ღონისძიებები

ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა მიტროპოლიტ ნაზარი ლეჟავას სახელობის სამტრედიის მართლმადიდებლური სკოლის

2021-2022 სასწავლო წლის ღონისძიებები

 

“ჩვებ ვსწავლობთ ბიბლიას” – ნახევერფინალი ცაგერში.

“ელ-როის” მორიგი გამარჯვება. გილოცავთ ჩვენო საამაყო ბავშვებო და საბოლოო გამარჯვებას გისურვებთ!

 

 

 

 გერმანული ენის წრის ღონისძიება

2022 წლის 7 ივნისს სკოლაში ჩატარდა გერმანული ენისადმი მიძღვნილი ღონისძიება, სადაც გერმანული ენის წრის მოსწავლეებმა წარმოადგინეს საინტერესო გეოგრაფიული ცნობები გერმანიის შესახებ.ასევე, წაიკითხეს გერმანელი პოეტების ლექსები და მხიარული გამოცანები. შესრულდა გერმანული და ქართული სიმღერები გერმანიასა და პოეზიის თემასთან დაკავშირებით.

 


მომავალი პირველკლასელები

გაიცანით 2022-2023 სასწავლო წლის მშვენება პირველკლასელები…

წარმატებები მათ ახალ საპასუხისმგებლო სამყაროში… ლამაზი და შთამბეჭდავი მოგზაურობა განათლების, შემოქმედების, სწავლა-აღზრდის დიდ ოჯახში – სკოლაში.

სურათი 2022-06-06 15:11:24   მომავალი პირველკლასელები - სურათი 2

 

ეზოს დასუფთავება

თემა-მწვანე გაკვეთილი. ბავშვებმა ისწავლეს როგორ უკავშირდება ადამიანის ცხოვრება ბუნებას.სუფთა ჰაერი და გარემო ჩვენი ჯამრთელობისთვის სასარგებლოა.გაკვეთილის მიზანი იყო-რა ლამაზი გახდებოდა დედამიწა ,ჩვენი პატარა ქალაქი და სკოლა ჩვენ და ჩვენმა თანატოლებმა არაფერი რომ არ დავყაროთ ბუნებაში.ამიტომ გადვწყვიტეთ მაგალითი მიგვეცა თანატოლებისთვის დაგვესუფთავებინა სკოლის ეზო და გაგვეხანგრძლივებინა სიცოცხლე დედამიწისთვის.ბავშვები დიდი სიხარულით ჩაერთვნენ პროცესში,ყველა დამხვდა გაკვეთილზე ხელთათმანებით მობილიზებული .

 



,,უძინართა დედამიწა”-რა სად როდის

რა? სად? როდის? – ჩემპიონატი.

ნიკო-ნიკოლაძის სახელ-მუზეუმში.

დიდი ჯიხაიში.

"უძინართა დედამიწა" - რსრ - სურათი 1  "უძინართა დედამიწა" - რსრ - სურათი 4



დედოფალი ვიქტორია
კონფერენცია თემაზე:

„საინტერესო ფაქტები დედოფალი  ვიქტორიას შესახებ“.

⚜️ თეთრი საპატარძლო კაბის პოპულარიზაცია;

🥨 საშობაო ნაძვის ხის მორთვის ტრადიციის დამკვიდრება;

⚜️ ბუკინგემის სასახლე;

🥨 ბოლო განსასვენებელი მავზოლეუმი;

⚜️ და ბევრი სხვა ფაქტი…

⚜️🥨⚜️ საინტერესო, შემეცნებითი, მრავალფეროვანი და ფერადი სანახაობა არამარტო ბავშვებისთვის, არამედ მსმენელისვისაც.

 



საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა მიტროპოლიტ ნაზარი ლეჟავას სახელობის სამტრედიის მართლმადიდებლური სკოლის ისტორიის მასწავლებლის, თეა დუნდუას ინიციატივით, საღვთისმეტყველო და საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრების, მე-8 კლასის მოსწავლეთა მონაწილეობით, 2022 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, მოეწყო ექსკურსია “სამტრედია-ბაგრატი-გელათი-მოწამეთა-ქუთაისი-მხარეთმცოდნეობის მუზეუმი-სამტრედია”.   მოსწავლეები ბაგრატის ტაძარში დაესწრნენ სამეუფეო წირვას. მეუფე იოანემ წირვის შემდეგ დალოცა სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები. დასასრულს მიტროპოლიტ იოანესთან ერთად სამახსოვრო ფოტო გადაიღეს. https://www.facebook.com/watch/?v=362160239130662   გელათის ტაძარში, წმიდა მეფის, დავით აღმაშენებლის საფლავთან მე-8 კლასის მოსწავლეებმა ჩაატარეს კონფერენცია “საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით”.

    

 



 ,,საერთაშორისო პოლიტიკისა და დიპლომატიის სკოლა’’

ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა მიტროპოლიტ ნაზარი ლეჟავას სახელობის სამტრედიის მართლმადიდებლური სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე მარიამ ბუაძეს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული, აბიტურიენტთათვის განკუთვნილი პროექტის ,,საერთაშორისო პოლიტიკისა და დიპლომატიის სკოლა’’ ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში, აქტიური და წარმატებული მონაწილეობისათვის, მიენიჭა CIU ფონდის დამატებითი სასწავლო ინვენსტიციები და დაჯილდოვდა: 1. სერთიფიკატით; 2. 1000₾ ვაუჩერი – ციფრული ტექნოლოგიების კურსი; 3. 5000₾ CIU CARD კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიზანს წარმოადგენს მარიამ ბუაძესთან დასაწყისიდანვე პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბება და ამ მზაობას სასწავლო ინვესტიციებით ადასტურებს. ვულოცავთ, მარიამს მიღწეულ ჯილდოს და მომავალ წარმატებებს ვუსურვებთ!

                     

 



ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას – II რეგიონული ტური

ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა მიტროპოლიტ ნაზარი ლეჟავას სახელობის სამტრედიის მართლმადიდებლურმა სკოლამ უმასპინძლა ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიას.

კონკურსში “ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას”რეგიონული ტური გაიმართა უფროსი ასაკობრივი ჯგუფის გუნდები “ელ-როი”  და “რკინის ჯვარი”  შეხვდა.

ვულოცავთ მორიგ გამარჯვებას “ელ-როის” და შემდგომ წარმატებებს ვუსურვებთ!

 



 

ნორჩი გიდები – ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმში

18 მაისს – მუზეუმის საერთაშორისო დღეს, ნიკო-ნიკოლაძის სახლ-მუზეუმში  ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა მიტროპოლიტ ნაზარი ლეჟავას სახელობის სამტრედიის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლეებმა მუზეუმის თანამშრომლებთან ერთად მეგზურობა გაუწიეს მუზეუმის საპატიო სტუმრებს.

სკოლის მოსწავლეებმა შესანიშნავად მოირგეს “ნორჩი გიდის” ფუნქცია, მშვენივრად გაართვეს თავი მათზე დაკისრებულ მოვალეობას. დღის დასარულს კი სიმბოლური დიპლომები  დაიმსახურეს…

მადლობა დღევანდელი შინაარსიანი და დახვეწილი ღონისძიების ორგანიზებისთვის ნიკო ნიკოლაძის სახელ-მუზეუმის დირექტორს, ბატონ გიორგი ფანცულაიას, მუზეუმის თანამშრომლებს, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიას და კულტურის სამსახურს, საგანმანათლებლო რესურსცენტრს, სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს ნინო ტონიას და ჩვენს ნიჭიერ და ერუდირებულ ბავშვებს.



დედამიწის საერთაშორისო დღე

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიაში, სხვადასხვა საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეების ჩართულობით დედამიწის საერთაშორისო დღე აღინიშნა.

სკოლის მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას პრეზენტაციის სახით დედამიწის დღესთან დაკავშირებული  საინტერესო და აუცილებელი ინფორმაცია გააცნეს. ისაუბრეს გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე, რაც ემსახურება მომავალი თაობის გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას, პასუხისმგებლობის გაზრდასა და საკუთარი ქცევის შეფასებასა და შეცვლას გარემოს სასარგებლოდ.

ღონისძიებაში მონაწილეობდა ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა მიტროპოლიტ ნაზარი ლეჟავას სახელობის სამტრედიის მართლმადიდებლური სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე ანასტასია ვაშაკიძე (მასწავლებელი: შორენა ანჯაფარიძე)

ღონისძიებას ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის მერი, დავით ბახტაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები .

მოსწაავლეებს მუნიციპალიტეტის მერმა საჩუქრად წიგნები გადასცა.

დედა ენის დღე

ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა მიტროპოლიტ ნაზარი ლეჟავას სახელობის სამტრედიის მართლმადიდებლური სკოლის პედაგოგის, ქ-ნ ნინო ტონიას თანაორგანიზებით 2022 წლის 14 აპრილს, ქართული ენის სიწმინდის დღეს, ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმში,  ჩატარდა ღონისძიება, რომელსაც სტუმრობდა ლია ქაროსანიძე – თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის თარგმნითი ლექსიკონებისა და სამეცნიერო ტერმინოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი. წარმოდგენილი იქნა ლია ქაროსანიძის საჯარო ლექცია – ,,ტერმინოლოგიური დიკტატურა” 1918-1921 წლებში (ნიკოლაძეების ტერმინთშემოქმედება) …

ლექციის შემდეგ გაიმართა კითხვა-პასუხი,

დასასრულს  წმიდა მიტროპოლიტ ნაზარი ლეჟავას სახელობის სამტრედიის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლეებმა  შეასრულეს ქართული სიმღერები და საგალობლები.

გუნდის წევრები:

მარიამ ბუაძე: მე-11 კლასი

ქეთევან თომაშვილი: მე-11 კლასი

ანანო გვენეტაძე: მე-9 კლასი

ლიზი ქიჩოვანი: მე-9 კლასი

გურანდა ტალაბაძე: მე-9 კლასი

,,ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ”

https://www.facebook.com/…/permalink/390564536009663/…

“ჩემო კარგო ქვეყანავ”

https://www.facebook.com/akhalgazrdobissakhli/videos/370052891703385

“ამ საჯარო ლექციით გადაიდგა უპეცედენტო ნაბიჯი, როდესაც მეცნიერება შედის სკოლაში, უშუალოდ ბავშვებთან და ლეგიტიმაციას აძლევს მოსწავლის თითოეულ მოაზრებულ, მოფიქრებულ ტერმინს, უხსნის გზას მეცნიერებისაკენ და ლიცენზიას აძლევს დასამკვიდრებლად ჩვენს გასამდიდრებელ, დასაცავ ქართულ სალიტერატურო ენაში” – აღნიშნა ქალბატონმა ნინო ტონიამ.

ღონისძიების ორგანიზატორები:

📖 არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი;  ლია ქაროსანიძე

📖 ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი; ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი.        სამტრედია,   დიდი ჯიხაიში , გიორგი ფანცულაია

📖  ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა მიტროპოლიტ ნაზარი ლეჟავას სახელობის სამტრედიის მართლმადიდებლური სკოლა..

——————————————————————————————————————————————————–

გასვლითი შემაჯამებელი გაკვეთილი

გასვლითი შემაჯამებელი გაკვეთილი, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენს რაიონში არსებული კულტურული ძეგლების შესახებ ინფორმაციის მოძიებას და დაინტერესებას. რათა მომავალმა თაობამ ისწავლოს, იზრუნოს და დააფასოს ის ფასეულობები. რითაც ამაყობს მთელი საქართველო.

     

დაწყებითი კლასების მხიარული დღეები – I, II, III კლასები

    

 

 

სკოლის ბიბლიოთეკაში

ბიბლიოთეკის მორიგი მატება… ბიბლიოთეკარის თაოსნობით, ჩატარდა ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდის გადახალისება … მაკულატურის ხარჯზე შეირჩა საბავშვო ლიტერატურა… შეგიძლიათ ეწვიოთ ელიკოს არაჩვეულებრივ გარემოში… მადლობა ელიკოს.

 

პირველკლასელების ანბანთან შეხვედრა 

 

დღე პირველი
2021 წლის 4 ოქტომბერი.