნება მინდობილი სამუშაო, შრომისა და შრომის ანაზღაურების პირობები, ორმხრივი უფლება-მოვალეობანი, დაფუძნებული შრომის კანონთა კოდექსზე.

4.5 დამსაქმებელი ვალდებული არ არის დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტელება დასაქმებაზე უარის თქმის შესახებ.

4.6 თითოეულ მომუშავე პირზე გახსნილია პირადი საქმე.

4.7 შრომის ხელშეკრულების დადება შეიძლება მხოლოდ კანონმდებლობით გათვალისწინებულ საფუძველზე:

ა) მუშაკს უფლება აქვს, მოშალოს გარკვეული ვადით დადებული შრომის ხელშეკრულება, მაგრამ ამის შესახებ წერილობით უნდა ეცნობოს ადმინისტრაციას ერთი კვირით ადრე.

ბ) ვადის გასვლის შემდეგ მუშაკი უფლებამოსილია, შეწყვიტოს ხელშეკრულება, ხოლო ადმინისტრაცია ვალდებულია, გაუსწოროს ანგარიში და მისცეს წიგნაკი.

გ) შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის ან ვადის გასვლის შემდგომ ვაკანტურ ადგილზე პიროვნების აყვანა მოხდება კონკურსის წესით.

დ) შეთავსებით მოწვეულ სპეციალისტთან დადებული ხელშეკრულება არ უნდა აღემატებოდეს ერთ სასწავლო წელს. ყოველ საპენსიო ასაკშესრულებულ პიროვნებასთან იდება ხელშეკრულება, არაუმეტეს ერთი სასწავლო წლისა.

4.8 სკოლის მუშაკები ვალდებულნი არიან:

  • იყვნენ მართლმადიდებელი ქრისტიანი, აღმსარებელი და მაზიარებელი.
  • იმუშაონ კეთილსინდისიერად, ზუსტად შეასრულონ სკოლის წესდებით, შრომის შინაგანაწესით, დებულებებით და კანონით მათზე დაკისრებული მოვალეობანი.
  • დაიცვან შრომის დისციპლინა. დროზე გამოცხადდნენ სკოლაში, დაიცვან სამუშაო დროის ხანგრძლივობა და მაქსიმალურად გამოიყენონ იგი მათზე დაკისრებულ მოვა-ლეობათა შემოქმედებითი და ეფექტიანი შესრულებისათვის, დროულად და ზუსტად შეასრულონ ადმინისტრაციის განკარგულებანი.
  • მტკიცედ დაიცვან საშემსრულებლო დისციპლინა. მუდმივად გამოავლინონ შემოქმედებითი ინიციატივა შრომითი საქმიანობის მაღალი შედეგების მისაღწევად.
  • დაიცვან შრომის და ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის მოთხოვნები.
  • ყოველთვის იყონ ყურადღებიანნი ბავშვების მიმართ, კორექტულნი მოსწავლეების მშობლებთან და თანამშრომლებთან.
  • გაუფრთხილდნენ სასკოლო ინვენტარს, დგამ-ავეჯს, ეკონომიურად ხარჯონ მასალები, სათბობი და ელ. ენერგია.
  • დირექტორის ბრძანებით, სასწავლო საქმიანობაზე დამატებით, მასწავლებლებს შეიძლება ერთი სასწავლო წლით დაეკისროთ კათედრის, წრის, კლასის ხელმძღვანელობა.
  • დაუშვებელია სამსახურში ნარკოტიკული ნივთიერებების, ცივი და ცეცხლსასროლი იარაღის, ალკოჰოლური სასმელის შემოტანა, მოხმარება, გავრცელება, გამოყენება, თამბაქოს მოწევა, არაფხიზელ მდგომარეობაში გამოცხადება. ისეთი ნივთიერებების შემოტანა, რომელიც საფრთხეს შეუქმნის მოსწავლე-ახალგაზრდობას.

4.9 მასწავლებლის და სხვა მუშაკის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემდეგი ადმინისტრაციული სახდელები:

ა) გაფრთხილება;

ბ) საყვედური;

გ) სასტიკი საყვედური (ფინანსური სახდელი);

დ) სამსახურიდან განთავისუფლება;

4.10 მასწავლებელს ადმინისტრაციულ სახდელს ადებს დირექტორი. 4.12 პუნქტის ა, ბ, გ შეიძლება გასაჩივრდეს განათლების სისტემის ორგანოებსა და სასამართლოში.

4.11 მასწავლებლის პირადი განცხადების საფუძველზე ან უამისოდ 4.12 პუნქტის ა, ბ, გ სასჯელები შეიძლება მოეხსნას სასჯელის მიღებიდან ექვსი თვის შემდეგ დირექტორის გადაწყვეტილებით.

4.12 მასწავლებელს შეიძლება გამოეცხადოს:

ა) გაფრთხილება:

  • ორზე მეტი დაგვიანებისათვის (გაკვეთილებზე, თათბირებზე, პედსაბჭოსა და სამსახურში) ან გაკვეთილის არასაპატიო მიზეზით გაცდენისთვის;
  • პედაგოგიური და კოლეგიალური ეთიკის ნორმების დარღვევისათვის;
  • უსაფრთხოების წესების დარღვევისათვის;
  • სასკოლო დოკუმენტაციის არ ქონის ან ზერელედ შევსებისა და მოხმარებისათვის

ბ) საყვედური:

  • მეორე გაფრთხილების მიღებისას;
  • ხუთზე მეტი დაგვიანებისათვის ან ორი და მეტი გაკვეთილის არასაპატიო მიზეზით გაცდენისას;
  • მასწავლებლის ეთიკის ნორმების დარღვევისათვის;
  • მოსწავლის ან კოლეგის სიტყვიერი თუ ფიზიკური შეურაცყოფისათვის;
  • სკოლისთვის მატერიალური ზარალის მიყენებისათვის;
  • უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევისათვის;
  • პედსაპჭოს არასაპატიო მიზეზით გაცდენისათვის;

  • დამრიგებლისთვის დაკისრებულ მოვალეობათა შეუსრულებლობისათვის.

გ) სასტიკი საყვედური:

  • ორი საყვედურის ან გაფრთხილებისა და საყვედურის მიღებისათვის;
  • სისტემატური დაგვიანებისათვის ან ათზე მეტი გაკვეთილის გაცდენისათვის;
  • მოსწავლის ან კოლეგის სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცყოფისათვის;
  • შინაგანაწესით დაკისრებულ მოვალეობათა შეუსრულებლობისათვის;
  • სკოლისათვის მატერიალური ზარალის მიყენებისათვის;
  • გაკვეთილის ჩაშლისათვის;
  • პედსაბჭოს ორი ან მეტი სხდომის არასაპატიო მიზეზით გაცდენისათვის;
  • დამრიგებლისთვის დაკისრებულ მოვალეობათა შეუსრულებლობისათვის, ისეთი ქმედების ჩადენისათვის, რომელიც ლახავს სკოლის სახელს.

დ)   სამუშაოდან შეიძლება განთავისუფლდეს:

  • ხელშეკრულებაში მითითებული ვადის გასვლის გამო;
  • საკუთარი ინიციატივით;
  • დაწესებულების ლიკვიდაციის გამო;
  • შტატებით გათვალისწინებული საშტატო ერთეულის შემცირებისას;
  • თანამდებობასთან შეუსაბამობისათვის;
  • დისციპლინური გადაცდომისათვის;
  • ხანგრძლივი შრომისუუნარობის (30 კალენდარული დღე) გამო;
  • ასაკის გამო;
  • დადგენილი მოთხოვნების დარღვევისათვის;
  • სხვა დაწესებულებაში გადასვლასთან დაკავშირებით;
  • რელიგიური შეხედულების შეცვლის გამო;
  • გარდაცვალების გამო.

მუხლი 25. სამსახურეობრივ საკითხებზე შესაბამისი დოკუმენტების

თანამშრომელთათვის გაცნობის წესი

5.1 დანიშნულების მიხედვით შესაბამისი დოკუმენტების დაგზავნით, აუცილებლობის შემთხვევაში ტექსტის დარიგებით ხელმოწერის ქვეშ. ბრძანება, განკარგულება, დადგენილება დაიყვანება ზემდგომის მიერ უშუალო შემსრულებლამდე და ეს უკანასკნელი ვალდებულია მის შესრულებაზე.

  მუხლი 26ხელფასის გაცემის დრო და ადგილი

ხელფასის გაცემა მოხდება თვეში ერთხელ, კვირეული დატვირთვიდან გამომდინარე, `რესპუბლიკა” ბანკის ფილიალებში თანამშრომლებზე გახსნილ პირად ანგარიშზე ჩარიცხული თანხით, პლასტიკური ბარათის მეშვეობით.

 მუხლი 27სამსახურში გამოუცხადებლობის შეტყობინების წესი

თანამშრომელი ვალდებულია, სამსახურში გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ იმავე დღეს აცნობოს ხელმძღვანელობას, ხოლო ავადმყოფობის შემთხვევაში წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტი.

მუხლი 28. დასვენება, შვებულება, მივლინება.

  1. სკოლაში დასქმებულს შეუძლია ისარგებლოს ანაზღაურებადი და ანაზღაურების გარეშე შვებულებით და გაგზავნილ იქნას მივლინებით დირექტორის ბრძანებით სკოლის საჭიროებიდან განმომდინარე.
  2. ანაზღაურებადი შვებულება ეძლევა ადმინისტრაციას და დამხმარე ტექ-პერსონალს 24 სამუშაო დღის განმავლობაში, ხოლო მასწვლებელს – 48 კალენდარული დღის განმავლობაში.
  3. ანაზღაურების გარეშე შვებულება ეძლევა დასაქმებულს არანაკლებ 15 კალენდარული დღისა და არაუმეტეს ერთი კალენდარული წლისა.
  4. დირექტორის გადაწყვეტილებით ახლადდაქორწინებულებს ეძლებათ დამატებით 10 სამუშაო დღით ანაზღაურებადი შვებულება.
  5. მუშაკის დასვენების დღეებია შაბათი და კვირა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი და საეკლესიო უქმე დღეები (საუფლო დღესასწაულები).
  6. 6 დღიანი სწავლება დასაშვებია თუ სკოლას გაუთვალისწინებლად გაუცდა სასწავლო დღე
  7. მივლინებული თანამშრომლის სამივლინებო ხარჯების ანაზღაურება ხორციელდება, სამივლინებო ბარათის წარმოდგენის შემდეგ.

მუხლი 29. დოკუმენტაციის ნუსხა

  1. პირადი საქმეში საჭირო დოკუმენტების ნუსხა (დანართი 1.)

კათედრის პორტფოლიოს აუცილებელი დოკუმენტაციის ჩამონათვალი (დანართი 2).

  1. კათედრის პორტფოლიოს აუცილებელი დოკუმენტაციის ჩამონათვალი (დანართი 2).
  2. დამრიგებლის პორტფოლიოს აუცილებელი დოკუმენტაციის ჩამონათვალი (დანართი 3).
  3. მასწავლებლის პორტფოლიოს აუცილებელი დოკუმენტაციის ჩამონათვალი (დანართი 4).

მუხლი 30. შრომის შინაგანაწესის დამტკიცების, გაცნობისა და მასში

ცვლილებების შეტანის წესები

1 შინაგანაწესს რექტორთან (მმართველ საბჭოზე) შეთანხმებით ამტკიცებს დირექტორი პედაგოგიურ საბჭოსთან განხილვის შემდეგ.

2 საკითხი, შინაგანაწესში ცვლილებების შეტანის შესახებ, შეიძლება დააყენოს სკოლის პედაგოგიური  საბჭოს 1/3-მა, წერილობით დასაბუთებული მოსაზრებების წარმოდგენის შემდეგ.

3 შინაგანაწესში შესატანი ცვლილებები წარედგინება განსახილვევად სკოლის პედაგოგიურ საბჭოს და მმართველ საბჭოს. რექტორის თანხმობის შემთხვევაში ბრძანებით ამტკიუცებს დირექტორი.

4 შინაგანაწესის გაცნობა აუცილებელია მოქალაქისთვის სამსახურში მიღებისას.

5 შინაგანაწესი ძალაში შედის დამტკიცების დღის მომდევნო სამუშაო დღიდან.

შინაგანაწესის შედგენისას გამოყენებულია შემდეგი საკანონმდებლო აქტები:

          სკოლის წესდება;

  • საქართველოს კონსტიტუცია;
  • კანონი ზოგადი განათლების შესახებ;
  • ბავშვთა უფლებების კონვენცია;
  • ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები;
  • ეროვნული სასწავლო გეგმა;
  • მასწავლებელთა პროფესიული სტანდარტი;
  • მასწავლებლის ეთიკის კოდექსი;
  • დირექტორის ეთიკის კოდექსი;
  • მოსწავლის ქცევის წესები;
  • შრომის კანონი;

  დანართები (მუხლი N29-ის)

  პირადი საქმეში საჭირო დოკუმენტების ნუსხა (დანართი 1.)

  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • მასწავლებლის კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის
    (დიპლომი და სხვა) ასლი;
  • CV;
  • შრომითი ხელშეკრულება ან ბრძანება დანიშვნის შესახებ;

  1. კათედრის პორტფოლიოს აუცილებელი დოკუმენტაციის ჩამონათვალი (დანართი 2).
ჩამონათვალი
1)   თავფურცელი;
2)   კალენდარი;
3)   მისია;
4)   კათედრის დებულება
5)   საგნობრივი კათედრის შემადგენლობა;
6)   საათების განაწილების გრაფიკი
7)   სახელმძღვანელოები: ძირითადი და დამხმარე;
8)   სასარგებლო მასალების ჩამონათვალი:
9)   კათედრის სამუშაო გეგმა;
10)  კათედრის მუშაობის განრიგი;
11)  სხდომის ოქმები;
12)  შეფასების სისტემა. შეფასების სქემები და რუბრიკები
13)  თემატურ-კალენდარული გეგმები
14)  შემაჯამებელი სამუშაოს ჩატარების განრიგი
15)  ყველა კლასის შემაჯამებელი სამუშაოს ანალიზი
16)  თითოეული მასწავლებლის შემაჯამებელი სამუშაოს წლიური ანალიზები
17)  შემაჯამებლის წლიური ანალიზები
18)  ყველა კლასის შემაჯამებელი დავალებების ნიმუშები;
19)  გაკვეთილებზე დასწრების განრიგი.
20)  მასწავლებლებთან გამოცდილების გაზიარების ამსახველი დოკუმენტაცია;
21)  გაკვეთილების შეფასების რუბრიკა/ანალიზი;
22)  გაკვეთილების გეგმის ნიმუშები, რომლის განხილვაც მოხდა კათედრაზე.
23)  პროფესიულ და საგნობრივ ტრენინგებზე მასწავლებლის დასწრების   სია და მასალები;
24)  სასწავლო პროცესში გამოყენებული სასარგებლო მასალები (ფოტო, ვიდეო, აუდიო მასალები და სხვა თვალსაჩინოებები);
25)  მასწავლებლის სემესტრული და წლიური ანგარიშები;
26)  დირექტორის მიერ კათედრის  მუშაობის შეფასება;

  1. დამრიგებლის პორტფოლიოს აუცილებელი დოკუმენტაციის ჩამონათვალი (დანართი 3).
ჩამონათვალი
1)   თავფურცელი;
2)   მისია;
3)   კალენდარი;
4)   დამრიგებლის დებულება
5)   მოსწავლეთა დემოგრაფიული მონაცემები
6)   მოსწავლეთა მდგომარეობის შესწავლა
7)   წლიური   სამოქმედო  გეგმა.
8)   ცხრილი
9)   მოსწავლეთა წრეებში ჩართულობა
10)  შემაჯამებელი სამუშაოს განრიგი
11)  შემაჯამებლების შედეგები
12)  შემაჯამებელი სამუშაოს შედეგები
13)  აკადემიური მოსწრების მონიტორინგები
14)  I, II და წლური აკადემიური მოსწრების ციფრული ანგარიში
15)  ექსკურსიების მარშრუტი და ამსახველი მასალა (არსებობის შემთხვევაში)
16)  კლასთან  მუშაობის ანგარიშები
დამრიგებლის ჟურნალი
17)  კლასთან მუშაობის პრიორიტეტები;
18)  მოსწავლეთა საანკეტო მონაცემები;
19)  გაკვეთილების ცხრილი;
20)  სასწავლო სახელმძღვანელოები;
21)  სასწავლო სახელმძღვანელოების მოსწავლეზე განაწილება;
22)  მოსწავლეთა წახალისებისა და დისციპლინური სასჯელი
23)  მოსწავლეთა სურვილები და წინადადებები;
24)  სადამრიგებლო პროგრამა;
25)  კლასის კრებები;
26)  კლასის საათი;
27)  საგნობრივი, საკლასო, სასწავლო – შემოქმედებითი სახის ღონისძიებების აღრიცხვა;
28)  ოლიმპიადებში და კონფერენციებში მონაწილება;
29)  მოსწრების სტატისტიკური ანგარიში;
30)  შეფასების უწყისი;
31)  მშობლების საკონტაქტო მონაცემები;
32)  მშობელთა კრებები;
33)  ვიზიტი ოჯახში;
34)  მშობელთან ინდივიდუალური შეხვედრების აღრიცხვა;
35)  აკადემიური შეფასება;
36)  განხორციელებული აქტივობები ანოტაციით;
37)  კლასის ანალიზი;
38)  დამრიგებლია ანგარიში;
39)  გაცდენების აღრიცხვა;
40)  პედაგოგთა კონსილიუმი;
41)  განცხადებები და ცნობები, მათ შორის შემაჯამებელი სამუშაოს აღდგენებისთვის
42)  სხვა დამატებითი მასალები
43)  კლასის საათის ამსახველი დოკუმენტაცია

  1. მასწავლებლის პორტფოლიოს აუცილებელი დოკუმენტაციის ჩამონათვალი (დანართი 4).
ჩამონათვალი
1)   თავფურცელი;
2)   მისია;
3)   კალენდარი;
4)   მასწავლებლის პირადი მონაცემები – CV;
5)   მასწავლებლის პროფესიის დამადასტურებელი დოკუმენტების ქსეროასლები;
6)   კლასის მიხედვით მოსწავლეთა მონაცემები;
7)   ცხრილი და განრიგი (პირადი);
8)   კლასების მიხედვით სახელმძღვანელოების ჩამონათვალი: ძირითადი და დამხმარე;
9)   ინდივიდუალური სამოქმედო გეგმა (სასწავლო წლის გეგმა)
10)  თემატურ-კალენდარული გეგმა
11)  შეფასების სქემები და რუბრიკები
12)  შემაჯამებელი სამუშაოების განრიგი;
13)  შემაჯამებელი სამუშაო (დოკუმენტური მასალა, ყველა მოსწავლეზე, ინახება სამასწავლებლოში);
14)  შემაჯამებელი სამუშაოს ანალიზი
15)  შემაჯამებლის თითო ნიმუში ვარიანტის მიხედვით, +რუბრიკა;
16)  მოსწავლეთა განმავითარებელი შეფასების სქემები (კომენტარები, მონიტორინგი, რეკომენდაციები…)
17)  მოსწავლეების ოლიმპიადებში, კონფერენციებში, კონკურსებში და სხვა მონაწილეობა (არსებობის შემთხვევაში)
18)  ანგარიშები (I და II სემესტრის და წლიური)
19)  ფოტო, ვიდეო მასალა და სხვა;;

ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს

წმიდა მიტროპოლიტ ნაზარი ლეჟავას სახელობის სამტრედიის მართლმადიდებლური სკოლის

    შ ი ნ ა გ ა ნ ა წ ე ს ი 

განხილულია  პედაგოგიურ და მმართველ საბჭოზე;

2015 წელი

თავი 1.

მართლმადიდებლური სკოლის სტატუსი

წმიდა მიტროპოლიტ ნაზარი ლეჟავას სახელობის სამტრედიის მართლმადიდებლური სკოლა არის საქართველოს მართლმადიდებლური ავტოკეფალური ეკლესიის მიერ დაფუძნებული, არაკომერციული არასამეწარმეო იურიდიული პირი, რომელიც ზოგადი განათლების შესახებ კანონის შესაბამისად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და საქართველოს საპატრიარქოს განათლების ცენტრთან ერთად ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას და უზრუნველყოფს ზოგადი განათლების მიღებას დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურზე ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით.

შინაგანაწესის შემუშავებისას ვეყრდნობით: ბავშვთა უფლებათა დაცვის დეკლარაციას, მოსწავლეთა ქცევის კოდექსს, მასწავლებლის ეთიკის კოდექსს, სკოლის წესდებას, კონსტიტუციას, შრომის კანონთა კოდექსს.

თავი 2.

სკოლის ხედვა, მისია, მიზანი:

 წმიდა მიტროპოლიტ ნაზარი ლეჟავას სახელობის სამტრედიის მართლმადიდებლური სკოლის ხედვა:

  • წმიდა მიტროპოლიტ ნაზარი ლეჟავას სახელობის სამტრედიის მართმადიდებლური სკოლა არის ეფექტური, უსაფრთხო, წამახალისებელი, სულიერი გარემო, სადაც მიმდინარეობს უწყვეტი სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი;
  • განათლება არის თანაზიარი პასუხისმგებლობა მოსწავლებს, მათ ოჯახებსა და სასკოლო საზოგადოებას შორის;
  • ყველა მოსწავლეს შეუძლია მიიღოს განათლება და კარგად ისწავლოს. სკოლა ამზადებს მოსწავლეებს იმისათვის, რომ ისინი იყვნენ წარმატებული ადამიანები;
  • სკოლა სწავლა-სწავლების პროცესის ხელშესაწყობად იყენებს უახლეს ტექნოლოგიებს, სწავლების თანამედროვე სტრატეგიებს, მეთოდებსა და რესურსებს;
  • სკოლაში შემუშავებულია ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებისა და ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული შედეგების მისაღწევად მოსწავლეების საჭიროებებზე ორიენტირებული და სკოლის სტატუსიდან გამომდინარე საღვთისმეტყველო სწავლებასა და სულიერ აღზრდასთან თავსებადი სასკოლო-სასწავლო გეგმა, რომელიც უზრუნველყოფს მოსწავლეებისათვის იმ აუცილებელი ცოდნისა და უნარების შეძენას, რომლებიც დაეხმარებათ მათ წარმატებული მონაწილება მიიღონ კულტურის, საზოგადოებრივი, ზნეობრივი ღირებულებებისა და ტექნოლოგიების თვალსაზრისით სწრაფად ცვალებად გლობალურ პროცესებში;

სკოლის მისიაა:   აღზარდოს მართმადიდებლური, დემოკრატიული ღირებულებების მატარებელი მომავალი თაობა, რომელიც არის ზნეობრივი, განათლებული, მიმტევებელი, იცავს ქვეყნის ტრადიციებს, კულტურულ, სულიერ და მატერიალურ ღირებულებებს, რომელიც შეძლებს საზოგადოებაში სწორ ორიენტაციას.

სკოლა ახორციელებს სასწავლო–სააღმზრდელო პროცესის წარმართვას ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, რომლის ცენტრში დგას თითოეული მოსწავლე და ყველაფერი კეთდება მისი ნიჭისა და შესაძლებლობების მაქსიმალური გამოვლენისათვის და განათლების ხარისხის გაუმჯობესებისათვის.

სკოლა მისიის განსახორციელებლად ნერგავს თანამედროვე სასწავლო ტექნოლოგიებს,  აწყობს სასწავლო–სამეცნიერო და შემოქმედებით ღონისძიებებს, დისპუტებს, კონფერენციებს, მოლოცვებს, ლაშქრობებს, საქართველოს ისტორიულ–გეოგრაფიულ მოკვლევებს.

სკოლის მიზანია :

მოზარდის სულიერი, გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევების განვითარება, ზნეობრივი და ეკლესიური ნორმებით ცხოვრება, აუცილებელი ცოდნით უზრუნველყოფა, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, მოსწავლეთა ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება, კულტურულ და მატერიალურ ფასეულობათა პატივისცემა, მოსწავლის მიერ ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოსა და გარემოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში ხელშეწყობა.

შრომის მაღალნაყოფიერების, ინიციატივების, მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარების, დადებითი ფსიქოლოგიური კლიმატისა და კოლექტივის ერთიანობისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა.

პედაგოგთა მუშაობის გაზომვის ობიექტური, სანდო და კოლეგიალური შეფასების მეთოდების დანერგვა.

თავი 3.  სკოლის მართვა

სკოლის მართვას ახორციელებს მმართველი საბჭო, რექტორი, ადმინისტრაცია და პედ.საბჭო, ზოგადი განათლების კანონისა და სკოლის მისიის შესაბამისად.

მმართველი საბჭო და სკოლის ადმინისტრაცია ორიენტირებულია სკოლაში სასწავლო-სააღმზრდელო  პროცესის, სასკოლო და კლასგარეშე ღონისძიებების მაღალი ხარისხით ორგანიზებაზე, რისთვისაც:
ა) ხელს უწყობს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობისა და სკოლის შინაგანაწესის დაცვას.

ბ) თანამშრომლობს სკოლის მასწავლებლებთან, მოსწავლეთა მშობლებთან და სკოლაში დასაქმებულ პერსონალთან და აწყობს მათთან ინდივიდუალურ ან ჯგუფურ შეხვედრებს.
გ) უზრუნველყოფს სასკოლო დისციპლინის დაცვას, ისეთი ხერხებით და მეთოდებით, რომელიც არ ეწინააღმდეგება მოსწავლის, მასწავლებლის, მოსწავლის მშობლის და სკოლაში დასაქმებულთა თავისუფლებისა და ღირსების დაცვის პრინციპებს.

დ) ხელს უწყობს სკოლაში უსაფრთხო, ეკოლოგიური, ორგანიზებული და კეთილგანწყობილი სასწავლო სამუშაო გარემოს შექმნას.

ე) განსაზღვრავს სკოლის განვითარების პოლიტიკას და სტრატეგიას.

ვ) ხელს უწყობს ინკლუზიური განათლების დანერგვას.

ზ) ზრუნავს სასკოლო საზოგადოებასთან ჰარმონიული, უკონფლიქტო გარემოს ფორმირებაზე.

თ) უფლებამოსილია ჩაატაროს გამოკითხვები (მოსწავლეთა, მასწავლებელთა, მშობლეთა), რომლის შედეგები გათვალისწინებული იქნება სკოლის მუშაობის დაგეგმვაში.

მუხლი 1. მმართველი საბჭო

სკოლას აქვს ნათლად ჩამოყალიბებული მართვის სტრუქტურა. სკოლის მართვას ახორციელებს სკოლის მმართველი საბჭო და ადმინისტრაცია.

მმართველ საბჭოში  შედიან:

  • რექტორი,
  • პრორექტორი
  • დირექტორი,
  • ფინანსური დირექტორი,
  • დირექტორის მოადგილე სასწავლო-აღმზრდელობით დარგი;
  • ხარისხის მართვის მენეჯერი;
  • კოორდინატორი;
  • 5 პედაგოგი;

 მუხლი 2. ადმინისტრაცია

სკოლის მინსტცი წევრები არიან:

  • დირექტორი;
  • ფინანსური დირექტორი;
  • დირექტორის მოადგილე სასწავლო-აღმზრდელობით დარგში;
  • დირექტორის მოადგილე სამეურნეო დარგში;
  • კოორდინატორი;
  • ხარისხის მართვის მენეჯერი;
  • ბუღალტერი.

მუხლი 3. პედაგოგიური საბჭო

პედაგოგიურ საბჭოს წევრები არიან:

  • დირექტორი;
  • დირექტორის მოადგილე სასწავლო-აღმზრდელობით დარგში;
  • კოორდინატორი;
  • ხარისხის მართვის მენეჯერი;
  • საინფორმაციო მენეჯერი;
  • მასწავლებლები;
  • კლასის დამრიგებლებლები.
  • ბიბლიოთეკარი.

თავი 4. თანამდებობრივი უფლება – მოვალეობანი

 მუხლი 1. რექტორი

 სკოლის რექტორი არის საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი.

  1. სკოლის რექტორს ნიშნავს სკოლის დამფუძნებელი, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის საჭეთმპყრობელი – სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია II.
  2. სკოლის რექტორი მმართველ საბჭოსთან ერთად ხელმძღვანელობს სკოლაში ზნეობრივად, ინტელექტუალურად და ფიზიკურად განვითარებული მომავალი თაობის აღზრდას ქრისტიანული ღირებულებების შესაბამისად.
  3. რექტორი კურირებს სკოლის ბიუჯეტს და საკადრო ცვლილებებს.
  4. სკოლის რექტორი უზრუნველყოფს სკოლის, სასწავლო – აღმზრდელობითი პროცესის შესაბამისობას ქრისტიანული პედაგოგიკის საფუძვლებთან, მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებასთან და ამ მიზნით ზედამხედველობს სკოლის მმართველი ორგანოების საქმიანობას.
  5. სკოლის რექტორს უფლება აქვს სკოლის მმართველი ორგანოებისაგან გამოითხოვოს ნებისმიერი დოკუმენტაცია, შეაჩეროს სკოლის მმართველი ორგანოების გადაწყვეტილებები და მოითხოვოს ამ გადაწყვეტილებების გადასინჯვა.

მუხლი 2.  სკოლის პრორექტორი

  1. სკოლის პრორექტორი შეიძლება  იყოს  საქართველოს  სამოციქულო  მართლმადიდებელი ეკლესიის წევრი,  სასულიერო  პირი, რომელსაც  ნიშნავს სკოლის რექტორი.
  2. სკოლის პრორექტორი  პასუხისმგებელია  სკოლის  მასწავლებელთა,   მოსწავლეთა და მათი მშობლების სულიერ  მდგომარეობაზე და ვალდებულია ხელი შეუწყოს მშვიდი, სულიერი სასწავლო–სააღმზრდელო გარემოს შექმნას სკოლაში.  ის ხელმძღვანელობს  საღვთისმეტყველო სწავლებას, საქართველოს საპატრიარქოს განათლების ცენტრის მიერ მოწოდებული რეკომენდაციების და მოთხოვნების შესაბამისად ხელმძღვანელობს სჯულის პედაგოგებთან ერთად  სასწავლო პროგრამების შედგენას  საღვთისმეტყველო საგნებში.
  3. მუშაობს სკოლის რეჟიმს ძნელად შემგუებელ მოსწავლეებთან ინდივიდუალურად.
  4. თავისი ფუნქციების  განსახორციელებლად   სკოლის  პრორექტორს  უფლება  აქვს  ადმინისტრაციისაგან  გამოითხოვოს  ნებისმიერი ინფორმაცია  საჭიროებისამებრ.
  5. სკოლის პრორექტორიაბარებს  ანგარიშს  სკოლის  რექტორს  სკოლის შემადგენლობის  სულიერი  მდგომარეობის  შესახებ.

მუხლი 3. სკოლის დირექტორი

  1. ნიშნავს რექტორი და რექტორთან შეთანხმებით ახორციელებს სკოლის მართვას. იგი მუშაობას წარმართავს ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონით, სკოლის წესდებით, შინაგანაწესით და საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში;
  2. წარმოადგენს სკოლას მესამე პირთან ურთიერთობებში;
  3. რექტორთან შეთანხმების შემდეგ პედ.საბჭოს განსახილველად წარუდგენს და ამტკიცებს სკოლის შინაგანაწესს;
  4. შეიმუშავებს საშტატო განრიგს ფინანსურ დირექტორთან ერთად;
  5. შეიმუშავებს დირექტორის მოადგილესთან ერთად სასწავლო სააღმზრდელო დარგში სასკოლო-სასწავლო გეგმას და დასამტკიცებლად წარუდგენს პედაგოგიური საბჭოს;
  6. უზრუნველყოფს პედაგოგებთან ხელშეკრულებების დადებასა და შესრულებას, დებს ხელშეკრულებებს სკოლის ტექნიკურ თანამშრომლებთან;
  7. სკოლის რექტორთან შეთანხმებით უფლებამოსილია, ვადამდე შეწყვიტოს ხელშეკრულება მასწავლებელთან და სხვა დასაქმებულ პირთან ხელშეკრულების პირობების დარღვევის, სააღმზრდელო საქმიანობისათვის შეუფერებელი ქმედების ჩადენის ან კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით არაკვალიფიციურობის დადასტურებისას;
  8. უფლებამოსილია დადოს გარიგებები;
  9. განიხილავს საჩივრებს და იღებს შესაბამის ზომებს;
  10. ზედამხედველობს დაწესებულების სასწავლო-სააღმზრდელო პროცესს;
  11. სასკოლო საზოგადოებასთან ერთად განსაზღვრავს სკოლის განვითარების სტრატეგიებს (სკოლის ერთწლიანი და ექვსწლიანი სტრატეგიული გეგმა), რომლის დამტკიცება ხდება მმართველ საბჭოზე.
  12. გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს (ბრძანებებს);
  13. ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით, ასევე საქართველოს განათლების ცენტრის მოთხოვნების შესაბამისად გათვალისწინებულ სხვა საქმიანობას;
  14. უზრუნველყოფს მშობლებთან მუშაობის კოორდინაციას.
  15. ხელმძღვანელობს აღმზრდელობით პროცესს, კოორდინაციას უწევს განათლების სხვა დაწესებულებებთან საქმიან ურთიერთობას.
  16. ქმნის პირობებს მასობრივი აღმზრდელობითი შინაარსის ღონისძიებების მაღალ დონეზე ჩატარებისათვის, ხელს უწყობს მოსწავლეთა საქმიანობის მოტივაციას.
  17. სკოლის დირექტორი პერსონალურად აგებს პასუხს:
  • ეროვნული სასწავლო გეგმების, განათლების სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტების შესრულებასა და სააღმზრდელო პროცესზე;
  • სკოლაში მასწავლებლებისა და მოსწავლეებისათვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნაზე;
  1. ხელს უწყობს:
  • აღმზრდელობით მუშაობაში სასულიერო პირთა ჩართვასა და მათი  რეკომენდაციების გათვალისწინებას.
  • მოსწავლეთა შემეცნებით აქტივობის, მაღალი ზნეობის, მოქალაქეობრივი სულისკვეთებით აღზრდას;
  • სასკოლო და სკოლისგარეშე საქმიანობაში მშობელთა და საზოგადოების ჩაბმას, მათი აღმზრდელობითი პოტენციალის ამაღლებას;
  1. დირექტორის არყოფნის, მის მიერ თავისი მოვალეობათა შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში დირექტორის მოვალეობებს მისი მითითებით ან მითითების გარეშე ასრულებს დირექტორის მოადგილე სასწავლო-სააღმზრდელო დარგში.

მუხლი 4. ფინანსური დირექტორი

  1. სკოლის ფინანსურ დირექტორს ნიშნავს სკოლის რექტორი.
  2. სკოლის ფინანსური დირექტორი მუშაობას წარმართავს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით, სკოლის წესდებით, შინაგანაწესით და საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში.
  3. სკოლის ფინანსური დირექტორი წარმოადგენს სკოლას საფინანსო-საბანკო და შემოსავლების სამსახურის ორგანოებთან ურთიერთობის განხორციელების პროცესში.
  4. სკოლის ფინანსური დირექტორი ვალდებულია:
  • ითანამშრომლოს ადმინისტრაციასთან, მასწავლებლებთან, მშობლებთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირებთან და გაითვალისწინოს მათი წინადადებები სკოლის განვითარებისათვის განსახორციელებელი ღონისძიებების დაგეგმვაში.
  1. სკოლის რექტორთან ერთად სკოლის საჭიროებებიდან გამომდინარე, შეიმუშაოს სკოლის ბიუჯეტის პროექტი და შესყიდვების გეგმა. განსახილველად წარუდგინოს პედ.საბჭოს და წარუდგინოს მმართველ საბჭოს დასამტკიცებლად.
  2. განახორციელოს მიმდინარე ფინანსური საქმიანობა, აწარმოოს სკოლის საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგება და შეადგინოს ბალანსი სკოლის ბუღალტერთან ერთად.
  3. სკოლის დირექტორთან ერთად დაადგინოს თანამშრომელთა ხელფასები და უზრუნველყოს მათთან უნაღდო ანგარიშსწორება.

მუხლი 5. დირექტორის მოადგილე სასწავლო-აღმზრდელობით  დარგში

  1. დირექტორის მოადგილე სასწავლო-აღმზრდელობით დარგში პასუხისმგებელია სასწავლო–აღმზრდელობით დარგში საქართველოს განათლების კანონის გატარებაზე.
  2. სკოლის დირექტორთან ერთად ახორციელებს სკოლის პედაგოგთა საქმიანობის მართვას. ხელს უწყობს მასწავლებელებს ეროვნული და სასკოლო სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სასწავლო მიზნებისა და ამოცანების მიღწევაში.
  3. სკოლის დირექტორთან ერთად შეიმუშავებს სასკოლო სასწავლო გეგმას ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად.
  4. ამზადებს დირექტორის გადაწყვეტილებათა პროექტებს სასწავლო საქმიანობასთან დაკავშირებით, ზედამხედველობს სკოლის წესდების, შინაგანაწესის და დირექტორის გადაწყვეტილებების შესრულებას. დირექტორის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს მის მოვალეობას.
  5. ახორციელებს სკოლის შინაგანაწესის, მოსწავლისა და მასწავლებლის ქცევის კოდექსის შესრულების მონიტორინგს.
  6. ახორციელებს სასკოლო სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნების, საგნობრივი ჯგუფების, კათედრების, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული და გაუთვალისწინებელი საგანმანათლებლო მომსახურების მონიტორინგს.
  7. ახორციელებს სასკოლო, კათედრის, წრის და სადამრიგებლო ჟურნალების მონიტორინგს.
  8. ადგენს საგაკვეთილო ცხრილს, ბადე ცხრილს.
  9. ადგენს მასწავლებელთა მორიგეობის ცხრილს.
  10. ადგენს ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას სსსმ მოსწავლეთათვის და კურირებს მის მუშაობას.
  11. დირექტორთან შეთანხმებით ადგენს მასწავლებელთა კვირეულ საათობრივ დატვირთვას.
  12. უზრუნველყოფს საგაკვეთილო პროცესის დაუბრკოლებლად წარმართვას, საჭიროების შემთხვევაში ახდენს მასწავლებლის შეცვლას, აკონტროლებს გაკვეთილის დროულად დაწყება-დამთავრებას.
  13. მეთვალყურეობს სწავლისა და სწავლების ხარისხის ამაღლებასა და ახორციელებს მათ კონტროლს.
  14. კურირებს კათედრების მუშაობას.
  15. ატარებს სასწავლო პროცესის მონიტორინგს და შედეგების ანალიზს წარუდგენს პედ.საბჭოს
  16. . აჯამებს სემესტრულ და წლიურ სტატისტიკურ შედეგებს და დასამტკიცებლად წარუდგენს პედაგოგიურ საბჭოს.
  17. უზრუნველყოფს საგნობრივი ოლიმპიადების, კონფერენციების და სასწავლო შემოქმედებითი ღონისძიებების ორგანიზებას.
  18. სკოლის კოორდინატორთან ერთად ხელმძღვანელობას უწევს კლასგარეშე წრეების, ჯგუფების და ა.შ. მუშაობას.
  19. დირექტორთან ერთად უზრუნველყოფს მასწავლებელთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად ღონისძიებების გატარებას.
  20. გეგმავს და წარმართავს მოსწავლეთა აღზრდის ღონისძიებებს, ეხმარება კლასის, წრის ხელმძღვანელებს აღმზრდელობითი მუშაობის სწორად დაგეგმვასა და განხორციელებაში, ქმნის აღმზრდელობითი მუშაობის მთლიან სისტემას.
  21. ხელს უწყობს ინტერესთა მიხედვით მოსწავლეთა სხვადასხვა ჯგუფებში გაერთიანებას და მათი მუშაობის წარმართვას.

მუხლი 6.   დირექტორის მოადგილე სამეურნეო დარგში

  1. დირექტორის მოადგილე სამეურნეო დარგში მუშაობას წარმართავს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით, სკოლის შინაგანაწესითა და წესდებით და საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში.
  2. ატარებს სკოლაში შექმნილ კომისიასთან ერთად სკოლის ქონების ინვენტარიზაციას წელიწადში ერთხელ.
  3. ხელმძღვანელობს და კონტროლს უწევს სკოლის ტექნიკური პერსონალის მუშაობას.
  4. პასუხისმგებელია სკოლის შენობისა და კუთვნილი ტერიტორიის მოვლა-პატრონობაზე.
  5. პასუხისმგებელია სკოლის მატერიალური ფასეულობების მოვლა-პატრონობაზე.
  6. ვალდებულია უზრუნველყოს სკოლა სასწავლო პროცესის განმავლობაში არსებული მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით.
  7. უზრუნველყოფს და კონტროლს უწევს სკოლის შენობაში, ეზოსა და მიმდებარე ტერიტორიებზე სანიტარული ნორმების დაცვას.
  8. პასუხისმგებელია სკოლაში ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების დაცვაზე.
  9. პასუხისმგებელია წყლის და ელექტროენერგიის შეუფერხებელ მიწოდებაზე
  10. კონტროლს უწევს დარაჯებისა და დამლაგებლების მუშაობას.

მუხლი 7.  სკოლის კოორდინატორი

  1. სკოლის კოორდინატორს ევალება:
  2. სასკოლო და კლასგარეშე მუშაობის ორგანიზაცია.
  3. კულტურულ-მასობრივი და სპორტულ-ტურისტული ღონისძიებების ორგანიზება.
  4. მასწავლებელთა და მოსწავლეთა მორიგეობის ორგანიზება.
  5. მოსწავლეთა ორგანიზება სკოლის სასწავლო-შემოქმედებით წრეებში აქტიური მონაწილებისათვის.
  6. საქველმოქმედო აქციებსა და შემოქმედებით ღონისძიებებში მონაწილეობის ორგანიზაცია.
  7. მოსწავლეთა შემოქმედებითი გაერთიანებების ფორმირებისათვის ხელშეწყობა.
  8. პედაგოგთათვის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენის მოწყობაში ხელშეწყობა.
  9. წიგნის, თეატრის, კინოს კვირეულების გამართვა და საინტერესო შეხვედრების მოწყობა ხელოვნების, ლიტერატურის, სპორტის წარმომადგენლებთან.
  10. სკოლაში არსებული წრეების, კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა.
  11. სკოლის სასადილოში მასწავლებელთა და მოსწავლეთა მორიგეობის ორგანიზება.

მუხლი 8. ხარისხის მართვის მენეჯერის ფუნქციები

  1. ხელმძღვანელობს კათედრების მუშაობას სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლებისა და   სასწავლო-საგაკვეთილო  პროცესის მაღალორგანიზებულად  წარმართვის საქმეში;
  2. 2. უზრუნველყოფს ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მაქსიმალურად გამოყენებას სასწავლო პროცესში;
  3. ორგანიზებას უკეთებს ტრენინგ–გაკვეთილების ჩატარებას პედაგოგთათვის გაკვეთილების ხარისხის, შეფასებისა და თვითშეფასების საკითხებზე;
  4. პასუხისმგებელია შეფასების სისტემის შემუშავებაზე და მის დანერგვაზე სასწავლო პროცესში;
  5. ეხმარება პედაგოგებს გაკვეთილების იმგვარად დაგეგმვასა და ჩატარებაში, რომ საგანმანათლებლო პროცესის ცენტრში იყოს თითოეული მოსწავლე და მიღწეული შედეგი. მთავრი ორიენტირი     გახდეს      მოსწავლეთა    უნარ-ჩვევებისა    და    დამოკიდებულებების   განვითარება  და ცოდნის ხარისხი;
  6. პასუხისმგებელია საგაკვეთილო გეგმების შედგენასა და კათედრებსა და წრეებზე ყოველგვარი დოკუმენტაციის   დამუშავება-წარმოებაზე.
  7. აწარმოებს სასკოლო და კათედრის ჟურნალების მონიტორიგს.

მუხლი 9. პედაგოგიური საბჭო

  1. პედაგოგიური საბჭო არის სკოლის მასწავლებელთა თვითმმართველობის ორგანო, რომელშიც შედის ყველა პედაგოგი და რომელიც იხილავს და ამტკიცებს სასწავლო-სააღმზრდელო საკითხებს;
  2. პედაგოგიურ საბჭოს ხელმძღვანელობს სკოლის დირექტორი, რომელიც ორგანიზებას უწევს და იწვევს საბჭოს სხდომებს, რომელსაც წარმართავს პედ.საბჭოს თავმჯდომარე და ასახავს ოქმის სახით მდივანი.
  3. პედ. საბჭოში ყველა პედაგოგი სარგებლობს თანაბარი ხმის უფლებით.
  4. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი.
  5. გადაწყვეტილება მიიღება ხმების უმრავლესობით, არანაკლებ საერთო ხმების მესამედისა.
  6. პედაგოგიური საბჭოს სხდომები მოიწვევა სასწავლო წლის განმავლობაში 5-6-ჯერმაინც.  პედაგოგიური საბჭოს  რიგგარეშე სხდომა მოიწვევა  დირექტორის  ან  პედაგოგიური  საბჭოს  ინიციატივით;
  7. საბჭოს სხდომის დღის წესრიგი, სხდომაზე დამსწრეთა ვინაობა, კენჭისყრის შედეგები და მიღებული გადაწყვეტილება ფორმდება პედ. საბჭოს სხდომის ოქმით.
  8. პედ. საბჭო ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, დირექტორის მონაწილეობით, ამტკიცებს სასკოლო-სასწავლო გეგმას.
  9. შეიმუშავებს რეკომენდაციებს სკოლის სასწავლო სააღმზრდელო და მეთოდურ საქმიანობასთან დაკავშირებით;
  10. ამტკიცებსმოსწავლეთა ტესტირებისა და გამოცდების დანიშვნისა და ჩატარების წესებს;

11.უფლებამოსილია აირჩიოს სახელმძღვანელოები განათლების სამინისტროს მიერ რეკომენდირებულ სახელმძღვანელოებს შორის კათედრის წევრებთან შეთანხმებით;

  1. განიხილავს სკოლაში წამოჭრილ პრობლემურ საკითხებსა და საჩივრებს

13.შეფასებას აძლევს პედაგოგთა და მოსწავლეთა მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას;

  1. პედ.საბჭოს გადაწყვეტილების შეცვლა ან კორექტირება შეუძლია მხოლოდ მმართველ საბჭოს.

მუხლი 10.სკოლის ფინანსები

  1. სკოლის მიმდინარე ხარჯების დაფინანსება ხორციელდება საქართველოს საპატრიარქოს ბიუჯეტით გათვალისწინებული ნორმებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფოს მიერ ვაუჩერის სახით.
  2. 2. სკოლას უფლება აქვს, მოიზიდოს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა ფინანსური სახსრები, მათ შორის, მიიღოს შემოსავალი ეკონომიკური საქმიანობით, თუ ეს საქმიანობა არ ახდენს მავნე ზეგავლენას მოსწავლეთა ფიზიკურ და ზნეობრივ განვითარებაზე. მიღებული სახსრები, კანონმდებლობის შესაბამისად, ხმარდება მხოლოდ სკოლის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას.
  3. 3. სკოლის ყველა შემოსავალი და ხარჯი აისახება მის ბიუჯეტში, რომელსაც ამტკიცებს სკოლის მმართველი საბჭო.
  4. ბუღალტერი:
  • ფინანსურ დირექტორთან ერთად წლის დასაწყისში სკოლის მოთხოვნებიდან გამომდინარე შეიმუშავებს სკოლის საფინანსო-სამეურნეო პროგრამებს, რომელსაც უთანხმებს პედ.საბჭოსა და მმართველ საბჭოს.
  • ფინანსურ დირექტორთან ერთად უზრუნველყოფს სკოლის ყველა სახის საკუთრების აგრეთვე იჯარით არსებული ქონების ექსპლუატაციისა და შენახვის წესების დაცვას.
  1. ფინანსური დირექტორი თანხებს განკარგავს დამტკიცებული სკოლის ბიუჯეტის მიხედვით.
  2. ფინანსური დირექტორი უფლებამოსილია გადაუდებელი აუცილებლობისას, გადაანაცვლოს ბიუჯეტის ერთი მუხლის სახსრების არაუმეტეს 10%-ისა მეორე მუხლში. ამ ცვლილებამ არ უნდა გამოიწვიოს მასწავლებელთა ხელფასების შემცირება.
  3. სკოლის ექვსი თვისა და წლიურ ბალანსს ამოწმებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი და ასევე საპატრიარქოსთან არსებული საფინანსო ეკონომიკური დეპარტამენტი.

  1. სკოლის ბუღალტერს ევალება:
  • საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო ეკონომიური საქმიანობა.
  • შეადგინოს სახელფასო ფონდი და ხარჯთაღრიცხვა, ასევე ბალანსი, რომელსაც ფინანსურ დირექტორთან ერთად წარუდგინოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამონისტროს შესაბამის ტერიტორიული ორგანოს და საპატრიარქოს საფინანსო ეკონომიკურ დეპარტამენტს.
  • აწარმოოს ანგარიშსწორება ბანკთან, დროულად უზრუნველყოს ხელფასების გამოწერა და საგადასახადო ორგანოებში დროული ანგარიშსწორება. სკოლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოვლა-პატრონობაზე ზედამხედველობა და შემოწირული თანხების მიზნობრივი ხარჯვა.
  • ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯების დროული ათვისება.
  • მატერიალურ პასუხისმგებელ პირთან ერთად სკოლის მომარაგება საჭირო დგამ-ავეჯით და ინვენტარ-მოწყობილობით.
  • ინვენტარიზაციის დროულად ჩატარება და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება.
  • კლასის ხელმძღვანელებსა და კაბინეტის გამგეებზე სკოლის ინვენტარის მიღება-ჩაბარების დალუქული წიგნის წარმოება.

მუხლი 11.   მოსწავლის, მშობლისა და მასწავლებლის

ძირითადი უფლებები და თავისუფლებები

  1. სააღმზრდელო-სასწავლო პროცესში მონაწილეებად ითვლებიან: მოსწავლე, მასწავლებელი, კლასის დამრიგებელი, მშობელი და დირექცია.
  2. სააღმზრდელო-სასწავლო პროცესში მონაწილეთა უფლება-მოვალეობანი რეგულირდება სკოლის წესდებით, სკოლის შინაგანაწესით, შრომითი ხელშეკრულებით და მშობელსა და ადმინისტრაციას შორის დადებული ხელშეკრულებით.
  3. სკოლას უფლება აქვს:
  • სასკოლო დროს ან სკოლის ტერიტორიაზე არადისკრიმინაციულ საფუძველზე შეზღუდოს გარეშე პირთა უფლებები და თავისუფლებები.
  • მოსთხოვოს მასწავლებელს, მოსწავლეს და მშობელს დაიცვან ქრისტიანული კანონები (ჩაცმულობა, წირვა-ლოცვაზე დასწრება და ა.შ)
  1. მოსწავლის, მშობლის და მასწავლებლის უფლებებისა და თავისუფლებების ნებისმიერი შეზღუდვა უნდა იყოს გონივრული, პროპორციული, მინიმალური და განხორციელდეს მხოლოდ დადგენილი წესის საფუძველზე, ეთიკური ნორმების სრული დაცვით.
  2. დაუშვებელია, მოსწავლის აკადემიური შეფასება განპირობებული იყოს მისი დისციპლინით.

 მუხლი 12.

მოსწავლე

  1. მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლე უნდა იყოს სამოციქულო ეკლესიის წევრი, ჰყავდეს მოძღვარი, იყოს აღმსარებელ-მაზიარებელი.
  2. მოსწავლე ვალდებულია:

ა)   დაემორჩილოს სკოლის შინაგანაწესს.

ბ)   დაიცვას სკოლის რეჟიმი (არ დაიგვიანოს გაკვეთილზე, უმიზეზოდ არ გააცდინოს, არ გაიპაროს სკოლიდან. გაკვეთილის გაცდენის შემთხვევაში წარმოადგინოს სა-თანადო საბუთი).

გ)   გაუფრთხილდეს საკუთარ და სასკოლო ინვენტარს. სასკოლო ინვენტარის დაზიანების შემთხვევაში აანაზღაუროს (ნატურით ან მისი ღირებულების ოდენობით)

დ) არ გამოიყენოს სხვის მიმართ სიტყვიერი, ფიზიკური ან რაიმე სახის ძალადობა, იყოს გულისხმიერი და ყურადღებიანი თავისზე სუსტის მიმართ.

ე)   აამოქმედოს მთელი თავისი გონებრივი შესაძლებლობები ცოდნის დასაუფლებ-ლად, სისტემატურად ზრუნავდეს საკუთარი ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობების განსავითარებლად.

ვ)   იზრუნოს მეგობრებთან და მასწავლებლებთან ერთად შექმნას მეცნიერებათა სა-ფუძვლების დასაუფლებლად სასურველი და შესაფერისი გარემო.

ზ)  იყოს პატივისმცემელი და შემწყნარებელი ყველას მიმართ.

თ)  არ შელახოს სკოლის ავტორიტეტი და იზრუნოს მისი ამაღლებისათვის.

ი) გამოცხადდეს სკოლაში უნიფორმით.

  1. მოსწავლეს უფლება აქვს:

ა)   მონაწილეობა მიიღოს შემოქმედებით კონფერენციებსა, ოლიმპიადებსა და წრეობრივ მუშაობაში, სკოლის მოსწავლეთა მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში.

ბ)   ისარგებლოს სკოლის საკლასო ოთახებითა და კაბინეტებით – ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდით და სხვა სასწავლო ბაზებით.

გ)   სემესტრული შეფასებით უკმაყოფილების შემთხვევაში შესაბამის საგანში სპეცი-ალურ კომისიას ჩააბაროს გამოცდა.

დ)             წლის განმავლობაში მოსწავლეს შეუძლია გადასვლა სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში დადგენილი წესით.

  1. სკოლაში ჩაირიცხებიან ბავშვები გასაუბრების საფუძველზე. სკოლაში ჩარიცხვის საწყისი ასაკი შეესაბამება განათლების სამინისტროს მიერ დადგენილ მოთხოვნებს.
  2. დაწყებითი სკოლის პირველ კლასში ჩარიცხვისას იხსნება მოსწავლეთა პირადი საქმე. პირველ კლასში შემსვლელმა მოსწავლემ უნდა წარმოადგინოს:

ა)   მშობლის განცხადება;

ბ)   2 ფოტოსურათი;

გ)   დაბადების მოწმობის დედანი;

დ) ცნობა ჯანმრთელობის შესახებ (ფორმა 26);

ე) მშობლების პირადობის მოწმობების ასლები.

  1. დასაშვებია მოსწავლის მიღება სხვა სკოლიდან. მობილობა ხდება მშობლის განცხადების საფუძველზე. მოსწავლე ვალდებულია, წარმოადგინოს აკადემიური მოსწრების დამადასტურებელი დოკუმენტი და პირადი საქმე. მოსწავლეს შეიძლება უარი ეთქვას ჩარიცხვაზე, თუ სკოლას მეტი მოსწავლის მიღება არ შეუძლია, ან მასთან გასაუბრების შემდეგ გაირკვა, რომ იგი არ შეესაბამება სკოლის მოთხოვნებს.
  2. სკოლის მოსწავლეთა შეფასება ხდება ათბალიანი სისტემით:

ა)   დაწყებით საფეხურზე I-IV კლ. შეფასება განმავითარებელია. სადაც თითოეულ მოსწავლეზე კლასის დამრიგებელი წერს შემაჯამებელ კომენტარს გარკვეული ფორმის სახით, სადაც დაახასიათებს მოსწავლის წარმატებებსა და მისცემს რჩევებს საკუთარი შესაძლებლობების უკეთ გამოჩენისათვის.

ბ)   V-XII კლასებში მოქმედებს ნიშნის დაწერის 10 ქულიანი სისტემა 5 დონის მიხედვით:  9,10 – მაღალი; 7,8 – საშუალოზე მაღალი; 5,6 – საშუალო;  3,4 – საშუალოზე დაბალი; 1,2 – დაბალი;

გ)   V-XII კლასებში, საბაზო და საშუალო საფეხურზე: საღვთო სჯულში, საგზაო ნიშნები და მოძრაობის უსაფრთხოება და   სპორტში მოსწავლე ფასდება სისტემით: ჩაეთვალა / არ ჩაეთვალა.

  1. მოსწავლე წლის განმავლობაში ფასდება შემდეგი ნიშნებით:

ა) საგნის მიმდინარე და შემაჯამებელი ნიშნები – საშინაო, საკლასო და შემაჯამებელი კომპონენტის  ნიშნები, რომლებსაც მოსწავლე იღებს სემესტრის განმავლობაში;

ბ) საგნის სემესტრული ნიშანი – საგანში მიღებული შეფასება თითოეულ სემესტრში (სემესტრული გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში გამოითვლება მისი გათვალისწინებით ;

გ) საგნის წლიური ნიშანი – სემესტრული ნიშნებიდან გამომდინარე შეფასება საგანში.

დ) საერთო წლიური ნიშანი – საგნების წლიური ნიშნებიდან გამომდინარე შეფასება;

 ე) საფეხურის საერთო ნიშანი – ზოგადი განათლების რომელიმე საფეხურის (დაწყებითი, საბაზო, საშუალო) საერთო შეფასება.

  1. 10. კლასიდან კლასში და საფეხურიდან საფეხურზე გადასვლის უფლება ექნება იმ მოსწავლეს, რომელიც წარმატებით დაამთავრებს კლასს ან საფეხურს, რომელსაც კლასის დამთავრების ან საფეხურის საბოლოო ქულა ექნება დამრგვალებული 5,0 და 5,0 -ზე მეტი.
  2. 11. მოსწავლის კლასიდან კლასში გადაყვანა მოხდება დადებითი წლიური ქულების საფუძველზე.

ა) მოსწავლე, რომელსაც სამ საგანში წლიური ნიშანი ექნება 5,0 ქულაზე ნაკლები, რჩება იმავე კლასში.

ბ)  მოსწავლე, რომელსაც ერთ ან ორ საგანში ექნება უარყოფითი შეფასება (5 ქულაზე ნაკლები) აბარებს საშემოდგომო გამოცდას.

გ) მოსწავლე, რომელიც თუნდაც ერთ საგანში ვერ ჩააბარებს საშემოდგომო გამოცდას, რჩება იმავე კლასში.

  1. 1 მოსწავლეს, დისციპლინურ დარღვევებისათვის და აკადემიური ჩამორჩენისათვის, შეიძლება, დაედოს დისციპლინური სასჯელი, აკადემიური სასჯელი და სასჯელის განსაკუთრებული ფორმა – სკოლიდან გარიცხვა.

მოსწავლის დისციპლინური სასჯელები – საბარათე სისტემა:

ა) გაფრთხილება.

ბ) ხელწერილი.

გ) საყვედური.

დ) სასტიკი საყვედური

ე) სკოლიდან გარიცხვა;

13 მოსწავლეს გაფრთხილება“- 1 ყვითელი ბარათი შეიძლება გამოეცხადოს:

ა) გაკვეთილზე ან დასვენებაზე დისციპლინის მსუბუქი დარღვევისათვის.

ბ) უსაფრთხოების წესების დარღვევისათვის.

გ) ამხანაგების სიტყვიერი შეურაცყოფისათვის, ან გაკვეთილზე უმიზეზოდ ან არასაპატიო მიზეზით გაცდენისათვის.

დ) სასკოლო პროცესისადმი ზერელე დამოკიდებულებისათვის.

ე) სასკოლო ქონების მსუბუქი დაზიანებისათვის.

  1. „საყვედური“ – 2 ყვითელი ბარათი შეიძლება გამოეცხადოს:

ა) გაფრთხილების განმეორებით მიღებისას.

ბ) გაკვეთილზე ან დასვენებაზე დისციპლინის დარღვევისათვის.

გ) უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევისათვის.

დ) ამხანაგის სიტყვიერი ან მცირე ფიზიკური შეურაცყოფისათვის.

ე) მასწავლებლის სიტყვიერი შეურაცყოფისათვის.

ვ) ხუთი ან მეტი დაგვიანებისათვის, ან ერთზე მეტი გაკვეთილის არასაპატიო მიზეზით გაცდენისას.

ზ)სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესისადმი ზერელე დამოკიდებუ–ლებისათვის.

15 სასტიკი საყვედური“-1 წითელი ბარათი შეიძლება გამოეცხადოს:

ა) გაფრთხილებისა და საყვედურის ან ორი საყვედურის მიღებისას.

ბ) დისციპლინის უხეში დარღვევისთვის.

გ) ათზე მეტი გაკვეთილის არასაპატიო მიზეზით გაცდენისათვის.

დ) მასწავლებლის სიტყვიერი შეურაცყოფისათვის.

ე) ამხანაგის ფიზიკური შეურაცყოფისათვის.

ვ) სწავლისადმი სისტემატური ზერელე დამოკიდებულებისათვის.

  1. მოსწავლეს გაფრთხილება შეიძლება გამოუცხადოს საგნის მასწავლებელმა, კლასის დამრიგებელმა, ადმინისტრაციის წევრმა ან პედ. საბჭომ. „საყვედური“ და „სასტიკი საყვედური“ მოსწავლეს შეიძლება გამოუცხადოს სკოლის დირექტორმა ან პედ. საბჭომ. ექვსი თვის შემდეგ მოსწავლეს, კლასის ხელმძღვანელის განცხადების საფუძველზე, ადმინისტრაციული სასჯელის დამდების ან პედ. საბჭოს გადაწყვეტილებით, შეიძლება მოეხსნას სასჯელი.

მუხლი 13.  მშობელი

  1. 1. მშობელი ვალდებულია:

ა)   დაემორჩილოს სკოლის შინაგანაწესს.

ბ)   იყოს ეკლესიური და ხელი შეუწყოს შვილის ეკლესიური ნორმებით ცხოვრებას.

გ)დაემოეჩილოს სკოლის სასწავლო რეჟიმს (უზრუნველყოს შვილის დროულად გამოცხადება სკოლაში, არ გააცდენინოს შვილს უმიზეზოდ გაკვეთილები, გაცდენის შემთხვევაში წარმოადგინოს საბუთი, უზრუნველყოს შვილის გამოცხადება სკოლაში შესაფერისი ჩაცმულობით, საჭირო სასწავლო ნივთებით)

დ) არ დაუშვას საკუთარი შვილის ზნეობრივი ნორმიდან გადაცდომა.

ე) დაიცვას და გაუფრთხილდეს სკოლის ინვენტარსა და ქონებას. დაზიანების შემთხვევაში მშობელს მოეთხოვება კომპესაცია ანაზღაურებით (ნატურით ან ღირებულების შესაბამისი თანხის შეტანით სკოლის ანგარიშზე)

ვ) შესაძლებლობის მიხედვით, კანონის ფარგლებში, მატერიალურად დაეხმაროს სკოლას.

ზ) პატივისცემით მოეპყრას მასწავლებელს, სკოლის სხვა პერსონალს, შვილის სხვა მეგობრებს, ადმინისტრაციასთან შეუთანხმებლად არ ჩაერიოს კლასის კონფლიქტურ სიტუაციაში.

თ)  ჩაუნერგოს შვილს ეკლესიის, სკოლის, სამშობლოს პატივისცემა.

ი) დაუშვებელია ზოგადზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ ან სკოლის დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი (ბრალეული ქმედება) სკოლის შიგნით და მის გარეთ.

კ) მშობელი აქტიურად მონაწილეობს სკოლის ცხოვრებაში, რითაც მასწავლებელ-თან ერთად იღებს პასუხისმგებლობას საკუთარ შვილზე.

მუხლი 14. მასწავლებელი

1 მართლმადიდებლური სკოლის მასწავლებელი უნდა იყოს საქართველოს ეკლესიის წევრი, ჰყავდეს მოძღვარი, აღმსარებელ–მაზიარებელი, ქრისტიანულად განათლებული.

2 მასწავლებელი ვალდებულია:

ა) დაიცვას სკოლის შინაგანაწესი.

გ) სკოლაში გამოცხადდეს დროულად.

დ) სკოლის დირექციასთან წინასწარი შეთანხმების გარეშე არ დაუშვას სამსახურში დაგვიანებისა და გამოუცხადებლობის შემთხვევები;

ე) სამუშაო საათების საპატიო მიზეზით გაცდენის შემთხვევაში წინასწარ აცნობოს სკოლის ადმინისტრაციას.

ვ) გაცდენილი საათები საპატიოდ ჩაითვლება სკოლის დირექტორის შესაბამისი რეზოლუციის შემდეგ.

  1. მასწავლებელი ვალდებულია ყოველი გაკვეთილისთვის მოვიდეს მომზადებული:

ა) სისტემატურად იმაღლებდეს პროფესიულ დონეს.

ბ) საგნის სწავლება კავშირში უნდა იყოს საღვთო სჯულის სწავლებასთან.

გ) გაკვეთილებს ატარებდეს თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით.

დ) სწავლის პროცესში ნერგავდეს სწავლებისა და სწავლის ახალ მეთოდებს.

ე) ეფექტურად იყენებდეს ტექნიკურ საშუალებებს, თვალსაჩინო და დიდაქტიკურ მასალებს, რითაც უზრუნველყოფს მოსწავლეთა ცოდნის ეფექტურ ამაღლებას.

4 მასწავლებელი ვალდებულია იყოს კომუნიკაბელური, ტაქტიანი მოსწავლეებთან, მშობლებთან ურთიერთობაში – ზომიერი.

ა) არ მიაყენოს მორალური და ფიზიკური შეურაცყოფა მოსწავლეს.

ბ) საკუთარ გამოცდილებას უზიარებდეს კოლეგებს.

5  სამუშაო დროის განმავლობაში კეთილსინდისიერად განახორციელოს თავისი სამსახურეობრივი უფლება-მოვალეობანი.

6 მოსწავლის უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვისას გონივრულ ვადაში განუმარტოს შეზღუდვის საფუძველი.

7 აღზარდოს განათლებული ახალგაზრდობა დემოკრატიული საზოგადოებისათვის პატრიოტული სულისკვეთებით, მაღალი ზნეობითა და კეთილი ნებით.

8    აღჭურვოს მოსწავლე იმ ცოდნით, განათლებით, დამოუკიდებელი მუშაობის უნარ-ჩვევებით, რაც საჭიროა როგორც სწავლის გასაგრძელებლად, ასევე დემოკრატიულ საქართველოში საზოგადოებრივად სასარგებლო საქმიანობაში პრაქტიკული მოღვაწეობისათვის.

9 მასწავლებელი ვალდებულია, მოსწავლეს, რომელსაც მიეცა საშემოდგომო გამოცდა, შვებულებაში გასვლამდე შეუდგინოს დამატებითი მეცადინეობების განრიგი.

10 ხელი შეუწყოს მოსწავლეთა ინტელექტუალური და ფიზიკური ძალების ჰარმონიულ განვითარებას, მოზარდის ცოდნის დონის ამაღლებას.

11 გაეცნოს ახალ ტექნოლოგიებს, ფსიქოლოგიურ და სოციოლოგიურ კონცეფციებს ბავშვისა და მოზარდის შესახებ.

12 დაიცვას პედაგოგიური ეთიკის ნორმები და დირექციასთან დადებული კონტრაქტის ყველა მოთხოვნა.

13 მაღალ დონეზე მოემზადოს ყოველი გაკვეთილისათვის, მოამზადოს მოსწავლეები კონფერენციებისა და ოლიმპიადებისათვის, იცავდეს სკოლის შინაგანაწესს, სასწავლო და შრომით დისციპლინას, უფრთხილდებოდეს სასკოლო ინვენტარსა და ტექნიკურ საშუალებებს, სახელმძღვანელოსა და წიგნად ფონდს.

14 დირექციისა და პედსაბჭოს წინაშე წარმოადგინოს ანგარიში მოსწავლეთა სწავლებისა და აღზრდისათვის გაწეული მუშაობის ხარისხზე, მოსწავლეთა ცოდნის შეფასების ობიექტურობაზე. მოახდინოს შემაჯამებელი სამუშაოს ანალიზი და სემესტრის ბოლოს წარუდგინოს საერთო ანალიზი კათედრას.

15 სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის სრულყოფის მიზნით ზრუნავდეს მოსწავლეთა მშობლების პედაგოგიზაციისა და აღმზრდელობითი მუშაობის ხარისხის ამაღლებისათვის.

16 მოსწავლის შეფასება უნდა იყოს ხშირი და მრავალმხრივი. უნდა შეფასდეს არა მარტო ინფორმაციის ფლობა, არამედ უნარ-ჩვევები, აზროვნების დემონსტრაციის ფორმები. მასწავლებელი აგრეთვე უნდა აფასებდეს მოსწავლის დაკვირვების შედეგად დაგროვილი მონაცემების, ნამუშევრების, პრეზენტაციების, მოსწავლის თვითშეფასების, ჯგუფური მუშაობის, საგაკვეთილო პროცესში ჩართულობის (გაკვეთილის აქტიურობა, დავალების შესრულების ხარისხი, შემოქმედობითობა) და სხვ. ტიპის აქტივობების მიხედვით.

17 სამსახურიდან წასვლის შემთხვევაში ერთი თვით ადრე გააფრთხილოს ადმინისტრაცია.

  1. მასწავლებელს ეკრძალება:

ა) თავისი შეხედულებისამებრ გაკვეთილების ცხრილისა და მუშაობის გრაფიკის შეცვლა,

ბ) გაკვეთილების უმიზეზოდ გაცდენა,

გ) გაკვეთილებისა და მათ შორის დაწესებული შესვენებების ხანგრძლივობის გადიდება ან შემცირება,

დ) მოსწავლეთა გაკვეთილებიდან გაშვება,

ე) სკოლის ტერიტორიაზე თამბაქოს მოწევა,

  1. უზრუნველყოს:
  • მოზარდის გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევების განვითარება და სხვა სახის ინდივიდუალური თავისებურებების გამოვლენა.
  • ეკოლოგიური ცოდნა-ჩვევების ჩანერგვა, უმნიშვნელოვანესი ზნეობრივი ღირებულებების ჩამოყალიბება, გაუღვივოს მოქალაქეობრივი თვითშეგნება, შრომის სიყ-ვარული.
  • მოსწავლის ცოდნის სამართლიანი შეფასება.
  • მოსწავლის ჯანმრთელობის, სიცოცხლისა და საკუთრებისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნა გაკვეთილზე.
  • მოსწავლეებს შორის შემწყნარებლობისა და ურთიერთპატივისცემის დამკვიდრება.
  1. პედაგოგის სავალდებულო დოკუმენტაცია, რომლის წარმოება ევალება მასწავლებელს ერთი სასწავლო წლის მუშაობის ფარგლებში:
  2. მასწავლებლის პორტფოლიო (საქაღალდე);
  3. სასკოლო ჟურნალის ყოველდღიური წარმოება მისი ინსტრუქციის შესაბამისად;
  4. შემაჯამებელი დავალებების ნაკრები თითოეული კლასებისთვის – შესრულებული სამუშაოები.
  5. კათედრასთან პარტნიორობის ამსახველი აქტივობების აღწერა და მიღებული შედეგების ანალიზი – კათედრის საქაღალდისთვის (ტესტები, მეთოდური თემები, პროფესიული რეკომენდაციები და სხვა).
  6. სხვა მნიშვნელოვანი სასკოლო რესურსების ბაზა, რომელიც სჭირდება მასწავლებელს საგაკვეთილო და კლასგარეშე მუშაობის ეფექტურად ჩატარებისათვის (ბიბლიოთეკა, კომპიუტერული კაბინეტი, ლაბორატორია, დარბაზი და სხვა);
  7. მონიტორინგების შედეგების ანალიზი.
  8. საჭიროების შემთხვევაში ვალდებულია შექმნას ტესტები (ადმინისტრაციის ტესტირებისათვის, ექსტერნის გამოცდებისთვის, გამოსაშვები გამოცდებისთვის, კონკურსებისა და ოლიმპიადებისათვის და სხვა)
  9. 22. დისციპლინარული სახდელები

შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების არშესრულების დროს გამოიყენება შემდეგი დისციპლინარული სახდელები:

სიტყვიერი გაფრთხილება;

წერილობითი გაფრთხილება;

წერილობითი საყვედური;

სასტიკი საყვედური;

ფინანსური სახდელი;

  1. წახალისების ფორმები

შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების ხარისხიანად და ეფექტურად შესრულებისათვის გამოიყენება შემდეგი წახალისების ფორმა:

მადლობა;

სიგელი;

ფასიანი საჩუქარი;

პრემია;

სტიპენდია;

მუხლი 15.

კათედრები

  1. 1. წმ.მიტროპოლიტ ნაზარი ლეჟავას სახელობის სამტრედიის მართლმადიდებლურ სკოლაში ფუნქციონირებს 7 კათედრა:

1) ქართული ენისა და ლიტრატურის კათედრა

2) ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების (მათემატიკა, ინფორმატიკა, ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა. ისტ);

3) ენების კათედრა,  (ინგლისური ენა, რუსული ენა);

4) საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრა (ისტორია, გეოგრაფია, სამოქალაქო განათლება, სამოქალაქო უსაფრთხოება, საგზ.ნიშნები და უსაფრთხოება);

5) დაწყებითი სწავლების კათედრა ;

6) შრომითი და ესთეთიკური აღზრდის კათედრა (მუსიკა/გალობა, ხელოვნება, სპორტი)

7) საღთისმეტყველო სწავლების კათედრა;

  1. 2. Iთავი.   კათედრის ზოგადი დებულება

1.1. კათედრა თავის საქმიანობას წარმართავს ზოგადი განათლების შესახებ კანონის, ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების, ეროვნული სასწავლო გეგმის, ააიპ საქ.საპ. წმიდა მიტროპოლიტ ნაზარი ლეჟავას სახელობის სამტრედიის მართლმადიდებლური სკოლის წესდების, სკოლის ”კოდექსის” (მიზნების), შინაგანაწესისა და ამ დებულების შესაბამისად.

1.2. მოქმედების არეალი

წმიდა მიტროპოლიტ ნაზარი ლეჟავას სახელობის სამტრედიის მართლმადიდებლური სკოლა

II თავი.   კათედრის დებულების დამტკიცება

2.1. კათედრის დებულებას შეიმუშავებენ კათედრის წევრები თავმჯდომარესთან ერთად, ათანხმებენ დირექციასთან და ამტკიცებს პედაგოგიური საბჭო სხდომაზე.

2.2. აღნიშნული დებულება ძალაშია პედაგოგიური საბჭოს სხდომაზე დამტკიცებისთანავე.

III თავი.   კათედრის მიზნები და ამოცანები

 3.1. კათედრის მისია.

კათედრა ზრუნავს მასწავლებელთა სულიერი, ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობების განვითარებაზე ინოვაციური პედაგოგიური მიდგომების დანერგვის გზით.

 3.2. კონკრეტული მიზნები და ამოცანები

  • სახელმძღვანელოების ეფექტურად შერჩევა;
  • მოსწავლის განვითარებაზე ორიენტირებული საგნობრივი პროგრამებისა და შეფასების სისტემის შექმნა და დანერგვა;
  • ზრუნვა მოსწავლეთა საგნობრივ წრეებში, სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციებსა და ოლიმპიადებში მოსწავლეთა მონაწილეობისათვის.
  • პედაგოგთა პროფესიული განვითარება;
  • კვლევითი საქმიანობის ეფექტური დაგეგმვა და განხორციელება;
  • პედაგოგთა საქმიანობის მონიტორინგი და შეფასება;
  • პედაგოგთა შორის ურთიერთთანამშრომლობის განვითარება.

IV თავი.   კათედრის წევრობა

 4.1. კათედრა აერთიანებს ამ საგნის ყველა პედაგოგს. ისინი თანასწორობის საფუძველზე მონაწილეობენ კათედრის სხდომებზე.

 4.2. კათედრა იკრიბება სემესტრში ორჯერ მაინც;

 4.3. რიგგარეშე კათედრის სხდომა ჩატარდება:

ა) საჭიროების შემთხვევაში კათედრის თავმჯდომარის ან კათედრის წევრების 1/3- ის მოთხოვნისთანავე;

ბ) წევრები კათედრის რიგგარეშე სხდომის შესახებ გაფრთხილებული უნდა იყვნენ სამი სამუშაო დღით ადრე მაინც, განსახილველი საკითხების მითითებით;

გ) სხდომის მოწვევის უზრუნველყოფა ევალება კათედრის თავმჯდომარეს.

4.4. კათედრის წევრების უფლება-მოვალეობები

კათედრის წევრს უფლება აქვს:

ა) აირჩიოს და არჩეულ იქნეს კათედრის თავმჯდომარედ:

ბ) კათედრის სხდომაზე გადაწყვეტილებების მიღებისას ისარგებლოს ერთი ხმის უფლებით;

გ) შევიდეს ინიციატივებით სხდომაზე და განხილვაზე დააყენოს მისთვის საინტერესო საკითხი;

დ) მონაწილეობა მიიღოს საათების გადანაწილებაში;

ე) მონაწილეობა მიიღოს კათედრის სტრატეგიული გეგმის შემუშავებაში;

კათედრის წევრი მოვალეა:

ა) დაესწროს კათერდის სხდომებს (თუ არ არსებობს გაცდენის ობიექტური მიზეზი);

ბ) მონაწილეობა მიიღოს სახელმძღვანელოების შერჩევაში;

გ) იზრუნოს კათედრის ეფექტურად ფუნქციონირებისათვის და ჯეროვნად შეასრულოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებები;

დ) დანერგოს თანამედროვე მეთოდები და მიდგომები;

ე) იზრუნოს საკუთარი და კათედრის წევრების პროფესიულ განვითარებაზე;

V თავი.   კათედრის თავმჯდომარე

 5.1. არჩევის წესი

ა)  კათედრის  თავმჯდომარეს  ერთი  წლის  ვადით  ირჩევენ  კათედრის  წევრები,  სასწავლო წლის  დასაწყისში ფარული ან ღია   კენჭისყრით;
ბ) საგნობრივი კათედრის თითოეული წევრი როტაციის პრინციპით ხდება კათედრის თავმჯდომარე. ერთი და იმავე პირის მეორედ არჩევა შესაძლებელია მხოლოდ მას  შემდეგ, რაც საგნობრივი ჯგუფის თითოეული წევრი ერთხელ მაინც იქნება თავმჯდომარე;

გ) კათედრის თავმჯდომარის წარდგენის უფლება აქვს მხოლოდ კათედრის წევრებს;

 5.2. ფუნქცია-მოვალეობები:

კათედრის თავმჯდომარე:

ა) უძღვება კათედრის სხდომებს და ხელმოწერით ამტკიცებს სხდომის ოქმებს;

ბ) კათედრის წევრებთან ერთად უზრუნველყოფს წლის სტრატეგიული გეგმის მომზადებას;

გ) ამზადებს შუალედურ და საბოლოო ანგარიშებს წელიწადში ორჯერ მაინც გაწეული საქმიანობის შესახებ პედაგოგიურ საბჭოს სხდომაზე წარსადგენად;

დ) კათედრის მიმდინარე საქმიანობის შესახებ ინფორმაციას აწვდის ნებისმიერ დაინტერესებულ პირს სასკოლო საზოგადოებიდან;

ე) მოვალეა უზრუნველყოს კათედრის სხდომების ორგანიზება და დროულად ჩატარება;

ვ) უზრუნველყოფს კათედრის სტრატეგიული გეგმის შესრულებას და გაწეული საქმიანობის მონიტორინგს;

ზ) უზრუნველყოფს კათედრის ეფექტურად ფუნქციონირებასა და განვითარებისათვის სხვადასხვა ღონისძიებების (ლექცია, სემინარები, სამოდელო გაკვეთილები და სხვა) ჩატარებას;

თ) კოორდინირებას უწევს კათედრის მუშაობას და უზრუნველყოფს ფუნქციების ეფექტურად განაწილებას კათედრის წევრებს შორის;

ი) წარუდგენს წინადადებებსა და რეკომენდაციებს (პედაგოგთა რეიტინგის, წახალისების მექანიზმების, ექსპერტთა მოწვევის, ტრენინგებისა და სხვა ღონისძიებათა შესახებ) სკოლის ადმინისტრაციასა და პედაგოგიურ საბჭოს;

VI თავი.   კათედრის სხდომა

გადაწყვეტილებები:

6.1. კათედრა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება თუ:

ა) კათედრის სხდომას ესწრება კათედრის საერთო წევრთა 2/3.

ბ) კათედრის სხდომა გადაწყვეტილებებს იღებს დამსწრეთა ხმების უმრავლესობით:

გ) ხმების თანაბარი რაოდენობით გაყოფის შემთხვევაში კათედრის თავმჯდომარის ხმა არის გადამწყვეტი;

6.2. სხდომის ჩატარება

თუ კათედრაზე გაერთიანებულია ხუთზე მეტი წევრი, კათედრის თავმჯდომარე ირჩევს და ნიშნავს მოადგილეს.

ა) მოადგილე უფლებამოსილია თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევში განახორციელოს თავმჯდომარის უფლებამოსილება (მოიწვიოს სხდომა, წარუძღვეს მას და ა.შ.)

ბ) თუ კათედრაზე გაერთიანებულია ხუთი ან ნაკლები წევრი კათედრის თავმჯდომარის მოადგილე არ აირჩევა. სხდომა უფლებამოსილია მხოლოდ კათედრის თავმჯდომარის უფლებამოსილებით;

მუხლი 16.კლასის დამრიგებელი

1 კლასის დამრიგებელი არის აღმზრდელობითი მუშაობის ორგანიზატორი და მოსწავლეთა დამრიგებელი, რომელიც აირჩევა ერთი სასწავლო წლის ვადით. მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა კლასში მეგობრული, შრომისუნარიანი კოლექტივის ჩა-მოყალიბება.

2 კლასის დამრიგებელი სკოლაში ცხადდება არაუგვიანეს 8სთ. 40წთ-ისა და რჩება სკოლაში სამუშაო საათების დამთავრებამდე.

3 კლასის ხელმძღვანელს ევალება:

ა) საკლასო ჟურნალის მოვლა-შენახვა, საკლასო ოთახში არსებული ინვენტარის მოვლა-პატრონობა, შესვენების პერიოდში თავის სადამრიგებლო კლასში დისციპლინის დაცვა.

ბ) იმავე დღეს აცნობოს მშობელს მოსწავლის მიერ გაკვეთილზე არგამოცხადების ან დაგვიანების შესახებ.

გ) მოსწავლეთა ყოველმხრივი შესწავლა, მათი მიდრეკილებების, მოთხოვნილებებისა და ინტერესების გამოვლენა, კლასის აქტივის შექმნა და მისი მეშვეობით აღსაზრდელთა ორიენტირება საფუძვლიანი ცოდნის მიღებისა და საზოგადოებრივად სა-სარგებლო საქმიანობაზე.

დ) ,,სკოლის შინაგანაწესის” მოსწავლეთათვის გაცნობა და განმარტება იმ მიზნით, რომ მათ ეს წესები გაატარონ ცხოვრებაში, გადაიქცეს ისინი ყოველდღიური ქცევის ნორმებად; მოსწავლეებში თავისი კლასის, მთლიანად სასწავლო დაწესებულების ღირსების დაცვისადმი პასუხისმგებლობის აღზრდა;

ე) ყოველდღიური თვალყურის დევნება მოსწავლეთა აკადემიურ წარმატებებზე, ქცევაზე, თავისუფალი დროის გამოყენებაზე, იმაზე, რომ არც ერთი ბავშვი არ იყოს დაუსაქმე-ბელი;

ვ) მოსწავლეთა ოჯახური პირობების შესწავლა და მისი გათვალისწინება მუშაობაში;

თ) საჭიროების მიხედვით მოცემულ კლასში მომუშავე პედაგოგთა მცირე თათბირის ჩატარება, სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის რეგულირების, მოსწავლეებისადმი ერთიანი პედაგოგიური მოთხოვნების განსაზღვრისა და კონკრეტული ზომების მიღების, სასწავლო და საზოგადოებრივ საქმიანობაში მათთვის დახმარების მიზნით;

ი) გაკვეთილებზე მოსწავლეების სტაბილური დასწრების უზრუნველყოფა, კლასში და სასწავლო დაწესებულებაში მშობელთა მორიგეობის ორგანიზაცია და თვალყურის დევნება მის შესრულებაზე; მოსწავლეთა მეშვეობით საკლასო ოთახების და კაბინეტების სათანადო ესთეტიკური გაფორმება, სანიტარულ-ჰიგიენური პირობების დაცვა, სასკოლო ინვენტარის გაფრთხილება, მოსწავლეთა იერსახის მოწესრიგება.

კ) მოსწავლეთა საკლასო კრებების პერიოდულად ჩატარება კლასის საქმიანობის ანალიზისა და გაუმჯობესების მიზნით;

ლ) კლასგარეშე და სკოლისგარეშე სასწავლო-აღმზრდელობითი ღონისძიებების ორგანიზება და ჩატარება;

მ) სკოლის ადმინისტრაციასთან ერთად ე.წ რთული ქცევის მქონე მოსწავლეებსა და  პედაგოგიურად ხელმიშვებულ მოსწავლეებსა და მათ მშობლებთან ინდივიდუალური მუშაობა;

ნ) სათანადო ზომების მიღება მოსწავლეთა წახალისებისა, საჭიროების შემთხვევაში-დასჯისათვის;

ო) მოსწავლეთა პირადი საქმეების, კლასის დამრიგებლის პორტფოლიოს წარმოება, სათანადო ცვლილებების დროულად შეტანა;

პ) სასწავლო წლის ყოველ სემესტრში ადგენს თავისი კლასის აღმზრდელობითი მუშაობის გეგმას, რომლის შინაარსი განისაზღვრება სასწავლო დაწესებულების საერთო ამოცანებით, მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურებებით, სასკოლო ცხოვრების მიმდინარე მოთხოვნებითა და სხვა;

ჟ) წლიური გეგმის საფუძველზე კლასის ხელ-ლი ადგენს აღმზრდელობითი მუშაობის გეგმას, მასში შეაქვს კონკრეტული, გულდასმით მოფიქრებული საკითხები, მონაწილეთა და ჩატარების ზუსტი თარიღის მითითებით, აკეთებს ჩატარებული ღონისძიებების ანალიზს;

რ) კლასის ხელ-ლი პერიოდულად აბარებს ანგარიშს პედ. საბჭოს სასწავლო წლის განმავლობაში მოსწავლეთა აკადემიური წარმატებების, მეცადინეობებზე დას-წრების, ყოფაქცევისა და კლასგარეშე და სკოლისგარეშე მუშაობის შესახებ;

ს) აკეთებს მოხსენებას სასწავლო დაწესებულებების კლასის ხელ-თა სხდომაზე, აგრეთვე მშობელთა კრებებზე;

ტ) კლ. ხელ-ლს უფლება აქვს, საჭიროების მიხედვით ჩაატაროს კრება (თათბირი) მისი სადამრიგებლო კლასის მასწავლებლებთან, მოსწავლეებთან, მშობლებთან სწავლებისა და აღზრდის საკითხებზე;

უ) მიიღოს მონაწილეობა პედ. საბჭოს სხდომაზე ნებისმიერი საკითხის განხილვაში, რომელიც ეხება მოსწავლეთა აღზრდას, კლასის ხელ-ლის მუშაობას; უფლება აქვს თავისი მოსაზრებანი გააცნოს პედ. საბჭოს სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის გაუმჯობესების შესახებ;

ფ) წარუდგინოს სასწავლო დაწესებულების ხელმძღვანელობას წინადადებები სწავლასა და შრომაში მოსწავლეთა წარმატებების, საზოგადოებრივ საქმიანობაში აქტიური მო-ნაწილეობის თაობაზე, მათი წახალისების ან სწავლებისადმი არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულების, ყოფაქცევის წესების დარღვევის, არასაპატიო მიზეზით გაკვეთილების გაცდენის შესახებ, დისციპლინური სასჯელის თაობაზე;

ქ) განსაკუთრებულ შემთხვევაში მოიწვიოს მოსწავლეთა მშობლები მათი შვილების აღზრდის საკითხების ერთობლივად გადაწყვეტისათვის;

4 კლასის მშობელთა კრებას იწვევს კლასის დამრიგებელი. უფრო ფართო წარმომადგენლობით მშობელთა კრებას იწვევს დირექტორი, პედ-საბჭო.

5 კლასის მშობელთა კრება მოიწვევა სასწავლო წლის დაწყებიდან ერთი კვირის ვადაში, სემესტრის დამთავრებიდან ერთი კვირის ვადაში და სასწავლო წლის დამთავრებიდან ერთი კვირის ვადაში. ოპერატიულ საკითხთა გადასაწყვეტად შეიძლება, მოწვეულ იქნეს რიგგარეშე კრება. რიგგარეშე კრების მოწვევის საკითხს კლასის დამრიგებელი უთანხმებს სკოლის დირექტორს;

6 კლასის კრებაზე შეიძლება, მოწვეულ იქნეს ნებისმიერი საგნის მასწავლებელი და სკოლის ადმინისტრაციის წევრები. მოწვევისას ისინი ვალდებული არიან დაესწრონ კრებას.

7 დამრიგებლის სავალდებულო დოკუმენტაცია:

  1. სასკოლო ჟურნალზე მონიტორინგი და კონტროლი;
  2. სადამრიგებლო ჟურნალი – დემოგრაფიული მონაცემები, სადამრიგებლო პროგრამა, კლასის საათის თემატიკა და ანალიზი, მშობლეთა კრებების ოქმები, მონიტორინგის შედეგების ანალიზი და სხვა);
  3. კითხვარები მოსწავლეთა და მშობელთათვის;
  4. უბის წიგნაკი – მოსწავლეთა დასწრება–დაგვიანების ყოველდღიური აღრიცხვა, კომენტარები თითოეულ მოსწავლეზე, მშობელთა შეხვედრების ემოცია და სხვა);
  5. სემესტრული და წლიური ანგარიშები;
  6. ექსკურსიების დაგეგმვისა და ჩატარების განრიგი და ანგარიში;
  7. კლასგარეშე ღონისძიებების ჩატარების განრიგი და ანგარიში;
  8. მონიტორინგის შედეგების ანალიზი – ადმინისტრაციის მონიტორინგი, საკუთარი (მასწავლებელებთან და მშობლებთან ინფორმაციის გაცვლა, მოსწავლის სულიერი და აკადემიური დონის ამაღლების მიზნით);
  9. პრობლემურ მოსწავლეზე დაკვირვების ჩანაწერები (პრობლემა და ჩატარებული ღონისძიებები);
  10. მოსწავლეთა განცხადებების და ცნობები.
  11. მოსწავლეთა გაკვეთილებზე დასწრების ჩანაწერები.
  12.  ჩატარებული ღონისძიებების ამსახველი მასალა (ფოტო, ვიდეო ან აუდიო), ტექსტური ინფორმაცია ასეთის არსებობის შესახებ;

მუხლი 17.  ისტ.მენეჯერი

  1. ინფო-ტექნოლოგიების განხრით სიახლეების შემოტანა-დანერგვის უზრუნველყოფა.
  2. მოსწავლეებისა და მასწავლებლების სრული კომპიუტერული გადამზადება შესაბამისი ტრენინგებისა და შეხვედრების ჩატარებით.
  3. ჟურნალებისა და სხვა ტიპის ელექტრონული პროდუქციის წარმოების უზრუნველყოფა კომპიუტერული სასწავლო ცენტრის შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა.
  4. უზრუნველყოფს სასკოლო ღონისძიებების ინიცირებასა და ჩატარებას ინფო-ტექნოლოგიების საფუძველზე.
  5. უზრუნველყოფს შიდასასკოლო პროექტების, კონკურსებისა და სხვა ტიპის აქტივობების კომპიუტერის გამოყენებით განხორციელებას.
  6. თანამშრომლობს სხვადასხვა სასწავლო თუ არასასწავლო დაწესებულებებთან კონკურსების, ღონისძიებების ჩატარების მიზნით.
  7. აწყობს შეხვედრებს , პრეზენტაციებს.
  8. კათედრებისათვის შესაბამისი საიტების კატალოგის შედგენა (საგაკვეთილო პროცესის ხელშეწყობის მიზნით).
  9. სამინისტროსა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოცხადებული პროექტების განხორციელება, მოსწავლეთა და მასწავლებელთა აქტიური ჩართვა.
  10. პასუხისმგებელია კომპიუტერული სასწავლო კაბინეტის მოვლა–პატრონობაზე.
  11. ყველა მასწავლებლის მონაცემთა კომპიუტერული ბაზის შექმნა.
  12. აწარმოებს მოსწავლეთა მოძრაობის ელექტრონულ ვერსიას.
  13. მთელი სკოლის საჭიროების მიხედვით მონაცემთა ელექტრონული ვერსიის წარმოება
  14. მასწავლებლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის შედგენა-წარმოება.
  15. ინტეგრირებული გაკვეთილების ჩატარების უზრუნველყოფა.

მუხლი 18.  საქმის მწარმოებელი

  1. ხელმძღვანელობს კანცელარიის საქმიანობას.
  2. პასუხისმგებელია მოსწავლეთა პირადი საქმეების წარმოება-შენახვაზე.
  3. პასუხისმგებელია სკოლის მთელი კოლექტივის პირადი საქმეების წარმოება-შენახვაზე.
  4. აწარმოებს და კონტროლს უწევს შემოსული და გასული კორესპონდენციების ჟურნალს.
  5. აწარმოებს და კონტროლს უწევს ანბანური წიგნის წარმოებას;
  6. 6. პასუხისმგებელია დირექტორის მიერ გამოცემული ბრძანების გაცნობაზე დაინტერესებულ პირთათვის.

მუხლი 19.  ბიბლიოთეკარი

  1. ბიბლიოთეკარი მუშაობას წარმართავს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით, სკოლის შინაგანაწესითა და წესდებით და საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში.
  2. ზრუნავს ბიბლიოთეკაში მოსწავლეთა მაქსიმალური ჩართულობისათვის, როგორც ინდივიდუალურად, ისე ჯგუფურად.
  3. ხელს უწყობს ბიბლიოთეკაში წიგნადი ფონდის გაზრდას და მისი საგანმანათლებლო მიზნებისათვის გამოყენებას.
  4. სასწავლო წლის დასაწყისში ადგენს სამუშაო გეგმას და დასამტკიცებლად წარუდგენს დირექტორს.
  5. ბიბლიოთეკარი პასუხისმგებელია:
    წიგნადი ფონდის დაცვაზე, შენახვაზე, მოვლა-პატრონობასა და ელექრონული კატალოგით უზრუნველყოფაზე;
  6. ბიბლიოთეკის მომხმარებელთათვის ხელსაყრელი პირობების შექმნაზე, მათი შმდგომი განვითარებისათვის;
  7. ბიბლიოთეკის კომპიუტერიზაციის საფუძველზე საბიბლიოთეკო მუშაობაში უახლესი ტექნოლოგიის დანერგვა-განვითარებაზე.
  8. წიგნადი ფონდის პერიოდულ შესწავლას, შემოწმებას, დაზიანებულის განახლებას;
  9. კითხვის კულტურის დონის ამაღლებისათვის ზრუნვას;
  10. სკოლის კოორდინატორთან ერთად კლასგარეშე და სკოლისგარეშე ღონისძიებების ორგანიზებასა და ჩატარებას თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
  11. დადგენილი წესით ატარებს ბიბლიოთეკის ინვენტარიზაციას და აღრიცხავს ბიბლიოთეკის სასკოლო ქონებას;
  12. პასუხისმგებელია მათ კანონიერად გამოყენებაზე;
  13. გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშს აბარებს პედ.საბჭოს წელიწადში ერთხელ.

მუხლი 20. დამლაგებელი

  1. დამლაგებელი ვალდებულია სამუშაო ადგილზე გამოცხადდეს გრაფიკის შესაბამისად.
  2. დაალაგოს გაპიროვნებული ტერიტორია,
  3. სასწავლო პროცესისა და დასვენების პერიოდში უზრუნველყოს სისუფთავის დაცვა.
  4. სამუშაო ადგილი დატოვოს სკოლის დასუფთავების შემდეგ.
  5. არ დაუშვას მორიგეობის გაცდენა.
  6. დამლაგებელთა სამუშაო გრაფიკს ადგენს დირექტორის მოადგილე სამეურნეო დარგში.

მუხლი 21. დაცვის სამსახური, დარაჯი.

  1. სკოლის დარაჯი ვალდებულია დაიცვა შინაგანაწესი.
  2. ის პასუხისმგებელია უსაფრთოების წესების დაცვაზე;
  3. ახორციელებს მეთვალყურეობას სკოლაში წესრიგისა და დისციპლინის დაცვაზე;
  4. თანამშრომლობს სკოლაში დასაქმებულ პირებთან და ითვალისწინებს მათ წინადადებებს საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით;
  5. ახორციელებს სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლეთა, მშობელთა და დასაქმებულთა მოსვლა-წასვლის ზედამხედველობას;
  6. დარაჯის მუშაობის გრაფიკს ადგენს დირექტორის მოადგილე სამეურნეო დარგში.

მუხლი 22.

შრომის დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო

უსაფრთხოების ზოგადი წესები

1 თანამშრომლებს შორის უსაფრთხო, ნორმალური სანიტარულ-ჰიგიენური პირობების შექმნა.

2 სკოლა, თანახმად ტიპური შრომის შინაგანაწესისა, ვალდებულია, გაატაროს ქმედითი ღონისძიებები შრომის უსაფრთხოების პირობებისათვის, ჩაატაროს უბედური შემთხვევების თავიდან აცილების ღონისძიებები.

3 ყველა მომსახურე ვალდებულია, დაიცვას ხანძარსაწინააღმდეგო წესები, სწორი ორგანიზაცია გაუკეთოს აალებადი მასალების შენახვას.

4 ყველა მუშაკს უნდა შეეძლოს სწრაფად და სწორად მოიყვანოს მოქმედებაში ხელის ცეცხლმქრობი და დაიცვას გამოყენების სიფრთხილე, ასევე იცოდეს მისი მოვალეობა ხანძრის შემთხვევაში და ევაკუაციის ფორმა.

5 მომსახურე ვალდებულია სამსახურის დამთავრების შემდგომ გამოთიშოს ელექტროქსელიდან ყველა ელექტრო მოწყობილობა (სანათი, ელ. ქურა, კონდიციონერი, კომპიუტერი და სხვა)

მუხლი 23.  სკოლის მუშაობის რეჟიმი

სკოლაში სასწავლო წელი იწყება 14 სექტემბრეს.

სწავლის ხანგრძლივობა განისაზღვრება 2 სემესტრით.

არდადეგები გათვალისწინებულია სკოლის მიერ შემუშავებული სასწავლო კალენდრის მიხედვით, რომელშიც გათვალისწინებულია ძირითადი რელიგიური დღესასწაულები.

I სემესტრი _ იწყება 14 სექტემბერს და მთავრდება 30 დეკემბერს;

II სემესტრი _ იწყება 15 იანვარს და მთავრდება 15 ივნისს

სასწავლო პროცესი წარიმართება შემდეგი დღის რეჟიმით:

გაკვ დაწყება დამთავრება შესვენება
I 9 00 9 45 10 წთ
II 9 55 10 40 5 წთ
III 10 45 11 30 5 წთ
IV 11 35 12 20 5 წთ
V 12 25 13 20 30 წთ
VI 13 50 14 35 5 წთ
VII 14 40 15 35  5 წთ
VIII 15 40 16 25

I კლასში სასწავლო პროცესი წარიმართება შემდეგი დღის რეჟიმით:

გაკვ დაწყება დამთავრება შესვენება
I 9 00 9 45 15 წთ
II 9 55 10 40 15 წთ
III 10 45 11 30 15 წთ
IV 11 35 12 20 15 წთ
V 12 35 13 20

სამუშაო კვირა განისაზღვრება 5 დღით. საჭიროების შემთხვევაში, დირექტორის ბრძანების საფუძველზე შეიძლება გამოვიყენოთ შაბათი დღე.

ღონისძიებები, კონკურსები და შეჯიბრებები, დამატებითი მეცადინეობები ტარდება გაკვეთილების შემდეგ ან შაბათ-კვირას.

მუხლი 24. სკოლაში მომუშავე პირთა მიღება-დათხოვნის წესი:

4.1 სკოლის რექტორთან შეთანხმებით, მასწავლებელთა და არაპედაგოგ თანამშრომელთა შტატები და რაოდენობა, ადმინისტრაციის წევრთა შტატები და რაოდენობა განისაზღვრება განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებული ნორმატივებით, ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში სკოლაში მოსწავლეთა რაოდენობის მიხედვით.

4.2 მუშაკი შრომის უფლების რეალიზებას ახდენს სკოლაში შრომითი ხელშეკრულების დადებით.

4.3 მოქალაქე (მისაღები პირი) ვალდებულია, სამუშაოზე მიღებისას საჯარო სკოლის დირექციას წარუდგინოს შემდეგი საბუთები:

  • კადრების აღრიცხვის ფურცელი, ავტობიოგრაფია ან CV;
  • პირადობის მოწმობის ქსეროასლი;
  • განათლების დამადასტურებელი საბუთი;

4.4 მუშაკთა მიღება ხორციელდება კონკურსის წესით, კონკურსის პირობებს და შინაარსს ადგენს ადმინისტრაცია რექტორთან შეთანხმებით. მუშაკი სამსახურში მიღებულად ჩაითვლება, როცა რექტორის თანხმობით გაფორმდება ორმხრივი ხელშეკრულება, ხელმოწერის დადასტურებით, სადაც მითითებული იქნება მინდობილი სამუშაო, შრომისა და შრომის ანაზღაურების პირობები, ორმხრივი უფლება-მოვალეობანი, დაფუძნებული შრომის კანონთა კოდექსზე.

4.5 დამსაქმებელი ვალდებული არ არის დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტელება დასაქმებაზე უარის თქმის შესახებ.

4.6 თითოეულ მომუშავე პირზე გახსნილია პირადი საქმე.

4.7 შრომის ხელშეკრულების დადება შეიძლება მხოლოდ კანონმდებლობით გათვალისწინებულ საფუძველზე:

ა) მუშაკს უფლება აქვს, მოშალოს გარკვეული ვადით დადებული შრომის ხელშეკრულება, მაგრამ ამის შესახებ წერილობით უნდა ეცნობოს ადმინისტრაციას ერთი კვირით ადრე.

ბ) ვადის გასვლის შემდეგ მუშაკი უფლებამოსილია, შეწყვიტოს ხელშეკრულება, ხოლო ადმინისტრაცია ვალდებულია, გაუსწოროს ანგარიში და მისცეს წიგნაკი.

გ) შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის ან ვადის გასვლის შემდგომ ვაკანტურ ადგილზე პიროვნების აყვანა მოხდება კონკურსის წესით.

დ) შეთავსებით მოწვეულ სპეციალისტთან დადებული ხელშეკრულება არ უნდა აღემატებოდეს ერთ სასწავლო წელს. ყოველ საპენსიო ასაკშესრულებულ პიროვნებასთან იდება ხელშეკრულება, არაუმეტეს ერთი სასწავლო წლისა.

4.8 სკოლის მუშაკები ვალდებულნი არიან:

  • იყვნენ მართლმადიდებელი ქრისტიანი, აღმსარებელი და მაზიარებელი.
  • იმუშაონ კეთილსინდისიერად, ზუსტად შეასრულონ სკოლის წესდებით, შრომის შინაგანაწესით, დებულებებით და კანონით მათზე დაკისრებული მოვალეობანი.
  • დაიცვან შრომის დისციპლინა. დროზე გამოცხადდნენ სკოლაში, დაიცვან სამუშაო დროის ხანგრძლივობა და მაქსიმალურად გამოიყენონ იგი მათზე დაკისრებულ მოვა-ლეობათა შემოქმედებითი და ეფექტიანი შესრულებისათვის, დროულად და ზუსტად შეასრულონ ადმინისტრაციის განკარგულებანი.
  • მტკიცედ დაიცვან საშემსრულებლო დისციპლინა. მუდმივად გამოავლინონ შემოქმედებითი ინიციატივა შრომითი საქმიანობის მაღალი შედეგების მისაღწევად.
  • დაიცვან შრომის და ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის მოთხოვნები.
  • ყოველთვის იყონ ყურადღებიანნი ბავშვების მიმართ, კორექტულნი მოსწავლეების მშობლებთან და თანამშრომლებთან.
  • გაუფრთხილდნენ სასკოლო ინვენტარს, დგამ-ავეჯს, ეკონომიურად ხარჯონ მასალები, სათბობი და ელ. ენერგია.
  • დირექტორის ბრძანებით, სასწავლო საქმიანობაზე დამატებით, მასწავლებლებს შეიძლება ერთი სასწავლო წლით დაეკისროთ კათედრის, წრის, კლასის ხელმძღვანელობა.
  • დაუშვებელია სამსახურში ნარკოტიკული ნივთიერებების, ცივი და ცეცხლსასროლი იარაღის, ალკოჰოლური სასმელის შემოტანა, მოხმარება, გავრცელება, გამოყენება, თამბაქოს მოწევა, არაფხიზელ მდგომარეობაში გამოცხადება. ისეთი ნივთიერებების შემოტანა, რომელიც საფრთხეს შეუქმნის მოსწავლე-ახალგაზრდობას.

4.9 მასწავლებლის და სხვა მუშაკის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემდეგი ადმინისტრაციული სახდელები:

ა) გაფრთხილება;

ბ) საყვედური;

გ) სასტიკი საყვედური (ფინანსური სახდელი);

დ) სამსახურიდან განთავისუფლება;

4.10 მასწავლებელს ადმინისტრაციულ სახდელს ადებს დირექტორი. 4.12 პუნქტის ა, ბ, გ შეიძლება გასაჩივრდეს განათლების სისტემის ორგანოებსა და სასამართლოში.

4.11 მასწავლებლის პირადი განცხადების საფუძველზე ან უამისოდ 4.12 პუნქტის ა, ბ, გ სასჯელები შეიძლება მოეხსნას სასჯელის მიღებიდან ექვსი თვის შემდეგ დირექტორის გადაწყვეტილებით.

4.12 მასწავლებელს შეიძლება გამოეცხადოს:

ა) გაფრთხილება:

  • ორზე მეტი დაგვიანებისათვის (გაკვეთილებზე, თათბირებზე, პედსაბჭოსა და სამსახურში) ან გაკვეთილის არასაპატიო მიზეზით გაცდენისთვის;
  • პედაგოგიური და კოლეგიალური ეთიკის ნორმების დარღვევისათვის;
  • უსაფრთხოების წესების დარღვევისათვის;
  • სასკოლო დოკუმენტაციის არ ქონის ან ზერელედ შევსებისა და მოხმარებისათვის

ბ) საყვედური:

  • მეორე გაფრთხილების მიღებისას;
  • ხუთზე მეტი დაგვიანებისათვის ან ორი და მეტი გაკვეთილის არასაპატიო მიზეზით გაცდენისას;
  • მასწავლებლის ეთიკის ნორმების დარღვევისათვის;
  • მოსწავლის ან კოლეგის სიტყვიერი თუ ფიზიკური შეურაცყოფისათვის;
  • სკოლისთვის მატერიალური ზარალის მიყენებისათვის;
  • უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევისათვის;
  • პედსაპჭოს არასაპატიო მიზეზით გაცდენისათვის;
  • სასკოლო დოკუმენტაციის არ ქონის ან ზერელედ შევსებისა და მოხმარებისათვის
  • დამრიგებლისთვის დაკისრებულ მოვალეობათა შეუსრულებლობისათვის.

გ) სასტიკი საყვედური:

  • ორი საყვედურის ან გაფრთხილებისა და საყვედურის მიღებისათვის;
  • სისტემატური დაგვიანებისათვის ან ათზე მეტი გაკვეთილის გაცდენისათვის;
  • მოსწავლის ან კოლეგის სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცყოფისათვის;
  • შინაგანაწესით დაკისრებულ მოვალეობათა შეუსრულებლობისათვის;
  • სკოლისათვის მატერიალური ზარალის მიყენებისათვის;
  • გაკვეთილის ჩაშლისათვის;
  • პედსაბჭოს ორი ან მეტი სხდომის არასაპატიო მიზეზით გაცდენისათვის;
  • დამრიგებლისთვის დაკისრებულ მოვალეობათა შეუსრულებლობისათვის, ისეთი ქმედების ჩადენისათვის, რომელიც ლახავს სკოლის სახელს.

დ)   სამუშაოდან შეიძლება განთავისუფლდეს:

  • ხელშეკრულებაში მითითებული ვადის გასვლის გამო;
  • საკუთარი ინიციატივით;
  • დაწესებულების ლიკვიდაციის გამო;
  • შტატებით გათვალისწინებული საშტატო ერთეულის შემცირებისას;
  • თანამდებობასთან შეუსაბამობისათვის;
  • დისციპლინური გადაცდომისათვის;
  • ხანგრძლივი შრომისუუნარობის (30 კალენდარული დღე) გამო;
  • ასაკის გამო;
  • დადგენილი მოთხოვნების დარღვევისათვის;
  • სხვა დაწესებულებაში გადასვლასთან დაკავშირებით;
  • რელიგიური შეხედულების შეცვლის გამო;
  • გარდაცვალების გამო.

მუხლი 25. სამსახურეობრივ საკითხებზე შესაბამისი დოკუმენტების

თანამშრომელთათვის გაცნობის წესი

5.1 დანიშნულების მიხედვით შესაბამისი დოკუმენტების დაგზავნით, აუცილებლობის შემთხვევაში ტექსტის დარიგებით ხელმოწერის ქვეშ. ბრძანება, განკარგულება, დადგენილება დაიყვანება ზემდგომის მიერ უშუალო შემსრულებლამდე და ეს უკანასკნელი ვალდებულია მის შესრულებაზე.

 მუხლი 26ხელფასის გაცემის დრო და ადგილი

ხელფასის გაცემა მოხდება თვეში ერთხელ, კვირეული დატვირთვიდან გამომდინარე, `რესპუბლიკა” ბანკის ფილიალებში თანამშრომლებზე გახსნილ პირად ანგარიშზე ჩარიცხული თანხით, პლასტიკური ბარათის მეშვეობით.

მუხლი 27სამსახურში გამოუცხადებლობის შეტყობინების წესი

თანამშრომელი ვალდებულია, სამსახურში გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ იმავე დღეს აცნობოს ხელმძღვანელობას, ხოლო ავადმყოფობის შემთხვევაში წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტი.

მუხლი 28. დასვენება, შვებულება, მივლინება.

  1. სკოლაში დასქმებულს შეუძლია ისარგებლოს ანაზღაურებადი და ანაზღაურების გარეშე შვებულებით და გაგზავნილ იქნას მივლინებით დირექტორის ბრძანებით სკოლის საჭიროებიდან განმომდინარე.
  2. ანაზღაურებადი შვებულება ეძლევა ადმინისტრაციას და დამხმარე ტექ-პერსონალს 24 სამუშაო დღის განმავლობაში, ხოლო მასწვლებელს – 48 კალენდარული დღის განმავლობაში.
  3. ანაზღაურების გარეშე შვებულება ეძლევა დასაქმებულს არანაკლებ 15 კალენდარული დღისა და არაუმეტეს ერთი კალენდარული წლისა.
  4. დირექტორის გადაწყვეტილებით ახლადდაქორწინებულებს ეძლებათ დამატებით 10 სამუშაო დღით ანაზღაურებადი შვებულება.
  5. მუშაკის დასვენების დღეებია შაბათი და კვირა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი და საეკლესიო უქმე დღეები (საუფლო დღესასწაულები).
  6. 6 დღიანი სწავლება დასაშვებია თუ სკოლას გაუთვალისწინებლად გაუცდა სასწავლო დღე
  7. მივლინებული თანამშრომლის სამივლინებო ხარჯების ანაზღაურება ხორციელდება, სამივლინებო ბარათის წარმოდგენის შემდეგ.

მუხლი 29. შრომის შინაგანაწესის დამტკიცების, გაცნობისა და მასში

ცვლილებების შეტანის წესები

1 შინაგანაწესს რექტორთან შეთანხმებით ამტკიცებს დირექტორი პედაგოგიურ საბჭოსთან განხილვის შემდეგ.

2 საკითხი, შინაგანაწესში ცვლილებების შეტანის შესახებ, შეიძლება დააყენოს სკოლის პედაგოგიური  საბჭოს 1/3-მა, წერილობით დასაბუთებული მოსაზრებების წარმოდგენის შემდეგ.

3 შინაგანაწესში შესატანი ცვლილებები წარედგინება განსახილვევად სკოლის პედაგოგიურ საბჭოს და მმართველ საბჭოს. რექტორის თანხმობის შემთხვევაში ბრძანებით ამტკიუცებს დირექტორი.

4 შინაგანაწესის გაცნობა აუცილებელია მოქალაქისთვის სამსახურში მიღებისას.

5 შინაგანაწესი ძალაში შედის დამტკიცების დღის მომდევნო სამუშაო დღიდან.

შინაგანაწესის შედგენისას გამოყენებულია შემდეგი საკანონმდებლო აქტები:

სკოლის წესდება;

საქართველოს კონსტიტუცია;

კანონი ზოგადი განათლების შესახებ;

ბავშვთა უფლებების კონვენცია;

ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები;

ეროვნული სასწავლო გეგმა;

მასწავლებელთა პროფესიული სტანდარტი;

მასწავლებლის ეთიკის კოდექსი;

დირექტორის ეთიკის კოდექსი;

მოსწავლის ქცევის წესები;

შრომის კანონი;

პროექტი  განსახილველად გადაეცა სკოლის რექტორს

შედგენილია 2015 წელი 12 აგვისტო

სკოლის ადმინისტრაცია.