ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა მიტროპოლიტ ნაზარი ლეჟავას სახელობის სამტრედიის მართლმადიდებლური სკოლის ისტორია
ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა მიტროპოლიტ ნაზარი ლეჟავას სახელობის სამტრედიის მართლმადიდებლური სკოლა 2003-2004 სასწავლო წელს ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტის საბას ლოცვა-კურთხევით ჩამოყალიბდა გიორგი ნიკოლაძის სახელობის სამტრედიის მრავალპროფილიანი სკოლა-ლიცეუმის ”XI საუკუნე“ ბაზაზე. სკოლის დამფუძნებელია საქართველოს ავტოკეფალური სამოციქულო ეკლესიის საჭეთმპყრობელი, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II, რომელიც 2011 წლის 2 ნოემბერს სტუმრობდა სკოლას.
სკოლის რექტორია ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბა (გიგიბერია).
სკოლის პრორექტორია დეკანოზი ვახტანგი (მაღლაკელიძე).
სკოლას 1993 – 2018 წლებში ხელმძღვანელობდა ნატო კოპალეიშვილი.
ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა მიტროპოლიტ ნაზარი ლეჟავას სახელობის სამტრედიის მართლმადიდებლური სკოლა, როგორც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ორმაგი დაქვემდებარებისაა. იგი ექვემდებარება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და ასევე, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებულ წმიდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის განათლების ცენტრს.
სკოლა ასრულებს სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტს. გარდა ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნებისა, სკოლაში ისწავლება საღვთისმეტყველო საგნებიც: საღვთო სჯული (ძველი და ახალი აღთქმა, საქმე მოციქულთა, ეკლესიის ისტორია, კატეხიზმო, ძველი ქართული ენა).
ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა მიტროპოლიტ ნაზარი ლეჟავას სახელობის სამტრედიის მართლმადიდებლური სკოლაში სწავლება უფასოა.
ყოველ ორშაბათს სასწავლო პროცესს ვიწყებთ წმიდა მიტროპოლიტ ნაზარი ლეჟავას სახელობის პარაკლისით.
სკოლაში ფუნქციონირებს კლასგარეშე და საგნობრივი წრეები:1) გახანგრძლივებული ჯგუფი (დაწყებით კლასში) (I-IV). 2) გალობა (II-XII); 3) ხატწერა (III-XII); 4) ხალხური საკრავები (ფანდური, სალამური) (II-X); 5) სიწმინდეების გეორაფია (VII-XI); 6) ქართული ხალხური ცეკვები (I-VI); 7) ხელგარჯილობა (კულინარია, ხელსაქმე) (V-VII); 8) ფიტო–ლაბორატორია (VII-X); 9) გერმანული ენა (IV -XII); 10) მათემატიკის (VI -XII); 11) ქიმიის (VIII – XI); წრეები უფასოა და დასწრება ხდება მოსწავლეთა სურვილით.
ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა მიტროპოლიტ ნაზარი ლეჟავას სახელობის სამტრედიის მართლმადიდებლურმა სკოლამ ზედიზედ სამჯერ (2011, 2016 და 2022 წელს) წარმატებით გაიარა ავტორიზაცია.
დამატებით ინფორმაციას სკოლის შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ: www.nazari.ge ; http://wmida-nazaris-skola.blogspot.com ; https://wmida-nazaris-skola.edupage.org ; https://www.facebook.com/skola.martlmadidebluri ;