მიზანი

სკოლის ამოცანა:

სკოლის ამოცანაა დაამკვიდროს მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება, შექმნას უსაფრთხო გარემო, ხელი შეუწყოს მოსწავლის გონებრივ და ფიზიკურ განვითარებას. მოსწავლეს შესძინოს თვითრეალიზაციისათვის საჭირო ცოდნა და უნარები. განუხრელად იზრუნოს პედაგოგის ხარისხობრივ ზრდაზე, იყოს კონკურენტუნარიანი.  ყოველ სასწავლო წელს მოახდინოს შიდა მონიტორინგი

სკოლის მიზანია:

სკოლის ავტორიტეტის ამაღლება და სკოლის კონკურენტუნარიანობის გაზრდა. უსაფრთხო და კეთილგანწყობილი სასკოლო გარემოს შექმნა და სასკოლო საზოგადოების ინტერესებს მორგებული ობიექტური და სამართლიანი სისტემის მეშვეობით ეფექტური ადმინისტრირება.

ფასეულობები

  • ქრისტიანული ღირებულებები;
  • კეთილსინდისიერება;
  • პროფესიონალიზმი;
  • გამჭირვალობა;
  • პიროვნების ღირსების დაცვა და პატივისცემა

ინდიკატორები

  • საგანმანათლებლო საზოგადოებაში სკოლის რეიტინგის ზრდა;
  • სწავლის ხარისხის ამაღლება;
  • სასკოლო საზოგადოების კმაყოფილება;
  • მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიზნით სქემაში აქტიური ჩართვა;
  • შემოსავლების ზრდა;
  • სკოლის მოსწავლეების წარმატებები სასკოლო, რაიონულ და რესპუბლიკურ დონეზე.

პრიორიტეტული მიმართულებები:

  • სკოლის საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა;
  • სკოლის ორგანიზაციული განვითარება;
  • სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლება, მოსწავლეთა სულიერი და ფიზიკური აღზრდის სრულყოფა, სამართლებრივი და მოქალაქეობრივი აღზრდის პრინციპების დამკვიდრება და განვითარება;
  • მმართველობითი და დემოკრატიული სისტემების ჩამოყალიბება;
  • ინკლუზიური სწავლების განვითარება;
  • მშობელთა ჩართულობა;
  • მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა (ტრენინგები და სხვა);
  • სასწავლო პროცესის მრავალმხრივი მონიტორინგი;
  • ინფორმაციულ-ტექნოლოგიური სისტემების განვითარება;
  • სკოლის აღჭურვა სასწავლო რესურსებითა და სწავლების ხელშემწყობი სხვა საშუალებებით, ლიტერატურა და სხვა.
  • სკოლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფა და განვითარება;
  • რისკების მართვა;