მოსწავლის შეფასების სისტემა
შეფასების სტრატეგიული გეგმა წარმოადგენს ინფორმაციას მოსწავლის შესაძლებლობის ანალიზისა და მისი პროგრესის შესახებ. ის არის საშუალება, რომლითაც ვახდენთ პროცესის ანალიზსა და სწავლების პროცესის ეფექტურობის დადგენას, რომელსაც დაეფუძნება შემდგომი დაგეგმვა.
სკოლაში ხორციელდება განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება.
მიმდინარე განმავითარებელი შეფასებად სკოლა მიიჩნევს სიტყვიერ კომენტარს. შემაჯამებელი განმავითარებელი შეფასება ხორციელდება ყოველი სემესტრის ბოლოს კათედრების მიერ საგანში გასავითარებელი უნარების მიხედვით შედგენილი რუბრიკებით. საგნის მასწვლებელი ვალდებულია ინდივიდუალირად აწარმოოს სემესტრის შემაჯამებელი განმავითარებელი შეფასების ამსახველი დოკუმენტი.
მიმდინარე და შემაჯამებელი განმსაზღვრელი შეფასება ხორციელდება ნიშნით, წინასწარ მოსწავლისათვის ნაცნობი რუბრიკების საფუძველზე. კლასის დამრიგებელი ვალდებულია ინდივიდუალირად აწარმოოს სემესტრის და წლის შემაჯამებელი განმსაზღვრელი შეფასების ამსახველი დოკუმენტი.
მიმდინარე შეფასება
მიმდინარე შეფასება წარმოადგენს სასწავლო პროცესში ინფორმაციის დაზუსტებას იმის შესახებ, თუ რა იციან მოსწავლეებმა, რათა შემდგომი ეტაპი ცოდნისა დააშენონ არსებულს.
შემაჯამებელი შეფასება
თემის ბოლოს ადგილი აქვს შემაჯამებელ შეფასებას. იგი მოსწავლესა და მასწავლებელს აძლევს საშუალებას მოახდინოს მიღებული/გადაცემული ცოდნის დემონსტრირება. შემაჯამებელ შეფასებაში შეიძლება შევიდეს ნებისმიერი სფერო ან სფეროთა კომბინაცია. მაგ.: მონაცემთა შეგროვება _ დალაგება, პრეზენტაცია, ინფორმაციის სინთეზირება, დაგროვილი ცოდნის გამოყენება.
შეფასების სტრატეგიები
ქვემოთ მოყვანილი სტრატეგიები უნდა წარმოვიდგინოთ როგორც ერთიანი პაკეტი. ერთიანობაში ისინი იძლევიან მოსწავლის შესახებ ცოდნისა და უნარ-ჩვევების სრულ ინფორმაციას.
დაკვირვება _ დაკვირვება ხდება ხშირად და რეგულარულად. მასწავლებელი აკვირდება ჯგუფს, ან ცალკეულ მოსწავლეს.
განსაზღვრული პასუხები _ ერთჯერადი, ერთგანზომილებიანი სავარჯიშოები, ტესტები, რომლებიც ასახავს დაგროვილი ცოდნის რაოდენობასა და პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობებს.
შეფასების საშუალებები
რუბრიკები _ წარმოადგენს კრიტერიუმთა ჩამონათვალს, რომლებიც წარმოადგენს სტანდარტს და რომლის მიხედვითაც ხდება მოსწავლეთა ტესტების, საქაღალდეებისა და სხვა ნამუშავრების შეფასება.
თვითშეფასება _ მასწავლებლის ჩანაწერი დაფუძნებული საკუთარი მუშაობის დაკვირვებაზე. ამ ჩანაწერებს სჭირდება სისტემური შევსება და ორგანიზება.
შეფასების ამ საშუალებებით შეგვიძლია შევაფასოთ როგორც მთლიანად პროცესი, ასევე მისი რომელიმე ეტაპი.
ასევე პროცესის შეფასებისას ვიყენებთ განმსაზღვრელ შეფასებას. კომპონენტებს თავისი წინასწარ დადგენილი კრიტერიუმებით, რომელიც დასაწყისშივე ცნობილია მოსწავლისათვის.
ასეთი შეფასების კომპონენტებად შეგვიძლია განვიხილოთ:
პრეზენტაცია _ ამ დროს ჩანს და ფასდება მოსწავლის სოციალური (ლიდერის როლის აღება), საკომუნიკაციო (მეტყველება, არავერბალური კომუნიკაცია), კვლევის (მონაცემთა ინტერპრეტაცია), საკუთარი თავის მართვის (დროის მენეჯმენტი, ორგანიზაცია…) უნარები),
რეფერატი _ ამ დროს ჩანს და ფასდება კვლევის უნარ-ჩვევბი (დაგეგმვა, მონაცემთა შეგროვებ/დახარისხება, მონაცემთა ინტერპრეტაცია, მონაცემთა ჩაწერა/დალაგება)
პროექტი _ ამ დროს ჩანს და ფასდება სააზროვნო უნარ-ჩვევები (ცოდნის დაუფლება, აღქმა, გამოყენება, ანალიზი)
სასწავლო პროცესში შეფასების კომპონენტებს, რუბრიკებს ადგენს საგნობრივი კათედრა, მასწავლებელი.
განმსაზღვრელი შეფასების რუბრიკების კრიტერიუმები
პრეზენტაცია;
პასუხობს სათაურს | 2 |
შემოიფარგლება კონკრეტული თემით | 1 |
ფლობს აუდიტორიას (იყენებს მიმიკას, ჟესტიკულაციას, ინტონაციას) | 1 |
საუბრობს გამართული სალიტერატურო ენით და იყენებს შესაბამის მეცნიერულ ტერმინოლოგიას | 2 |
იყენებს განსახვავებულ წყაროებს | 1 |
ადარებს მოვლენებს, ფაქტებს, საგნებს | 1 |
იყენებს თვალსაჩინოებას | 1 |
იცავს დროის ლიმიტს | 1 |
დისკუსია
წარმოადგენს საკუთარ (ჯგუფის) პოზიციას | 1 |
მკაფიოდ და გასაგებად აყალიბებს აზრს | 1 |
მსჯეკობს არგუმენტირებულად | 1 |
აკეთებს დასკვნას | 1 |
მოყავს არგუმენტები საკუთარი აზრის გასამყარებლად | 1 |
მსჯელობს თანამიმდევრულად, შემოიფარგელბა კონკრეტული თემით | 2 |
ფლობს აუდიტორიას | 1 |
კორექტულია ოპონენეტის (განსახვავებული აზრის) მიმართ, ისმენს და კონსტრუქციულად პასუხობს განსხვავებულ აზრს | 2 |
ექსპერიმენტი
აკეთებს გეგმას (ჩანაწერი – სრული, არასრული) | 2 |
გამოითვლის ექსპერიმენტით შესაძლო შედეგებს (აწარმოებს გამოთვლებს, გამოთქვამს ვარაუდებს) | 2 |
იცავს უსაფრთხოების ნორმებს, გეგემავს ექსპერიმენტს | 2 |
იყენებს შესაბამის გრაფიკებს, სიმბოლოებს და ტერმინოლოგიას შედგების გადმოსაცემად | 1 |
მსჯელობს ექსპერიმენტის შედგებზე (აღწერს, აკეთებს დასკვნას) | 2 |
ამზადებს პრეზენტაციას, რეფერატს, პროექტრს | 1 |
რეფერატი
ირჩევს თემას | 1 |
ადგენს გეგმას | 1 |
აყალიბებეს ძირითად პრობლემას | 1 |
მოიპოვებს და იყენებს დამხმარე მასალას/ლიტერატურას | 1 |
წერს შესაბამის ფორმატში (გამოყენებული ლიტერატუირა, დრო, ადგილი, სქოლიო,აღნიშვნა) | 1 |
აფასებს, უპირისპირებს ერთმანეთს სხვადსხვა წყაროში გადმოცემულ თვალსაზრისებს | 2 |
აკეთებს დასკვნას | 1 |
გამოხატავს საკუთარ აზრს და ამყარებს არგუმენტებით | 2 |
დამოუკიდებელი სამუშაო
იცავს დროის ლიმიტს | 1 |
ნაპოვნია პრობლემის გადაჭრის მართებული გზა | 3 |
იცავს წერის კულტურას | 2 |
სიზუსტით აღწევს დასახულ მიზანს | 4 |
კვლევა
ატარებს გამოკითხვას საკვლევი თემის ირგვლივ | 2 |
აგროვებს და ახარისხებს ინფორმაციას, წარმოადგენს გრაფიკულად | 1 |
ირჩევს სათაურს (თემას) და მსჯელობს საკითხის ირგვლივ | 1 |
გამოთქვამს ვარაუდს | 1 |
ამყარებს არგუმენტებით | 1 |
აკეთებს ჩანაწერს | 1 |
გამოყოფს საკვლევ პრობლემას | 1 |
მსჯელობს | 1 |
აკეთებს დასკვნას | 1 |
თხრობა
საუბრობს გამოთქმული მოსაზრების შესახებ, გამოხატავს საკუთარ პოზიციას ამყარებს არგუმენტებით | 3 |
საუბრობს გამართული სალიტერატურო ენით და იყენებს შესაბამის ლექსიკას | 2 |
იყენებს მოკლე ჩანაწერს | 1 |
საუბრობს თანმიმდევრულად და შემოიფარგლება კონკრეტული თემით | 2 |
დროის ლიმიტი | 2 |
თხზულება
წარმოადგენს პრობლემას | 1 |
აკრიტიკებს ან იზიარებს ავტორის თვალსაზრისს | 1 |
გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას | 1 |
მოყავს არგუმენტები (ციტატები) საკუთარი თვალსაზრისის დასამტკიცებლად | 1 |
აზრი ენობრივად (ლექსიკურად) მკაფიოდაა გადმოცემული – შერჩეულია შესაფერისი სტილი, სტი;ისტურად გამართულია | 2 |
დაშვებულია – სინტაქსური შეცდომა | 2 |
დაშვებულია მორფოლოგიური, ორთოგრაფიული და პუნქტუაციური შეცდომა | 2 |
ტექსტთან მუშაობა
ამოიცნობს პრობლემას და მსჯელობს მის ირგვლივ | 2 |
გამოხატავს საკუთარ თვალსაზრისს: საუბრობს ტექსტში გამოთქმული ჰიპოთეზის შესსახებ და იყენებს ვარაუდის გამომხატველ კონსტრუქციებს, იცავს საკუთარი არგუმენტებით | 3 |
აკეთებს ჩანაწერებს | 1 |
იყენებს სქემებს, დიაგრამებს, აზრობრივ რუქებს იდეების გასააზრებლად და დასამუშავებლად | 1 |
ამოიწერს უცხო სიტყვებს (ქმნის სქოლიოებს), უცნობ ინფორმაციას შემდგომი განმარტებისა და დასამუშავებლად | 2 |
აკავშირებს ტექსტს გარემოსთან | 1 |
ესე
ვრცლად (იგულისხმება ავტორის შეხედულება, საკუთარი შეხედულება, დასკვნა) მსჯელობს სამივე მითითების შესახებ | 3 |
მსჯელობს თანამიმდევრულად და საკუთარი მოსაზრებებს ამყარებს არგუმენტებით | 2 |
ვლინდება დამოუკიდებელი აზროვნების უნარი, შეხედულებათა და შეფასებათა არაშაბლონურობა | 1 |
აზრი ენობრივად (ლექსიკურად) მკაფიოდაა გადმოცემული, შერჩეულია შეფასების სტილი, სტილისტურად გამართულია | 1 |
დაშვებულია სინტაქსური შეცდომა | 1 |
საშვებულია მორფოლოგიური, ორთოგრაფიული და პუნქტუაციური შეცდომა | 2 |
დროის ლიმიტი | 1 |