საქართველოს საპატრიარქოს წმიდა მიტროპოლიტ ნაზარი ლეჟავას სახელობის სამტრედიის მართლმადიდებლური სკოლის ემბლემა ქრისტიანულ-კანონიკურ სიმბოლიკაზე დაყრდნობით -განასახიერებს დაწესებულების შინაარსს და მიზანდასახულობას:
- წრე – სამყაროს მარადიული წრებრუნვის და უსასრულობის სიმბოლოა;
- ჯვარი – ცენტრალური და მაორიენტებელი სიმბოლო ქრისტიანული სარწმუნოების;
- სხივები – ღვთის მადლმოსილების, განათლებისა და სიუხვის ნიშანი;
- წიგნი – ცოდნისა და სწავლის განსახიერება;
- „აი ია“ – ძველი ქართული ენისადმი კრძალვისა და პატივისცემის მიმანიშნებელი;
- მტრედი – განასახიერებს იმ ქალაქის ტოპონიმს, რომელშიც სკოლა მდებარეობს;
- ლურჯი ფერი – ზეციური სიწმინდის, ამაღლების და თავისუფლების სიმბოლო;