წმინდა მიტროპოლიტ ნაზარი ლეჟავას სახელობის სამტრედიის მართლმადიდებლური სკოლის 2021-2022 სასწავლო წლის
სტრატეგიული გეგმა
2021-2027 სასწავლო წლის სტრატეგიული გეგმა – გრძელვადიანი- (ექვს წლიანი)
2021-2022 სასწავლო წლის სტრატეგიული გეგმა მოკლევადიანი (ერთ წლიანი)
დირექტორის სამოქმედო გეგმა
დირექტორის სამოქმედო გეგმა 2021-2022 სასწავლო წელი
წმიდა მიტროპოლიტ ნაზარი ლეჟავას სახელობის სამტრედიის მართლმადიდებლური სკოლის 2020-2021 წლის
სტრატეგიული გეგმა
2020-2021 წწ სტრატეგიული გეგმა
2019-20წწ სტრატეგიული გეგმა
ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა მიტროპოლიტ ნაზარი ლეჟავას სახელობის სამტრედიის მართლმადიდებლური სკოლის განვითარების
სტრატეგიული გეგმა – 2018-2019 სასწავლო წელი
ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა მიტროპოლიტ ნაზარი ლეჟავას სახელობის სამტრედიის მართლმადიდებლური სკოლის განვითარების
სტრატეგიული გ ე გ მ ა
წარმოდგენილი 2016/2021 სასწავლო წლებზე სკოლის დირექტორის მიერ
შეთანხმებულია პედაგოგიურ საბჭოსთან
ამტკიცებს მმართველი საბჭო
2016 წლის მარტი
ზოგადი მიმოხილვა
სტრატეგიული განვითარების გეგმა ეფუძნება საქართველოს კანონს “ზოგადი განათლების შესახებ”.
ინფორმაცია სკოლის შესახებ: ქ.სამტრედია, რობაქიძის ქ. #63; 0 (411) 22 16 93; 591 22 02 67;
მოსწავლეთა რაოდენობა:
20015/16 სასწავლო წელს – 231 მოსწავლე;
2015/16 სასწავლო წლის 15.09–ის მდგომარეობით – 231 მოსწავლე;
სკოლის დამფუძნებელია საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური ეკლესია. ეკლესიის სახელით უფლებამოსილება მინიჭებული აქვს ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტს საბას (გიგიბერია).
მიტროპოლიტი საბა ბრძანდება სკოლის რექტორი, რომლის ლოცვა–კურთხევით მიმდინარეობს სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი სკოლაში საქართველოს კონსტიტუციისა და ზოგადი განათლების კანონის შესაბამისად.
წმიდა მიტროპოლიტ ნაზარი ლეჟავას სახელობის სამტრედიის მართლმადიდებლური სკოლა არის კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს სახელმწიფო სტანდარტით დადგენილი სწავლებისა და აღზრდის საგანმანათლებლო პროგრამებს ქრისტიანული ღირებულებების შესაბამისად. სკოლა თავისი საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით, ა(ა)იპ წმიდა მიტროპოლიტ ნაზარი ლეჟავას სახელობის სამტრედიის მართლმადიდებლური სკოლის წესდებით, დებულებითა და შინაგანაწესით. ეს დოკუმენტი წარმოადგენს სკოლის განვითარების სტრატეგიულ გეგმას 2016-2021 სასწავლო წლებისათვის და შეიცავს სასწავლო მიზნებსა და ამოცანებს, რომლის განხორციელებას ეფუძნება სკოლის საქმიანობა.
სკოლა უზრუნველყოფს ზოგადი განათლების მიღებას; დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურზე, ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად.
სკოლა, როგორც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ორმაგი დაქვემდებარებისაა. იგი ექვემდებარება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და ასევე საქართველოს საპატრიარქოსთან არსებულ წმიდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის განათლების ცენტრს.
სკოლა ასრულებს სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტს, მაგრამ სკოლაში დამატებითი საგნების სახით ისწავლება საღვთისმეტყველო საგნებიც. სკოლაში ფუნქციონირებს სხვადასხვა საგნობრივი და კლასგარეშე წრეები.
სკოლა დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური, პედაგოგიური კადრებით. სკოლაში 40-მდე პედაგოგი მუშაობს. 30 პედაგოგი ჩართულია მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში (სქემაში ჩართული არ არიან დამატებითი (საღვთისმეტყველო) საგამანათლებლო მომსახურების საგნის პედაგოგები და მოძღვრები). უფროსი მასწავლებლის სტატუსი მინიჭებული აქვს 13 პედაგოგს. 10 პედაგოგი არის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის სტიპენდიატი სხვადასხვა წლებში.
სკოლას მრავლად ჰყავს სასწავლო შემოქმედებით კონფერენციებში და ოლიმპიადებში გამარჯვებულები. სკოლის კურსდამთავრებულები წარმატებით აბარებენ ეროვნულ გამოცდებს.
სკოლის მთავარი მიზანია მისცეს მოსწავლეს მეცნიერულ ცოდნასთან ერთად რელიგიური ცოდნაც, ასწავლოს მას ეკლესიური და ზნეობრივი ნორმებით ცხოვრება. აღზარდოს მომავალი თაობა ზნეკეთილ ადამიანებად, მართლმადიდებელ ქრისტიანებად, ჭეშმარიტ მამულიშვილებად
წარმოდგენილი სტრატეგიული გეგმა განსაზღვრავს სკოლის განვითარების ძირითად მიმართულებას რომელიც ემყარება: საქართველოს კონსტიტუციას, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონს, სკოლის შინაგანაწესს, სკოლის დებულებს, ეროვნული სასწავლო გეგმას, ბავშვთა უფლებების კონვენციას, სხვა ნორმატიულ აქტებს და მიზნად ისახავს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებით დასახული ამოცანების შესრულებას.
- II. სკოლის მისიაა:
აღზარდოს მართმადიდებლური, დემოკრატიული ღირებულებების მატარებელი მომავალი თაობა, რომელიც არის ზნეობრივი, განათლებული, მიმტევებელი, იცავს ქვეყნის ტრადიციებს, კულტურულ, სულიერ და მატერიალურ ღირებულებებს, რომელიც შეძლებს საზოგადოებაში სწორ ორიენტაციას.
სკოლა ახორციელებს სასწავლო–სააღმზრდელო პროცესის წარმართვას ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, რომლის ცენტრში დგას თითოეული მოსწავლე და ყველაფერი კეთდება მისი ნიჭის და შესაძლებლობების მაქსიმალური გამოვლენისათვის და განათლების ხარისხის გაუმჯობესებისათვის.
სკოლა მისიის განსახორციელებლად ნერგავს თანამედროვე სასწავლო ტექნოლოგიებს, აწყობს სასწავლო–სამეცნიერო და შემოქმედებით ღონისძიებებს, დისპუტებს, კონფერენციებს, მოლოცვებს, ლაშქრობებს, საქართველოს ისტორიულ–გეოგრაფიულ მოკვლევებს.
III. სკოლის ხედვა:
- წმიდა მიტროპოლიტ ნაზარი ლეჟავას სახელობის სამტრედიის მართმადიდებლური სკოლა არის ეფექტური, უსაფრთხო, წამახალისებელი, სულიერი გარემო, სადაც მიმდინარეობს უწყვეტი სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი;
- განათლება არის თანაზიარი პასუხისმგებლობა მოსწავლებს, მათ ოჯახებსა და სასკოლო საზოგადოებას შორის;
- ყველა მოსწავლე ს შეუძლია მიიღოს განათლება და კარგად ისწავლოს. სკოლა ამზადებს მოსწავლეებს იმისათვის, რომ ისინი იყვნენ წარმატებული ადამიანები;
- სკოლა სწავლა-სწავლების პროცესის ხელშესაწყობად იყენებს უახლეს ტექნოლოგიებს, სწავლების თანამედროვე სტრატეგიებს, მეთოდებსა და რესურსებს;
- სკოლაში შემუშავებულია ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებისა და ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული შედეგების მისაღწევად მოსწავლეების საჭიროებებზე ორიენტირებული და სკოლის სტატუსიდან გამომდინარე საღვთისმეტყველო სწავლებასა და სულიერ აღზრდასთან თავსებადი სასკოლო-სასწავლო გეგმა, რომელიც უზრუნველყოფს მოსწავლეებისათვის იმ აუცილებელი ცოდნისა და უნარების შეძენას, რომლებიც დაეხმარება მათ წარმატებული მონაწილება მიიღონ კულტურის, საზოგადოებრივი, ზნეობრივი ღირებულებებისა და ტექნოლოგიების თვალსაზრისით სწრაფად ცვალებად გლობალურ პროცესებში;
- სკოლის ამოცანა:
სკოლის ამოცანაა დაამკვიდროს მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება, შექმნას უსაფრთხო გარემო, ხელი შეუწყოს მოსწავლის გონებრივ და ფიზიკურ განვითარებას. მოსწავლეს შესძინოს თვითრეალიზაციისათვის საჭირო ცოდნა და უნარები. განუხრელად იზრუნოს პედაგოგის ხარისხობრივ ზრდაზე, იყოს კონკურენტუნარიანი. ყოველ სასწავლო წელს მოახდინოს შიდა მონიტორინგი.
- სკოლის მიზანია:
სკოლის ავტორიტეტის ამაღლება და სკოლის კონკურენტუნარიანობის გაზრდა. უსაფრთხო და კეთილგანწყობილი სასკოლო გარემოს შექმნა და სასკოლო საზოგადოების ინტერესებს მორგებული ობიექტური და სამართლიანი სისტემის მეშვეობით ეფექტური ადმინისტრირება.
- ფასეულობები
- ქრისტიანული ღირებულებები;
- კეთილსინდისიერება;
- პროფესიონალიზმი;
- გამჭირვალობა;
- პიროვნების ღირსების დაცვა და პატივისცემა;
- ინდიკატორები
- საგანმანათლებლო საზოგადოებაში სკოლის რეიტინგის ზრდა;
- სწავლის ხარისხის ამაღლება;
- სასკოლო საზოგადოების კმაყოფილება;
- მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიზნით სქემაში აქტიური ჩართვა;
- შემოსავლების ზრდა;
- სკოლის მოსწავლეების წარმატებები სასკოლო, რაიონულ და რესპუბლიკურ დონეზე.
- მოსწავლეთა მოზიდვა და შენარჩუნება; ყოველი სასწავლო წლის დამდეგისათვის
- კლასების დაკომპლექტება;
- მოსწავლეთა ჩართულობა;
- მაღალკვალიფიცირებულ პედაგოგთა მოზიდვა და შენარჩუნება;
- სწავლების თანამედროვემეთოდების განუხრელად დანერგვა;
- დამწყები პედაგოგებისათვის პროფესიულ ზრდაში ხელის შეწყობა;
- განათლების ხარისხზე მუდმივი ზრუნვა;
- ობოლ და სოციალურად დაუცველ მოსწავლეებზე ზრუნვა;
- მასწავლებელთა მონიტორინგის განხორციელება სწავლების ხარისხის მხრივ. (კათედრების ანალიზის, მოსწავლეთა და მშობელთა გამოკითხვის საფუძველზე);
- სემესტრში ორჯერ ადმინისტრაციის მიერ სასწავლო პროცესის მონიტორინგი
- სადამრიგებლო საქმიანობის გამართული ფუნქციონირება (დამრიგებლების აქტიური ურთიერთობა მშობლებთან);
- პრიორიტეტული მიმართულებები:
- სკოლის საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა;
- სკოლის ორგანიზაციული განვითარება;
- სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლება, მოსწავლეთა სულიერი და ფიზიკური აღზრდის სრულყოფა, სამართლებრივი და მოქალაქეობრივი აღზრდის პრინციპების დამკვიდრება და განვითარება;
- მმართველობითი და დემოკრატიული სისტემების ჩამოყალიბება;
- ინკლუზიური სწავლების განვითარება;
- მშობელთა ჩართულობა;
- მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა (ტრენინგები და სხვა);
- სასწავლო პროცესის მრავალმხრივი მონიტორინგი;
- ინფორმაციულ-ტექნოლოგიური სისტემების განვითარება;
- სკოლის აღჭურვა სასწავლო რესურსებითა და სწავლების ხელშემწყობი სხვა საშუალებებით, ლიტერატურა და სხვა.
- სკოლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფა და განვითარება;
- რისკების მართვა;
- X სკოლის წარმატების განმსაზღვრელი ხუთი ფაქტორი:
სასკოლო სასწავლო გეგმა;
- უსაფრთხო გარემო;
- დასახული მიზნის შესრულება;
- თანამშრომლეთა კოლეგიალობა და პროფესიონალიზმი;
- მოტივაცი და კომუნიკაცია;
- მოძღვრის როლი სწავლა–აღზრდის საქმეში;
- ორგანიზაციული საქმიანობის სრულყოფა
სკოლის საქმიანობის ორგანიზებისა და აღრიცხვის მიზნით, გარდა კანონმდებლობით განსაზღვრული ნორმატიული დოკუმენტებისა, სკოლის დირექტორი, ადმინისტრაციის წევრები და პედაგოგები ვალებულნი არიან აწარმოონ პორტფოლიო, რომელშიც დაცული უნდა იყოს მათი საქმიანობის ამსახველი და დამადასტურებელი ყველა დოკუმენტაცია.
- ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვა და მისი განხორციელების ხარისხის შეფასება
სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლება
- ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვა და მისი განხორციელების ხარისხის შეფასება
სკოლა-გიმნაზიის სასწავლო გეგმა შემუშავდა ეროვნული სასწავლო გეგმისა და ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის საფუძველზე თითოეული მოსწავლის შესაძლებლობების, მიზნების, მიდრეკილებების გათვალისწინებით. სკოლა-გიმნაზიის სასწავლო გეგმაში გათვალისწინებულია ეროვნული სასწავლო გეგმის ხუთი ძირითადი სიახლე.
- საგანმანათლებლო პროცესის ცენტრში დგას მოსწავლე და მიღწეული შედეგი;
- გათვალისწინებულია მოსწავლის ფიზიკური და ფსიქიკური შესაძლებლობები და ასაკთან შესაფერისი ინტერესები;
- სწავლა ნიშნავს არა მარტო ინფორმაციის შეძენას, არამედ უნარ-ჩვევებისა და დამოკიდებულებების განვითარებას;
- სწავლაში მოიაზრება არა ერთი კონკრეტული გზის გავლა, არამედ მასწავლებლის და მოსწავლის მიერ ერთობლივად შერჩეული ოპტიმალური ვარიანტის ძიება. სკოლა-გიმნაზიას აქვს მეტი შესაძლებლობები, შესთავაზოს განსხვავებული გზები საკუთარ მოსწავლეებს;
- მთავარი ორიენტირი ხდება არა ცოდნის ოდენობა, არამედ ხარისხი. მნიშვნელოვანია არა მარტო ის, თუ რა ისწავლა მოსწავლემ, არამედ როგორ ისწავლა და როგორ შეუძლია ამ ცოდნის გამოყენება.
XII. განათლების ხარისხის ზრდის განვითარების სტრატეგია, საფეხურების მიხედვით:
დაწყებითი საფეხურის ძირითადი მიზნებია:
- ჩამოუყალიბოს მოსწავლეს საფუძვლები შემდგომ, საბაზო საფეხურზე ეფექტიურად სწავლისათვის;
- შეუქმნას მოსწავლეს პირობები საკუთარი ინტელექტუალური, ფიზიკური თუ სულიერი თვისებებისა თუ მიდრეკილებების გამოსავლენად და გასავითარებლად;
- შეუქმნას მოსწავლეს პირობები ინფორმაციის მოპოვებისა და იმ უნარ-ჩვევებისა და დამოკიდებულებების გასავითარებლად, რომლებიც მას დასჭირდება მთელი ცხოვრების განმავლობაში.
- ჩამოუყალიბოს მოსწავლეებს უფლის რწმენა და ეკლესიური ნორმებით ცხოვრება.
საბაზო საფეხურის ძირითადი მიზნებია:
- დაეხმაროს მოსწავლეს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევაში;
- მოსწავლეს ჩამოუყალიბოს წინაპირობები მომავალი არჩევანისთვის: აპირებს თუ არა სწავლის გაგრძელებას მომავალში და, თუ აპირებს, რა ფორმით;
- შეუქმნას მოსწავლეს პირობები იმ უნარ-ჩვევების გასავითარებლად, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მთელი ცხოვრების განმავლობაში.
- ჩაუნერგოს მოსწავლეს მართლმადიდებლური ღირებულებები: სულიერი სიძლიერე და მხნეობა, ეკლესიური ნორმებით ცხოვრების აუცილებლობა.
საშუალო საფეხურის ძირითადი მიზნებია:
- შეუქმნას მოსწავლეს სათანადო პირობები საერთაშორისო სტანდარტის მქონე განათლების მისაღებად;
- შეუქმნას მოსწავლეს წინაპირობები იმისათვის, რომ მან სწორად აირჩიოს თავისი მომავალი განვითარების გზა (გააგრძელოს სწავლა უმაღლეს სასწავლებელში, ან ჩაებას შრომით საქმიანობაში).
- ჩაუნერგოს მოსწავლეს მართლმადიდებლური ღირებულებები: სულიერი სიძლიერე და მხნეობა, ეკლესიური ნორმებით ცხოვრების მოთხოვნილება, რათა შეძლოს ღვთისნიერ ადამიანად ჩამოყალიბება. მოთმინებით და მორჩილებით შეძლოს სწორი არჩევანის გაკეთება ღმერთისა თუ ერის სამსახურში.
- აზროვნების, შემეცნების, ანალიზის და შეფასების უნარი ფორმირებისათვის ხელის შეწყობა;
- საკუთარი შესაძლებლობების ადეკვატური შეფასების უნარის ჩამოყალიბება;
- მზადებათვითჩამოყალიბება-თვითრეალიზაციისათვის;
- კომუნიკაბელობის, ესთეტურობის, ზნეობრიობის, სულიერად ჯანსაღი პიროვნების ჩამოყალიბებისათვის ხელის შეწყობა;
- საგნობრივ კონფერენციებსა და სასწავლო ოლიმპიადებში მაქსიმალური მონაწილეობა;
- წარჩინებულ მოსწავლეთა რაოდენობის ზრდა.
- სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხულთა რაოდენობის ზრდა;
XIII. სასკოლო სასწავლო გეგმის ორიენტირები:
- ორიენტაცია ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებში აღწერილ სტანდარტებზე;
- ორიენტაცია შედეგზე და შედეგების დემონსტრირებაზე;
- ორიენტაცია სასწავლო პროცესის ერთიანობაზე;
- ორიენტაცია თითოეულ მოსწავლეზე;
- ორიენტაცია მასწავლებლების პროფესიონალიზმზე;
- ორიენტაცია რესურსების ეფექტურ გამოყენებაზე;
- ორიენტაცია სწავლების მეთოდოლოგიის მრავალფეროვნებაზე;
- სასკოლო სასწავლო გეგმის შემუშავება ხდება ეროვნულ სასწავლო გეგმაზედაყრდნობით;
- სასკოლო სასწავლო გეგმა დგება ყოველი სასწავლო წლის დამდეგამდე. მისი დამტკიცებ ხდება პედაგოგიური საბჭოს მიერ ახალი სასწავლო წლის დადგომამდე, არაუგვიანეს შვიდიკალენდარული დღისა;
- კათედრების ფუნქციების გაძლიერება
ხარისხის მართვის მნიშვნელოვანი რგოლი უნდა გახდეს სკოლა-გიმნაზიის საგნობრივი კათედრები. საგნის სწავლა-სწავლების ხარისხზე პასუხისმგებლობა ადმინისტრაციასთან ერთად, უნდა დაეკისროს კათედრის გამგეს. შესაბამისად კათედრის ხელმძღვანელობა უნდა გახდეს თანამდებობა და განისაზღვროს მისი თანამდებობრივი სარგო.
- კათედრების ძირითად საქმიანობას წარმოადგენს:
- საგნის სწავლების სტრატეგიის განსაზღვრა;
- მასწავლებლის საათობრივი დატვირთვის განაწილება;
- სასკოლო გეგმის შემუშავება;
- ინდივიდუალური საგნობრივი პროგრამების შემუშავება;
- ძირითადი და დამხმარე სახელმძღვანელოების, საგანმანათლებლო რესურსების შერჩევა;
- მოსწავლეთა შეფასების კრიტერიუმების შემუშავება;
- გაკვეთილზე დაკვირვების ინდიკატორების განსაზღვრა;
- საგნის სწავლების მონიტორინგის სისტემის ჩამოყალიბება;
- კათედრის წევრთა შორის გამოცდილების გაზიარება, წარმატებების წინაპირობათა განსაზღვრა და პრობლემების გადაჭრის გზების ძიება;
- სხვა კათედრებთან კოორდინირებული მუშაობა;
- ზრუნვა მასწავლებლის პროფესიული განვითარებისათვის;
- რეკომენდაციების შემუშავება სწავლა–სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიებისა და მიდგომების დანერგვასთან დაკავშირებით;
- შემაჯამებელი დავალებების ამსახველი დოკუმენტაციის, მოსწავლეთა აკადემიური მიღწევების ანალიზი;
- სასკოლო ღონისძიებების გეგმის შემუშავება.
კათედრები და კათედრების ხელმძღვანელები უნდა ზრუნავდნენ პროფესიული განვითარების გზების დასახვაზე, ახალი ინფორმაციის დროულად და სწრაფად გადაცემაზე, პედაგოგთა ურთიერთთანამშრომლობაზე, გუნდური მუშაობის პრინციპების დამკვიდრებაზე, საგნების ინტეგრირებაზე, სხვადასხვა პროექტებში, ოლიმპიადებში, კონკურსებში მოსწავლეთა და მასწავლებელთა ჩართულობაზე.
აუცილებელია კათედრების მიერ განსაზღვრული საგნის ხარისხიანი სწავლებისათვის საჭირო სასწავლო რესურსების და დამატებითი ღონისძიებების ბაზა, წარდგენილ იქნას დირექტორის წინაშე და გათვალისწინებულ იქნას სკოლის ბიუჯეტის შედგენისას.
- XV. სასწავლო – აღმზრდელობითი პროცესის ორგანიზება:
- საგნების მიხედვით, სასკოლო-სასწავლო გეგმის სრულყოფა და სწორი ფორმით რეალიზება;
- საგნობრივ დისციპლინათა დაახლოება – ინტეგრაცია. ინტეგრირებული გაკვეთილებისჩატარება;
- სასწავლო-შემეცნებითი შიდასასკოლო კონფერენციის გამართვა საღვთისმეტყველო თემაზე. კონფერენციის მომზადება საქართველოს სამოციქულო ეკლესიის დაქვემდებარებაში მყოფი სკოლების მონაწილეობით თემაზე;
- ერთიანი საინფორმაციო-საკომუნიკაციო სივრცის განვითარება
- ახლადაშენებულ სპორტულ დარბაზში სპორტის სხვადასხვა სახეობების წრეების ჩამოყალიბება და სხვადასხვა სპორტული ღონისძიებების ჩატარება.
- გაცდენა – დაგვიანებებზე კონტროლი.
- მოსწავლეთა მიღწევების დინამიკის შესწავლა
მოსწავლის განვითარების დინამიკის დადგენა, რეიტინგის განსაზღვრა და თანამდევი დამატებითი სამუშაოების განხორციელება არის სრულყოფილი და ხარისხიანი განათლების მიღების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საშუალება. თუმცა ამ საქმიანობის წარმატება დიდადაა დამოკიდებული მასწავლებელს, მოსწავლესა და მშობელს შორის კეთილგანწყობილი, ნდობაზე დამყარებული ურთიერთობის არსებობაზე. ამიტომ გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია მშობელთა ინფორმირებულობა და პროცესებში ჩართვა.
- შიდა სასკოლო, რესპუბლიკური და საერთაშორისო პროექტების დანერგვა და მართვა
პროექტი, როგორც სწავლების ხელშემწყობი ეფექტური მეთოდი, გათვალისწინებული და ასახული უნდა იქნას სასწავლო პროგრამების შედგენისას, ყველა მასწავლებლის მიერ. ასეთი სახის მუშაობა იწვევს მოსწავლეებში მოტივაციის გაზრდას, მასწავლებელს, მოსწავლესა და მშობელს შორის დაახლოებასა და ურთიერთთანამშრომლობას.
შიდა სასკოლო პროექტები, მისი თემატიკა, განხორციელების ვადები, საჭირო ადამიანური და ფინანსური რესურსი უნდა განისაზღვროს კათედრების მიერ. წარმატებული სასკოლო პროექტების წარდგინება უნდა განხორციელდეს საჯაროდ.
ასევე, სკოლა აქტიურად უნდა ჩაერთოს სკოლის გარეთ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საპატრიარქოს განათლების ცენტრისა და სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ განხორციელებულ ღონისძიებებში.
- კლუბური და წრეობრივი მუშაობის დანერგვა და მართვა.
მოსწავლეთა ინდივიდუალური თავისებურებების, ინტერესებისა და მიდრეკილებების გათვალისწინებით ჩამოყალიბდება ესთეტიკური, ლიტერატურული, სპორტული, ეთნოგრაფიული, ეკოლოგიური, დრამატული წრეები. კლუბური მუშაობის წარმატებები უნდა გამოვლინდეს სხვადასხვა მიმართულებით: მუსიკალური სპექტაკლების, ლიტერატურული საღამოების გამართვა, საინტერესო ფილმების და სპექტაკლების ნახვა და განხილვა, ცნობილი ადამიანების სტუმრად მოწვევა, სასკოლო გაზეთის პერიოდული გამოცემა, მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვის მოწყობა, ”მხიარული სტარტების”, ლაშქრობების ორგანიზება და სხვა.
ა) საგანმანათლებლო ხაზით ერთიან საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემაში ჩართვა (უკვე მოქმედებს);
ბ) კლასების ერთიან სასკოლო საკომუნიკაციო სისტემაში მოქცევა.
გ) მოსწავლეთა ინდივიდუალური შესაძლებლობების განვითარებისთვის ხელის შეწყობა. მათი ჩაბმა სხვადასხვა სასწავლო თუ შემოქმედებით პროცესებში;
დ) სასპორტო (ფეხბურთი, კალათბურთი, ფრენბურთი, ჭადრაკი, მაგიდის ჩოგბურთი) პროფილის განვითარებისთვის ხელის შეწყობა;
ე) შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოვებული მოსწავლეების ჩაბმა შემოქმედებით კონკურსებში, სასწავლო ოლიმპიადებში, სამეცნიერო კონფერენციებში, გამოფენებში, სპორტულ შეჯიბრებებში;
ვ) საგნობრივი წრეების შემოქმედებითი მუშაობისთვის ხელისშეწყობა;
ზ) სკოლის ვებ–გვერდის სისტემატიური განახლება.
ფიტო-ლაბორატორიის განახლება.
სასკოლო ელექტრონული ჟურნალის „ერმოლაოსის“ აღდგენა-განახლება.
საჩითილე სათბურში სხვადასხვა სახის ნერგების ყვავილების გამოყვანა.
XVI. კლასგარეშე მუშაობის უზრუნველყოფა და მიმართულებები;
- სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსიები;
- ცნობილსაზოგადო მოღვაწეებთან შეხვედრები;
- უმაღლესი სასწავლებლების მიერ სკოლის მოსწავლეებისათვის ჩატარებულ ღონისძიებებში მონაწილეობა;
- საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის მიერ ორგანიზებული კონკურსში „ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას“ აქტიური მონაწილეობა.
- მოსწავლეთა თვითშემოქმედება (გალობა, ხალხური საკრავები, ქართული ცეკვა):
ა) კლასგარეშე მუშაობის დარგში კოორდინატორის ანგარიშგება სკოლის წინაშე;
ბ) მოსწავლეთა ჩართულობა კლასგარეშე ღონისძიებებში;
გ) დამრიგებლების ჩართულობა და როლი კლასგარეშე ღონისძიებებში;
დ) მშობელთა გააქტიურება კლასგარეშე ღონისძიებებში;
XVII. მშობლებსა და სკოლას შორის თანამშრომლობითი ურთიერთობების ჩამოყალიბება:
- კლასის ხელმძღვანელების სისტემატიური ურთიერთობა მშობლებთან;
- სასკოლო ღონისძიებებში მშობლების აქტიური ჩართვა;
- მშობლებელთა სათათბიროს შექმნა;
- ყოველი სასწავლო წლის დამდეგისათვის მოსწავლეთა მშობლებთან დირექციის შეხვედრა, სასკოლო ცხოვრებაში მათი აქტიური ჩართვის მიზნით;
XVIII. ფიზიკურად და სულიერად ჯანსაღი მომავალი თაობის ჩამოყალიბებისათვის ხელის შეწყობა:
- ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების საქმეში, ეკლესიის, სკოლასა და ოჯახს შორის შეთანხმებული მუშაობა;
- შემეცნებით-საგანმანათლებლო ექსკურსიების და მოლოცვების მოწყობა;
- კვების ბლოკის (სასკოლო ბუფეტის) გამართული და ხარისხიანი მუშაობისთვის ხელის შეწყობა;
XIX. აღზრდის სისტემა, უსაფრთხო გარემო და სასკოლო დისციპლინა:
- ეფუძნება ურთიერთგაგებისა და მოვალეობის პრინციპებს
- პედაგოგი ვალდებულია შეაყვაროს მოსწავლეს თავისი საგანი;
- მოსწავლის მიერ დისციპლინარული გადაცდომის შემთხვევაში, მას აუცილებლად უნდაგანემარტოს თუ რატომ დაედო ესა თუ ის სასჯელი;
- სკოლის უსაფრთხოების მიზნით, სკოლის ტერიტორიის სრული კონტროლი, რისთვისაც გარე პერიმეტრზე, ასევე სკოლის შენობაში ორივე სართულზე უნდა დამოტაჟდეს სამეთვალყურეო კამერები.
- საევაკუაციო გეგმა განთავსებულია სკოლის შენობის ორივე სართულზე, ასევე ორივე სართულზე არის ცეცხლმქრობი ბალონები, ხოლო პირველ სართულზე დამატებით განთავსებული სახანძრო სტენდი. თუმცა მეტი საიმედოობისათვის ვთვლით, რომ მიზანშეწონილია ხანძარსაწინააღმდეგო საგანგაშო სისტემის მონტაჟი.
- ყოველი სასწავლო წლის ბოლოს დაიგეგმოს ცრუ განგაშის მოწყობა.
- დემოკრატიული სისტემების ჩამოყალიბება
ხარისხზე ორიენტირებული სკოლის მნიშვნელოვანი რგოლია სკოლის ადმინისტრაცია. დირექციის მუშაობაზე დიდწილადაა დამოკიდებული სკოლის წარმატებები და წარუმატებლობა. დირექციის მუშაობაში მთავარია გუნდურობის პრინციპი, პასუხისმგებლობის, უფლება-მოვალეობების სწორი გადანაწილება. დირექციის წარმომადგენლები უნდა გამოირჩეოდნენ პროფესიონალიზმით, კომუნიკაციისა და საქმის ორგანიზების უნარით, უნდა გააჩნდეთ სკოლის განვითარების ხედვა, უნდა იყვნენ ინიციატივიანები, ჰქონდეთ ლიდერის თვისებები.
- ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარება
ამ მიმართულების ძირითადი პრიორიტეტებია:
- სასწავლო პროცესში ისტ როლის გაზრდა;
- სკოლის ვებ–გვერდის შექმნა;
- სკოლის მონაცემთა ბაზის, მოსწავლეთა და მასწავლებელთა პირადი საქმეებისა და დოკუმენტაციის ელექტრონული ვერსიის შექმნა;
- სკოლსთან დაკავშირებული ყველა ტიპის ინფორმაციის ელექტრონული ვერსიების შექმნა და დაარქივება;
- სკოლის ბიბლიოთეკის ელექტრონული ვერსიის შექმნა.
XXII. სკოლის თვითშეფასებისა და მონიტორინგის მექანიზმების შემუშავება
სკოლის განვითარებისა და საქმიანობის სრულყოფის აუცილებელი პირობაა სწავლა-სწავლების პერიოდული მონიტორინგი და თვითშეფასება. ვთვლით, რომ ამ პროცესში ჩართული უნდა იყოს სასკოლო საზოგადოების რაც შეიძლება მეტი მონაწილე და შეფასებულ იქნას სხვადასხვა ასპექტი. ამისთვის უნდა შეიქმნას სხვადასხვა ხასიათის კითხვარები, ანკეტები, ზოგადი ჩარჩოები, შეფასების კრიტერიუმები და სხვა.
- მასწავლებელთა პროფესიული განვითარება
მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებისთვის საჭიროა სკოლის თანამშრომლობა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, რესურსცენტრთან, საპატრიარქოს განათლების ცენტრთან, ორგანიზაციებთან, რომლებიც გვთავაზობენ კვალიფიციურ დახმარებას – ტრენინგებისა და სემინარების სახით, კერძოდ ზოგადი განათლების პროფკავშირთან, რომლის წევრები არიან ჩვენი პედაგოგები. მასწავლებელთა პროფესიიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში აქტიური მონაწილეობა სტატუსების გაუმჯობესებისათვის.
სკოლის პედაგოგებს მივაწვდით ყველა ინფორმაციას ტრენინგებისა და სემინარების შესახებ, რათა მათ საშუალება ჰქონდეთ თვითონაც იზრუნონ საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე, მივაწვდით მეთოდურ ლიტერატურას. დავეხმარებით და საშუალებას მივცემთ ჩვენს პედაგოგებს, დაესწრონ აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამების ტრენინგებს, ასევე სკოლის საჭიროებებიდან გამომნდინარე სხვადსხვა ტრენინგ-სემინარებს. კერძოდ გაზაფხულზე დაიგეგმოს ტრენინგი, საპატრიარქოს განათლების ცენტრის ფსიქოლოგიური სამსახურის მონაწილებით ყველა პედაგოგისათვის თემაზე – „კლასის მართვა“ და რთული ქცევის მოსწავლეებთან მუშაობა.
ასევე მასწავლებელთა პროფესიულ ზრდას ხელს უწყობს სკოლის პედაგოგებს შორის მეგობრული ურთიერთობა, სკოლის შიგნით მასწავლებლების მიერ ტრენინგებისა და სემინარების მოწყობა, გაკვეთილებზე საქმიანი და თანამშრომლობითი დასწრება-მეთოდი ”კრიტიკული მეგობარი”, პრობლემების აღმოფხვრაზე ერთად ზრუნვა, გუნდური მუშაობის პრინციპის დამკვიდრება, გამოცდილების გაზიარება არა მარტო სკოლის შიგნით, არამედ სხვა სკოლის პედაგოგებს შორის, არის მასწავლებლების პროფესიული განვითარების ერთ-ერთი საშუალება. ასეთი სახის მუშაობა განსაკუთრებით სასიკეთოა დამწყები პედაგოგებისათვის, რომელთათვისაც პროფესიონალი მასწავლებლების დახმარება აუცილებელი პირობაა, მათი კვალიფიკაციის ამაღლებისთვის.
პარტნიორულ ურთიერთობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სკოლის განვითარებისათვის. მნიშვნელოვანია პარტნიორობა როგორც სკოლის შიგნით, ასევე პარტნიორობა სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, რათა სკოლა გახდეს კონკურენტუნარიანი.
XXIV. მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფა
- სკოლა განთავსებულია სარგებლობის უფლებით სახელმწიფოს მიერ გადმოცემულ შენობაში.
- 2016 წელს სკოლამ უნდა მოიპოვოს სამივე საფეხურის ავტორიზაცია. ამიტომ იგეგმება შემდეგი:
- ახალი სპორტული დარბაზის მშენებლობის დასრულება და მისი აღჭურვა თანამედროვე სპორტული ინვენტარით;
- ღია სპორტული მოედნის განახლება;
- ინფორმატიკის კაბინეტის მოწყობა და განახლება ახალი კომპიუტერებით;
- საბუნებისმეტყველო საგნების ლაბორატორიის შევსება;
- ბიბლიოთეკის შევსება წიგნადი ფონდით;
- საოფისე ინვენტარით აღჭურვა;
- სასწავლო ინვენტარის შეძენა;
- სასწავლო რესურსების შეძენა;
- ორადგილიანი მერხების გადაკეთება ერთადგილიანად;
- ასევე სპორტული დარბაზისათვის მისი მხატვრულ-შემოქმედებითი დანიშნულების გამოყენების მიზნით ასაწყობი სცენის მოწყობა.
- ყველა სადამრიგებლო კლასის აღჭურვა ინტერნეტში ჩართული კომპიუტერით.
- მეორადი სასკოლო სახელმძღვანელოების ფონდის განახლება;
- სამედიცინო კუთხის გამართული ფუნქციონირებისათვის წელიწადში ორჯერ „ავერსიდან“ მოხდეს მედიკამენტების შეძენა.
- გაფართოვდეს კვების ბლოკის ფუნქციონირება;
- ეზოს ქვიშიანი საფარის შეცვლა ბეტონის საფარით;
- გაზის ცენტრალური გათბობის სისტემის მოწყობა სკოლაში;
XXV. სკოლის ბიუჯეტი:
- საპატრიარქოს დაფინანსებისა და სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი ვაუჩერული დაფინანსების გახარჯვა მოხდეს გონივრულად;
- გამოირიცხოს თანხების არამიზნობრივი ხარჯვა;
- ყოველწლიურად ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნას თანხები სასწავლო–სააღმზრდელო საქმიანობისათვის (ადმინისტრაციის, მასწავლებელთა, დამრიგებელთა ხელფასები და სახელფასო დანამატები, კლასგარეშე ღონისძიებათა ორგანიზატორთა ხელფასები და დანამატები)
- მოსწავლეთა მიერ დაგეგმილ ღონისძიებათა ხარჯები. (ხარჯთაღრიცხვა წარმოდგენილი იქნეს ყოველი საფინანსო წლის დასრულებამდე არაუგვიანეს 60 დღისა. ხარჯების დაფარვა მოხდეს როგორც საბიუჯეტო, ასევე საპატრაირქოს დაფინანსებიდან;
- მომავალი საბიუჯეტო წლიდან მასწავლებლების ხელფასების ზრდა არსებულ სატარიფო განაკვეთთან შესაბამისად;
- ფინანსების მოძიება საჭიროების შემთხვევაში სკოლის გაფართოების მიზნით
XXVI. საპატრიარქოს სკოლებთან პარტნიორული ურთიერთობების დამყარება, კონფერენციების მოწყობა და ურთიერთგამოცდილების გაზიარება;
შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ 850 წლისთავთან დაკავშირებით კონფერენციის მოწყობა საპატრიარქოს სკოლების მონაწილეობით.
XXVII. სკოლის ვებ-გვერდის გამართული მუშაობა (www.nazari.ge):
XXVIII. სკოლის მონიტორინგი:
სკოლა ყოველწლიურად ახდენს მონიტორინგს (შედეგების ანალიზი, მოსწავლეების,
მასწავლებლების და მშობლების გამოკითხვა) ;
XXIX. მოსალოდნელი შედეგები და რისკების მართვა
ზემოთ წარმოდგენილი გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმის შესრულება, სკოლას
საშუალებას მისცემს წარმატებით გაართვას თავი ურთულეს ამოცანას და გახდეს
ავტორიზებული სასწავლო დაწესებულება.
წმიდა მიტროპოლიტ ნაზარი ლეჟავას სახელობის სამტრედიის მართლმადიდებლური სკოლის 2015-2016 წლის სამოქმედო გეგმა
# | მიზნები და ამოცანები | პასუხისმგებელი
|
IX | X | XI | XII | I | II | III | IV | V | VI | VII | VIII |
I. | სკოლის დემოკრატიზაციისა და მართვის სისტემის განვითარება. | |||||||||||||
1. | სკოლის თვითშეფასება | |||||||||||||
1.1 | სიტუაციური კვლევის განხორციელება. ანკეტების მომზადება (ჯგუფური შეხვედრების ორგანიზება ინტერესთა ჯგუფებთან) | დირექცია, სკოლის ხარისხის მარვის მენეჯერი. | ||||||||||||
1.2 | ანკეტირება | კლასის დამრიგებლები.
|
||||||||||||
1.3. | მონაცემების კვლევა კომპიუტერული
დამუშავება და ანალიზი |
ადმინისტრაცია, ხარისხის მართვის მენეჯერი, საინფორმაციო მენეჯერი. | ||||||||||||
2. | სტრატეგიული მიზნების განსაზღვრა | |||||||||||||
2.1. | მისიის განაცხადის შემუშავება; | მმართველი საბჭო, პედაგოგიური საბჭო. | ||||||||||||
2.2. | სტრატეგიული მიზნების განსაზღვრა | სკოლის დირექცია, სკოლის სტრუქტურული ერთეულები.
|
||||||||||||
2.3. | წესდების/ შინაგანაწესის შემუშავება/ გადახედვა | სკოლის დირექტორი, კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი სტრუქტურული ერთეულები. | ||||||||||||
2.4. | SWOT ანალიზი, მონიტორინგისა და შეფასების სისტემა. | სკოლის დირექცია, ხარისხის მართვის სამსახური სასკოლო საზოგადოება. | ||||||||||||
3. | მართველობითი სტრუქტურული რგოლების შექმნა და ფუნქციონირება | |||||||||||||
3.1. | მმართველი საბჭო | მმართველი საბჭოს თავმჯდომარე.
|
||||||||||||
3.2. | პედ. საბჭოს დაკომპლექტება | სკოლის დირექცია.
|
||||||||||||
3.3. | კათედრების დაკომპლექტება (თავმჯდომარის არჩევა, სამოქმედო გეგმისა და დებულების შემუშავება/ გადახედვა) | დირექტორის მოადგილე სასწავლო სააღმზრდელო დარგში კათედრები. | ||||||||||||
3.4. | დირექციის ჩამოყალიბება | სკოლის დირექტორი. | ||||||||||||
4. | მოსწავლეთა მიღება და ,, მობილობა’’ . | სკოლის დირექტორი, საქ. მწარმოებელი. | ||||||||||||
5. | უსაფრთხოება, შენობის, ეზოს, ქონების, ტექნიკის დაცვა | |||||||||||||
5.1. | სახანძრო უსაფრთხოება. | დირექტორი,დირექტორის მოადგილე სამეურნეო დარგში, სკოლის დარაჯები. | ||||||||||||
5.2. | სანიტარულ-ჰიგიენური ნორმრბი | სკოლის სამეურნეო ნაწილის გამგე, დამლაგებლები. | ||||||||||||
II | სწავლა-სწავლების სტრატეგია | |||||||||||||
1. | სასკოლო- სასწავლო გეგმა | სკოლის დირექცია, დირექტორის მოადგილე სასწავლო დარგში პედაგოგიური საბჭო. | ||||||||||||
1.1. | ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურების ჩამონათვალი და აღწერილობა | დირექტორის მოადგილე სასწავლო დარგში, პედაგოგიური საბჭო. | ||||||||||||
1.2. | ესგ-ით გათვალისწინებული დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურების ჩამონათვალი და აღწერილობა | დირექტორის მოადგილე სასწავლო დარგში, პედაგოგიური საბჭო. | ||||||||||||
1.3. | სასკოლო საათობრივი ბადე
|
დირექტორის მოადგილე სასწავლო დარგში, პედაგოგიური საბჭო. | ||||||||||||
1.4. | სასწავლო მასალის ჩამონათვალი საფეხურებისა და საგნების შესაბამისად, მათშორის გრიფმინიჭებული სასკოლო სახელმძღვანელოების ნუსხა კლასების/ დონეებისა და საგნების მიხედვით. | დირექტორის მოადგილე სასწავლო დარგში, პედაგოგიური საბჭო. | ||||||||||||
1.5. | ესგ-ზე დაყრდნობით შემუშავებული ინდივიდუალური სასწავლო გეგმა სპეციალური სსსმ მოსწავლეთათვის, ასეთის საჭიროების შემთხვევაში | დირექტორის მოადგილე სასწავლო დარგში, პედაგოგიური საბჭო. | ||||||||||||
1.6. | მოსწავლის აკადემიური მიღწევის შეფასების წესები(რომელიც განსაზღვრავს ვადებსა და პირობებს გაცდენილი შემაჯამებელი დავალებების აღდგენების, საშემოდგომო გამოცდების ჩატარებისათვის და სხვა). | დირექცია, დირექტორის მოადგილე სასწავლო დარგში, პედაგოგიური საბჭო. | ||||||||||||
1.7. | დაზუსტებული სადამრიგებლო პროგრამა | დირექცია, დირექტორის მოადგილე სასწავლო დარგში, პედაგოგიური საბჭოკლასის დამრიგებლები. | ||||||||||||
2. | ბიბლიოთეკის პროგრამა | სკოლის ბიბლიოთეკარი,
ინფო მენეჯერი. |
||||||||||||
2.1. | წიგნების რეგისტრაცია
|
სკოლის ბიბლიოთეკარი,
ინფო მენეჯერი. |
||||||||||||
2.2 | მონაცემთა ბაზა | სკოლის ბიბლიოთეკარი,
ინფო მენეჯერი. |
||||||||||||
2.3. | სტატისტიკის წარმოება
|
სკოლის ბიბლიოთეკარი,
ინფო მენეჯერი. |
||||||||||||
2.4. | ბიბლიოთეკის საჭიროებების კვლევა | სკოლის ბიბლიოთეკარი,
ინფო მენეჯერი. |
||||||||||||
2.5. | ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდის განახლება | სკოლის დირექტორი, შემომწირველები | ||||||||||||
3. | დისციპლინა | |||||||||||||
3.1. | მშობელთა სათათბირო | მშობელთა სათათბიროს თავმჯდომარე. | ||||||||||||
3.2. | მოსწავლეთა ქცევის კოდექსი | კლასის დამრიგებლები.
|
||||||||||||
3.3. | მოსწავლეთა დაგვიანების მონიტორინგი | დირექტორის მოადგილე სამეუნეო დარგში, კლასის დამრიგებლები. | ||||||||||||
3.4. | ხშირად დამგვიანებელ მოსწავლეებთან მუშაობის ფორმები | კლასის დამრიგებლები. | ||||||||||||
3.5. | უსაფრთხო სკოლა | სკოლის დირექტორი, დირექტორის მოადგილე სამეუნეო დარგში, სკოლის დარაჯები, კლასის დამრიგებლები, მორიგე მასწავლებლები. | ||||||||||||
4. | მოსწავლეთა მიღწევები/სტატისტიკა/წახალისება | სკოლის დირექტორი, დირექტორის მოადგილე. | ||||||||||||
5. | პროექტები | საგნის მასწავლებლები, სკოლის ხარისხის მართვის მენეჯერი | ||||||||||||
6. | მონიტორინგი და შეფასება | სკოლის ხარისხის მართვის მენეჯერი. | ||||||||||||
III | ადამიანური რესურსების მართვის სტრატეგია | |||||||||||||
1. | პირადი საქმეები/ხელშეკრულებები | დირექტორი, საქმისმწარმოებელი. | ||||||||||||
2. | მორიგე მასწავლებლების პროგრამა | სკოლის დირექტორი, სკოლის ორგანიზატორი. | ||||||||||||
3. | თანამშრომელთა დასჯა/ წახალისება | სკოლის დირექტორი. | ||||||||||||
4. | კვალიფიკაციის ამაღლება | სკოლის დირექტორი.
|
||||||||||||
5. | ახალი თანამშრომლები/კონკურსები | სკოლის დირექტორი. | ||||||||||||
6. | შვებულებები/ ბიულეტენები | სკოლის დირექტორი.
|
||||||||||||
IV | მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მართვის სტრატეგია | |||||||||||||
1. | მატერიალური ბაზა/ქონება(შენობა/ეზო) | |||||||||||||
1.1. | შენობა | დირექტორის მოადგილე სამეუნეო დარგში. | ||||||||||||
1.2. | ეზო | დირექტორის მოადგილე სამეუნეო დარგში. | ||||||||||||
1.3. | საკლასო ოთახები | დირექტორის მოადგილე სამეუნეო დარგში, კლასის დამრიგებლები. | ||||||||||||
2. | ქონების დატვირთვა/ იჯარა | სკოლის დირექტორი.
|
||||||||||||
3. | კომუნალური საკითხები | სკოლის ფინანსური დირექტორი, დირექტორის მოადგილე სამეუნეო დარგში, ბუღალტერი. | ||||||||||||
4. | მოწესრიგებული სასწავლო სამუშაო გარემო | სკოლის დირექტორი, სასკოლო საზოგადოება.
|
||||||||||||
V | ფინანსების მართვის სტრატეგია | |||||||||||||
1. | სკოლის ბიუჯეტი | მმართველი საბჭო, სკოლის ფინანსური დირექტორი. | ||||||||||||
2. | ფინანსური მენეჯმენტი/ბურალტერიის წარმოება | ფინანსური დირექტორი, ბუღალტერი. | ||||||||||||
3. | საბანკო ურთიერთობები | სკოლის ფინანსური დირექტორი, ბუღალტერი. | ||||||||||||
4. | ურთიერთობები საგადასახადო ორგანოებთან | სკოლის ფინანსური დირექტორი, ბუღალტერი. | ||||||||||||
5. | ურთიერთობები შესყიდვის სააგენტოსთან | სკოლის ფინანსური დირექტორი. | ||||||||||||
6. | ფინანსური ანგარიშები | სკოლის ფინანსური დირექტორი.
|
||||||||||||
VI | საზოგადოებასთან ურთიერთობების /კომუნიკაციის სტრატეგია | |||||||||||||
1. | შიდასაკომუნიკაციო სტრატეგია | სკოლის დირექტორის მოადგილე სასწავლო აღმზრდელობით დარგში, საინფორმაციო მენეჯერი.
|
||||||||||||
2. | კომუნიკაციის საშუალებები | სკოლის დირექტორის მოადგილე სასწავლო აღმზრდელობით დარგში, საინფორმაციო მენეჯერი.
|
||||||||||||
3. | მონაცემთა ბაზები და სტატისტიკური მონაცემები | სკოლის დირექტორის მოადგილე სასწავლო აღმზრდელობით დარგში,საინფორმაციო მენეჯერი.
|
||||||||||||
4. | კურსდამთავრებულებულები | სკოლის დირექცია
|
||||||||||||
5. | პარტნიონური ურთიერთობები |
სკოლის დირექცია |
||||||||||||
6. | საკომუნიკაციო სტრატეგიის მონიტორინგი/ შეფასება | სკოლის დირექტორი |